სოკოს სამკურნალოდ ხალხური მეთოდები საკმარისია? - მითები და რეალობა ფრჩხილის სოკოსთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოკოს სამკურნალოდ ხალხური მეთოდები საკმარისია? - მითები და რეალობა ფრჩხილის სოკოსთან დაკავშირებით

მიკოზები და ონიქომიკოზები ანუ კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები დერმატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო უამრავი მცდარი შეხედულება და მითი არსებობს. არასწორი ინფორმაცია ხშირად ხდება თვითმკურნალობის, პროცესის გაჭიანურებისა და მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ მითს და მათ რეალურ, დასაბუთებულ ახსნას.

მითი #1 - ფრჩხილის სოკო ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის ბოლომდე აღმოფხვრაც შეუძლებელია, დროებითი გაუმჯობესების შემდეგ ის მაინც ბრუნდება.

რეალობა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მავნე სტერეოტიპი, რომელიც დროულ განკურნებას უშლის ხელს. ხარისხიანი, თანამედროვე სისტემური (დასალევი) და ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებით მკურნალობა, კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობით, თითქმის 100%-იან განკურნებას უზრუნველყოფს. მთავარი საიდუმლო მოთმინებაშია - ფრჩხილი ნელა იზრდება. ხელზე დაახლოებით 6, ხოლო ფეხზე 9 თვის განმავლობაში (თვეში მხოლოდ 1-2 მმ). შესაბამისად, პირველი ვიზუალური დადებითი ეფექტი მხოლოდ 3 თვის შემდეგ ხდება შესამჩნევი. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა ვიზუალური უეფექტობის მოტივით შეცდომაა. პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.

მითი #2 - სოკოს სამკურნალოდ ხალხური მეთოდებიც საკმარისია.

რეალობა - თანამედროვე მედიცინა სოკოვანი ინფექციის მკურნალობის ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობს. მათ სანაცვლოდ ხალხური მეთოდების გამოყენება რეკომენდებული არ არის. გახსოვდეთ, ფრჩხილისა და კანის სოკოვანი ინფექციის მკურნალობა დამოკიდებულია კლინიკურ ფორმაზე, ლოკალიზაციაზე, პაციენტის ორგანიზმის თავისებურებებსა და მისი ცხოვრების რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატის გამოყენება, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი და დადასტურებულია.

მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც ფართოდ გავრცელებული და მაღალეფექტური ორიგინალური პრეპარატია „ექსოდერილი“, რომელსაც 50-წლიანი კლინიკური გამოცდილება უმაგრებს ზურგს, სპეციალურად იწარმოება სხვადასხვა ფორმით: “ექსოდერილის” ხსნარი გამოიყენება ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის მკურნალობისთვის, რადგან ღრმად აღწევს ფირფიტაში, ხოლო “ექსოდერილის” კრემი რეკომენდებულია კანის სოკოს დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თან ახლავს სიმშრალე, აქერცვლა, სიწითლე, უსიამოვნო სუნი და ნახეთქები. მას გააჩნია უნიკალური სამმაგი მოქმედება. ანადგურებს სოკოს, ხსნის ქავილს, სიწითლეს და უსიამოვნო სუნს. ის მოქმედებს კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის ყველა ტიპის გამომწვევზე და გამოიყენება პრაქტიკულად ყველა კლინიკური ფორმისა თუ ლოკალიზაციის დროს.

727082953-2126719418278702-6898702362762114552-n-1782462501.png

მითი #3 - სოკო მხოლოდ მათ ემართებათ, ვინც პირად ჰიგიენას არ იცავს. ხოლო თუ რეგულარულად იბანთ ფეხებს და იცვლით წინდებს, სოკოვანი ინფექცია არასდროს დაგემართებათ.

რეალობა - სოკოვანი ინფექციით დაავადება ძალიან მარტივია და მისგან არავინ არის დაზღვეული. რა თქმა უნდა, ჰიგიენა მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს მაღალი რისკ-ჯგუფები, სადაც დაავადების განვითარების ალბათობა მკვეთრად იზრდება. ინფიცირების რისკი მაღალია ჭარბი ოფლიანობის დროს, რის გამოც ის ხშირად გვხვდება სპორტსმენებში. ასევე, რისკი საგრძნობლად იზრდება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და იმუნიტეტის დამთრგუნველი სხვადასხვა მედიკამენტების მიღებისას. განსაკუთრებით საყურადღებოა ანტიბიოტიკების ხშირი და არამიზნობრივი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ ბალანსს და ხელს უწყობს სოკოს გამრავლებას.

მითი #4 - სოკო მხოლოდ ესთეტიკური დეფექტია და მისი მკურნალობის გადადება საშიში არ არის.

რეალობა - ფრჩხილის სოკო სერიოზული სამედიცინო პრობლემაა. კანის სოკოვანი ინფექციის დროს ხშირად ვლინდება სიწითლე, აუტანელი ქავილი და ღრმა ნახეთქების წარმოქმნა, რაც ბაქტერიული ინფექციისთვის ღია კარს წარმოადგენს. რაც შეეხება მკურნალობის დაგვიანებას, არასწორმა ან დროში გაწელილმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზედაპირული მკურნალობა მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით აღარ იყოს საკმარისი. როდესაც ინფექცია ღრმად აღწევს და იწვევს ძლიერ გარქოვანებას, პაციენტს სჭირდება ბევრად უფრო რთული პროცედურები, ხანგრძლივი დრო და კომპლექსური ჩარევა, რაც ხშირად მოითხოვს ფრჩხილის დამშლელი საშუალებების (ურეა, სალიცილი, ფენოლი), სპეციალური ყოველდღიური აბაზანებისა და პოდოლოგ-პედიკურის სპეციალისტის ერთობლივ მუშაობას ექიმთან ერთად.

მითი #5 - შეუძლებელია ზუსტად მივხვდეთ, ფრჩხილის დაზიანება სოკოთია გამოწვეული თუ უბრალო ტრავმით, სანამ ფრჩხილი თავისით არ მოძვრება.

რეალობა - სოკოვან ინფექციას საკმაოდ მკაფიო და დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს, რომლის ამოცნობაც საწყის ეტაპზევეა შესაძლებელი. კანის დაზიანებისას პაციენტს აღენიშნება გამოხატული სიწითლე, აქერცვლა, ქავილი სპეციფიკური სუნი და მტკივნეული ნახეთქების წარმოქმნა (განსაკუთრებით თითებს შორის სივრცეში). ფრჩხილის ინფიცირების დროს კი წამყვანი სიმპტომებია: ფრჩხილის ფირფიტის ფერისა და ფორმის შეცვლა (გაყვითლება, გაყავისფრება ან გათეთრება), მისი სტრუქტურული დეფორმაცია და ფრჩხილის საგრძნობი გასქელება. ნებისმიერი ამ სიმპტომის შემჩნევისას საჭიროა დაუყოვნებლივ დერმატოლოგთან ვიზიტი.

გახსოვდეთ, ნებისმიერ საეჭვო დაზიანებაზე დროულად მიაკითხეთ სპეციალისტს და არჩევანი შეაჩერეთ მაღალი ხარისხის, ეფექტურ პრეპარატებზე.

R