C ვიტამინი კუჭის კიბოსა და კანცეროგენების წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელია კანცეროგენებისგან დამცავი გავრცელებული ვიტამინი

C ვიტამინმა შესაძლოა კუჭში კიბოს რისკთან დაკავშირებული ნაერთების წარმოქმნა შეამციროს. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მკვლევარები ჟურნალ Journal of Theoretical Biology-ში (JTB) გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.

მეცნიერებმა ე.წ. N-ნიტროზო ნაერთები შეისწავლეს — ნივთიერებები, რომლებიც კუჭში ნიტრატებისა და ნიტრიტების შემცველი საკვებისა თუ წყლის მიღების შემდეგ წარმოიქმნება. ეს ნაერთები დიდი ხანია სამედიცინო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, რადგან მათი უმეტესობა კანცეროგენად მიიჩნევა და კუჭისა და საყლაპავის მილის კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.

კვლევის ავტორებმა შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომელიც ჭამის შემდგომ კუჭში, ნაწლავებში, სისხლსა და ნერწყვში მიმდინარე პროცესებს აღწერს. მოდელმა აჩვენა, რომ C ვიტამინს (ასკორბინის მჟავას) შეუძლია იმ ქიმიური ნაერთების ბლოკირება, რომლებიც მოგვიანებით პოტენციურად საშიშ N-ნიტროზო ნაერთებად გარდაიქმნებიან. ეს პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმში კანცეროგენების გამომუშავებას.

მკვლევართა გამოთვლებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ C ვიტამინის მიღების ფაქტს, არამედ მისი მიღების დროსაც. ყველაზე მაღალი ეფექტურობა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ვიტამინს ჭამის დასრულებისთანავე იღებდნენ. გარდა ამისა, დადგინდა, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე მცირე დოზის მიღება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი დიდი დოზის ერთბაშად მიღება.

მართალია, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა კომპიუტერულ მოდელირებას და არა პირდაპირ კლინიკურ ტესტირებას ეფუძნება, თუმცა მიღებული შედეგები ნათლად ხსნის, თუ რატომ ასოცირდება ხილ-ბოსტნეულით მდიდარი დიეტა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების შემცირებულ რისკთან. პროდუქტები, რომლებიც უხვად შეიცავს C ვიტამინსა და სხვა ძლიერ ანტიოქსიდანტებს (მაგალითად: ციტრუსები, ბულგარული წიწაკა, მარწყვი და ბროკოლი), ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისა და უჯრედული დაზიანებისგან იცავს. შესაბამისად, ჯანსაღი, დაბალანსებული კვება დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთ საუკეთესო სტრატეგიად რჩება.