რა იწვევს „ხანძარს კუჭში“ ანუ რეფლუქსს, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს „ხანძარს კუჭში“ ანუ რეფლუქსს, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს

გასტროეზოფაგური რეფლუქსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა საქართველოში, რომელიც ტრადიციული სამზარეულოს, გადატვირთული რეჟიმისგან გამოწვეული ქაოსური კვებისა თუ სტრესის გამო ბევრ ჩვენგანს ხშირად აწუხებს.

კუჭის რეფლუქსი, იგივე გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ბევრად მეტია, ვიდრე დროებითი დისკომფორტი და თუ ხშირად გვაწუხებს, დროა, ექიმთან ვიზიტი ჩავნიშნოთ. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომლის დროსაც კუჭის მჟავე შიგთავსი რეგულარულად ბრუნდება საყლაპავ მილში, რაც იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, მწველ ტკივილსა და გულძმარვას. აღნიშნული დისკომფორტი საყურადღებოა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის აქვეითებს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს - იწვევს შრომისუნარიანობის, კვების რეჟიმისა და ძილის დარღვევას, სოციალიზაციისგან თავის შეკავებას, ასევე იმიტომ, რომ ზრდის საყლაპავის სერიოზული დაზიანებისა და გართულებების რისკს.

სტატიაში ვიმსჯელებთ რა შემთხვევებში და რა მედიკამენტით შეიძლება ვუმკურნალოთ გასტროეზოფაგურ რეფლუქსს ერთჯერადად და რა დროს უნდა მივაკითხოთ ექიმს დამატებითი კვლევებისთვის.

რეფლუქსის სიმპტომების ერთჯერადი (ეპიზოდური) მართვა მედიკამენტებით დასაშვებია მაშინ, როდესაც პრობლემა მწვავე, იშვიათი ხასიათისაა და დროებითი ფაქტორით არის გამოწვეული. კერძოდ, თუ გადაჭარბებით მივიღეთ მძიმე, ცხიმიანი ან ცხარე საკვები. ზოგიერთ შემთხვევაში, „გულძმარვა“ შეიძლება გადაჭარბებული რაოდენობით შოკოლადის მიღების შემთხვევაშიც დაგვეწყოს. ასევე, რეფლუქსი ერთჯერადად შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ან გაზიანი სასმელების მიღებამ, ძლიერმა ემოციურმა ან ფსიქოლოგიურმა სტრესმა, როდესაც კუჭის მჟავიანობა დროებით იზრდება; ფიზიკურმა დატვირთვამ კვების დასრულებისთანავე და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ, რომლებიც ერთჯერადად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

თუ ხანდახან ასეთი სიმპტომები გვაქვს, შეგვიძლია, მათ ერთჯერადად ვუმკურნალოთ ახალი თაობის, უსაფრთხო მედიკამენტებით, რომლებიც სწრაფად მოგვიხსნის დისკომფორტს და არ იწვევს გვერდით ეფექტებს. საქართველოში ხელმისაწვდომ ასეთ მედიკამენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია „პანტოპრა“, რომლის მთავარი მოქმედი ნივთიერება პანტოპრაზოლი აბრკლებს მარილმჟავას გამომუშავებას და ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს კუჭის pH-ს ანუ მჟავიანობას. ამის ხარჯზე პრეპარატი სრულად ხსნის სიმპტომებს. პან­ტოპ­რახელ­მი­საწ­ვდო­მია PSP- ქსელ­ში. შე­სა­ძე­ნად მიჰ­ყე­ვით ბმულს: პან­ტოპ­რა - Pantopra 40მგ Gmp 28 ტაბ­ლე­ტი

12-1782800488.png

თუ ორკვირიანი უწყვეტი მკურნალობის მიუხედავად რეფლუქსი კვლავ აღგვენიშნება, მნიშვნელოვანია, მივაკითხოთ სპეციალისტს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად ჩავიტაროთ კვლევები.

რა გართულებებს იწვევს კუჭის სისტემატური რეფლუქსი?

თუ კუჭის რეფლუქსმა სისტემატური ხასიათი მიიღო, მჟავის ზემოქმედება აღიზიანებს საყლაპავს, რაც სხვადასხვა გართულებას იწვევს. ყველაზე ხშირია ეზოფაგიტი, რაც გულისხმობს საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებას, ასევე ეროზიებისა და წყლულების განვითარებას საყლაპავში. ხშირმა რეფლუქსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის შევიწროება, რაც გამოვლინდება ყლაპვის გაძნელებით, ასევე ბარეტის საყლაპავი, რომელიც კიბოსწინარე მდგომარეობას წარმოადგენს.

რომ შევაჯამოთ, იმ შემთხვევაში, თუ ცხიმიანი ან მჟავე საკვები კუჭის რეფლუქსს იწვევს, დისკომფორტი მარტივად შეგვიძლია მოგვაგვაროთ „პანტოპრას“ დახმარებით, მაგრამ სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ გასტროენტეროლოგს.

R