ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია
ბოლო ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმების შედეგად მას აღენიშნება ორბიტის ძვლის მცირე მოტეხილობა და სახის არეში ძლიერი შეშუპება. ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. სჭირდება მხოლოდ დრო და დასვენება რეაბილიტაციისთვის.
ვინაიდან კვლევების შედეგად დაზუსტდა, რომ დაზიანებები ღრმა არ არის, ის გაცილებით უფრო მალე შეძლებს ძალების აღდგენას, რაც ძალიან სასიხარულოა.