ხალებისა და მეჭეჭების წამალი - როგორ აშორებს კანის წარმონაქმნებს ქარჩაულის სითხე, რომელიც ათწლეულებია უნიკალურ სამედიცინო საშუალებად ითვლება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხალებისა და მეჭეჭების წამალი - როგორ აშორებს კანის წარმონაქმნებს ქარჩაულის სითხე, რომელიც ათწლეულებია უნიკალურ სამედიცინო საშუალებად ითვლება?

ხალებისა და კანის სხვა წარმონაქმნების პროფილაქტიკური თუ სამკურნალო მოცილება ყოველთვის მარტივი პროცესი არ არის. ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევას ექიმები ხშირად სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან წარმონაქმნის სრულად ამოსაკვეთად მის ირგვლივ ჯანმრთელი ქსოვილის ნაწილის მოცილებაც ხდება საჭირო. ეს პროცესი განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ხალი ან მეჭეჭი სახეზე, თვალებთან ან ცხვირთან ახლოს მდებარეობს.

სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად, ქართველმა ქიმიკოსმა ა. ქარჩაულმა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ შექმნა ინოვაციური პრეპარატი, რომელიც დღეს „ქარჩაულის სითხის“ სახელწოდებითაა ცნობილი. სითხე წლების განმავლობაში ხალებისა და მეჭეჭების მარტივად, უსაფრთხოდ და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მოცილების საშუალებას იძლეოდა და დღეს ძალიან პოპულარულია.

598150116-1928745147832931-5157646045439160256-n-1782378281.png

პრეპარატის შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი

„ქარჩაულის სითხე“ არაორგანული ნაერთების ორიგინალურ ნარევს წარმოადგენს. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერებებია:

  • რძემჟავა;
  • აზოტმჟავა;
  • სპილენძის მარილები.

პრეპარატის ეფექტიანობა დაზიანებულ ქსოვილებზე მის შერჩევით ზემოქმედებას ეფუძნება. მედიცინაში ამ პროცესს ასეპტიკური ნეკროზი ეწოდება, რაც უჯრედებისა და ქსოვილების შეუქცევად განადგურებას მიკრობული ინფექციის გარეშე გულისხმობს.

უშუალოდ მოქმედების პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

დარბილება: რძემჟავა არბილებს კანის გარქოვანებულ, ზედაპირულ ფენას.

შეღწევა: მჟავები შეუფერხებლად აღწევს წარმონაქმნის სიღრმეში.

დაკავშირება: სპილენძის მარილები მიზნობრივად ურთიერთქმედებს და უკავშირდება პათოლოგიურ უჯრედებს.

განადგურება: აზოტმჟავა იწვევს დაზიანებული უჯრედების დაშლასა და საბოლოო განადგურებას, ანუ ქსოვილის კოაგულაციასა და ნეკროზს.

პრეპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პათოლოგიური უჯრედები მას ბევრად უფრო ინტენსიურად შთანთქავენ, ვიდრე ჯანმრთელი ქსოვილები. ამის წყალობით, ქარჩაულის სითხე ძირითადად დაზიანებულ უბანს ანადგურებს და მინიმალურად ეხება საღ კანს.

592069360-1506208997452475-6152774457604651267-n-1782378309.jpg

კლინიკური გამოცდილება

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ეს პრეპარატი1982 წლიდან გამოიყენებოდა. მისი გამოყენების ჩვენებები მოიცავდა: კანის კეთილთვისებიან წარმონაქმნებს და წინასიმსივნურ დაავადებებს;

  • ჩვეულებრივ მეჭეჭებსა და პაპილომებს;
  • სებორეულ კერატოზს და კანის რქას;
  • ჰემანგიომებსა და პოლიპოზურ წარმონაქმნებს;
  • კელოიდურ ნაწიბურებს;
  • კანის ზოგიერთ ტროპიკულ დაავადებას.

ქირურგიული ჩარევა ყოველთვის არ არის ოპტიმალური გამოსავალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა ნაკლებად ტრავმული მიდგომა. „ქარჩაულის სითხე“ წარმოადგენს ეფექტიან კონსერვატიულ ალტერნატივას, რადგან: მისი გარეგანი გამოყენება მარტივია და მცირე დროს მოითხოვს, გააჩნია გამოხატული ანტისეპტიკური და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, შესაძლოა გამოყენებულ იქნას რთულად მისადგომ უბნებზეც, სპეციალისტის მეთვალყურეობით.

მიუხედავად პრეპარატის ეფექტიანობისა და ნაკლებად ტრავმული ბუნებისა, კანის წარმონაქმნების თვითმკურნალობა დაუშვებელია. მკურნალობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და ნებისმიერი პროცედურა უნდა ჩატარდეს ექიმის - ონკოლოგის, ონკოდერმატოლოგის ან დერმატოლოგის მეთვალყურეობით.

729867208-993337963572326-7920518359550094660-n-1782378338.jpg

სანამ ნებისმიერი ხალის ან კანის წარმონაქმნის მოცილება მოხდება, აუცილებელია დერმატოლოგის ან ონკოდერმატოლოგის კონსულტაცია. ზოგიერთი წარმონაქმნი შეიძლება ავთვისებიანი პროცესის საწყისი გამოვლინება იყოს და მისი თვითნებური მოცილება დიაგნოსტიკას გაართულებს, შესაბამისად სანამ დაიწყება მკურნალობა ქარჩაულის სითხის, აუციბლად ხდება წანაზარდის დათვალერება და საჭიროების შმეთხვევაში მისი ციტოლოგიური გამოკვლევა.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული:

  • მელანომის ან მასზე ეჭვის არსებობისას;
  • სწრაფად მზარდი, სისხლმდენი ან ფერის შემცვლელი ხალის შემთხვევაში;
  • თვალის ლორწოვანთან ახლოს;
  • თვალის ლორწოვანთან ახლოს;
  • ფართო დაზიანებების დროს.

დამატებითი ინფორმაცია

Facebook: https://www.facebook.com/KarchauliLiquid/

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №8

ტელეფონი: 595 48 91 99

R