საკვები დანამატები და სხეულის მასის ინდექსი – რა უნდა იცოდნენ დაბალი BMI-ის მქონე ადამიანებმა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები დანამატები და სხეულის მასის ინდექსი – რა უნდა იცოდნენ დაბალი BMI-ის მქონე ადამიანებმა?

არადა, ბევრი ადამიანისთვის პრობლემა ჭარბი წონა კი არა, მისი დეფიციტია. გარდა ამისა, ზოგჯერ წონის მატება ისეთივე რთული ან იმაზე რთულია, ვიდრე მისი კლება.

წონის დეფიციტი სახეზეა მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 18.5-ზე ნაკლებია. ცხადია, ეს ავტომატურად დარღვევას არ ნიშნავს და არც იმას, რომ ის აუცილებლად შექმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. ხშირად დაბალი BMI გენეტიკითაა განპირობებული და გამხდარი სხეული ბუნებრივი მოცემულობაა.

მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც არასაკმარისი წონის მქონე ადამიანები ენერგიის ნაკლებობას უჩივიან ან უბრალოდ ფორმების მეტად გამოკვეთა სურთ. ზოგჯერ, კლებას სტრესი თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები განაპირობებს. ასეთ დროს უბრალოდ ბევრი ჭამა გამოსავალი არ არის, რადგან, სასურველია, BMI ცხიმოვანი ქსოვილების კი არა, კუნთური მასის მატების შედეგად გავზარდოთ. ამისათვის აუცილებლად უნდა დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ვარჯიშისა და სწორი კვების კომბინაციას გულისხმობს.

ვარჯიში კუნთების ზრდის სტიმულირებაში გვეხმარება, თუმცა ის შესაბამისი კვების გარეშე წარმოუდგენელია. აუცილებელია სწორად გაიწეროს კვების პროგრამა, რომელშიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ყველა მაკრონუტრიენტი – ნახშირწყალი, ცილა და ცხიმი. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია საკვები დანამატების გამოყენებაც.

იმას, თუ რომელი საკვები დანამატები უნდა მიიღონ წონის დეფიციტის მქონე ადამიანებმა, ქვემოთ მიმოვიხილავთ.

ცილა – კუნთების მთავარი საშენი მასალა

ძალისმიერი ვარჯიშის დროს კუნთებში მიკროდაზიანებები ჩნდება, რომელთა აღდგენისთვისაც ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის ცილა სჭირდება. თუ ადამიანი ყოველდღიური კვებიდან ვერ იღებს პროტეინს, კუნთოვანი მასის ზრდა ფერხდება.

ცილის საკვები დანამატი ორგანიზმს საშენი მასალით უზრუნველყოფს, შედეგად, უფრო სწრაფად იზრდება კუნთოვანი მასა, უმჯობესდება სხეულის შედგენილობა და დროთა განმავლობაში BMI-იც ჯანსაღ მაჩვენებელს უახლოვდება.

გეინერი – ენერგიის ზრდისა და კალორიული პროფიციტის შესაქმნელად

წონის დეფიციტის მქონე ადამიანები ხშირად სწრაფი მეტაბოლიზმით გამოირჩევიან, რის გამოც ორგანიზმი ენერგიას უფრო ინტენსიურად მოიხმარს. შედეგად, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საკმარისი კალორიების მიღება და კალორიული პროფიციტის შექმნა მხოლოდ კვების საშუალებით რთულია.

გეინერი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც შეიცავს როგორც ცილებს, ისე ნახშირწყლებს. მისი დახმარებით ორგანიზმი იღებს დამატებით ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია წონისა და კუნთოვანი მასის მოსამატებლად.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არც პროტეინი და არც გეინერი სასწაულმოქმედი საშუალება არ არის. საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც ისინი დაბალანსებულ კვებასთან და რეგულარულ ვარჯიშთან არის კომბინაციაში. გარდა ამისა, აუცილებელია საკვები დანამატების სწორად შერჩევა და გამოყენება. ამიტომ მათ მოხმარებამდე გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ ინსტრუქტორთან და კვების სპეციალისტთან.

R