თმის ცვენა: რატომ არის მინოქსიდილი და დერმა როლერი საუკეთესო არჩევანი
საბედნიეროდ, დღეს არსებობს მეცნიერულად დადასტურებული კომბინაცია, რომელიც რეალურ შედეგს იძლევა: მინოქსიდილი და დერმაროლერი (მეზოროლერი).
ფრთხილად იყავით - ბევრი ყალბი მინოქსიდილი არის ბაზარზე წარმოდგენილი. შეიძინეთ ამერიკული, გამოცდილი მინოქსიდილი (Rogaine, Kirkland) და ზოგადად, ორიგინალ მინოქსიდილსა და დერმა როლერს კი საქართველოში მხოლოდ tmiszrda.ge-ზე შეიძენთ.
რა იწვევს თმის ცვენას?
თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა, ანუ გენეტიკურად განპირობებული თმის გათხელება. ამას ემატება სტრესი, ჰორმონალური ცვლილებები, D ვიტამინის დეფიციტი და არასწორი ძილის რეჟიმი.
მიზეზის მიუხედავად, პრინციპი ერთია: რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უკეთესი იქნება შედეგი.
მინოქსიდილი: FDA-ს მიერ აღიარებული პირველი წამალი თმის ზრდისთვის
მინოქსიდილი (Minoxidil) 1988 წელს გახდა პირველი მედიკამენტი, რომელიც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) თმის ზრდისთვის ოფიციალურად აღიარა. ის ხელმისაწვდომია 2%-იანი და 5%-იანი კონცენტრაციით: 2%-იანი ძირითადად ქალებისთვის ინიშნება, 5%-იანი კი მამაკაცებისთვის. ამასთანავე, ქალებიც აქტიურად მოიხმარენ 5%-იან მინოქსიდილს და საკმაოდ წარმატებითაც.
მინოქსიდილი ახანგრძლივებს თმის ზრდის აქტიურ ფაზას (ანაგენს), ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას თმის ფოლიკულებთან და ხელს უშლის ფოლიკულების დაწვრილებას. შედეგად, თმის ცვენა მცირდება, თმა კი უფრო სქელი და ჯანსაღი ხდება.
გამოყენება მარტივია: 1 მილიგრამი დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, შეთხელებულ ზონებში. პირველ შესამჩნევ შედეგს დაახლოებით 8 კვირაში დაინახავთ, საგრძნობ გაუმჯობესებას 4 თვეში, პიკს კი 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში. გაითვალისწინეთ: პირველ კვირებში შესაძლოა თმის ცვენა დროებით გაძლიერდეს. ეს ნორმალური და დადებითი ნიშანია, რადგან ძველი, დასუსტებული თმა ახალს უთმობს ადგილს.
დერმა როლერი: 0.5მმ - ყველაზე ოპტიმალური ზომა
დერმაროლერი (იგივე მეზოროლერი) პატარა ხელსაწყოა ასობით მიკრონემსით. სკალპზე გადატარებისას ის ქმნის უმცირეს, პრაქტიკულად შეუმჩნეველ დაზიანებებს, რაც ააქტიურებს კანის აღდგენით მექანიზმებს: წარმოიქმნება კოლაგენი და ელასტინი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ცოცხლდება მიძინებული თმის ფოლიკულები.
დამწყებებისთვის რეკომენდებულია 0.25 მმ ზომით დაწყება, ხოლო ყველაზე ოპტიმალური ზომა სახლის პირობებში 0.5 მმ-ია, კვირაში 1-2-ჯერ გამოყენებით. აუცილებელია ხელსაწყოს სტერილიზაცია სპირტით ყოველ გამოყენებამდე და შემდეგ.
რატომ მუშაობს ეს დუეტი საუკეთესოდ?
დერმა როლერის მიერ შექმნილი მიკროდაზიანებები მინოქსიდილს კანში ღრმად შეღწევაში ეხმარებიან, რაც მის ეფექტურობას მკვეთრად ზრდის. ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც 100 ადამიანზე ჩატარდა, მონაწილეებმა, რომლებიც 5%-იან მინოქსიდილს დერმაროლერთან ერთად იყენებდნენ, 50%-ით უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ მინოქსიდილს იყენებდა. დამატებით 8 მეცნიერული კვლევა ადასტურებს ამ კომბინაციის ეფექტურობას.
მნიშვნელოვანია: დერმაროლერის გამოყენების შემდეგ მინოქსიდილის წასმამდე დაიცავით ინტერვალი ნემსის ზომის მიხედვით. 0.25 მმ-ის შემთხვევაში საკმარისია 5-10 წუთი, 0.5 მმ-ის დროს 1-6-12 საათი, ხოლო თუ კანი გაღიზიანდა, 24 საათი დაელოდეთ.
დასკვნა
თმის ცვენა აღარ არის პრობლემა, რომელსაც უბრალოდ უნდა შეეგუოთ. მინოქსიდილი და დერმა როლერი დღეს ხელმისაწვდომი ყველაზე ეფექტური და მეცნიერულად დადასტურებული კომბინაციაა თმის აღსადგენად.
მთავარია თანმიმდევრულობა: არ გამოტოვოთ პროცედურები და რამდენიმე თვეში თავად დაინახავთ განსხვავებას.
საუკეთესო ამერიკული ბრენდების (Rogaine, Kirkland) მინოქსიდილსა და უმაღლესი ხარისხის მეზოროლერს აქ ნახავთ.
R