MyHome უძრავი ქონების გარიგებებს ამარტივებს - პლატფორმას ხელშეკრულებების შაბლონები დაემატა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

MyHome უძრავი ქონების გარიგებებს ამარტივებს - პლატფორმას ხელშეკრულებების შაბლონები დაემატა

უძრავი ქონების უდიდესი პლატფორმა საქართველოში, MyHome, მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალს სთავაზობს, რომელიც ბინის ქირაობისა თუ ყიდვა-გაყიდვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. პლატფორმაზე სპეციალური სექცია - ხელშეკრულებების შაბლონები დაემატა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წინასწარ გამზადებული დოკუმენტაციით სარგებლობა.

როგორც წესი, უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ფორმალობები მომხმარებლებისთვის გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. იქნება ეს ბინის ყიდვა-გაყიდვა თუ საცხოვრებლის დაქირავება, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გამართული დოკუმენტაციის მოძიებაა. ხშირად ადამიანებს უწევთ დროის ხარჯვა არასანდო ინტერნეტ-წყაროებში ან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა იურიდიული ფორმების მოსამზადებლად. MyHome-ის ახალი ინიციატივა სწორედ ამ პროცესის გამარტივებას ემსახურება - გარიგების ეტაპები ახლა უკვე ერთ სივრცეშია გაერთიანებული.

ახალ სექციაში მომხმარებელს შეუძლია სრულიად უფასოდ ისარგებლოს სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული დოკუმენტაციით. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია შემდეგი ტიპის შაბლონები:

  • ბინის ყიდვა-გაყიდვისა და ქირავნობის ხელშეკრულებები;
  • წინარე ხელშეკრულება - დაჯავშნისა და პირობების წინასწარი შეთანხმებისთვის;
  • ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა;
  • ფასის ან ვადის ცვლილების დოკუმენტები.

ამ ინსტრუმენტის დანერგვით, მხარეებს შორის კომუნიკაცია და გარიგების ფორმალიზება გაცილებით მარტივი და სწრაფი ხდება. როგორც MyHome-ში განმარტავენ, პროექტი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია:

„ჩვენი მიზანია, MyHome იყოს პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს გარიგების ყველა ეტაპზე დაეხმარება. ხშირად გვესმოდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას გარკვეული ბარიერები იქმნებოდა, შაბლონების დამატებით კი პროცესი უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გავხადეთ როგორც გამყიდველებისთვის, ისე მყიდველებისა და გამქირავებლებისთვის.“

ახალი ფუნქციონალი განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვინც დამოუკიდებლად, შუამავლის გარეშე ცდილობს ბინის დაგირავებას, გაქირავებას ან გაყიდვას. ასევე, ის სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება ბროკერებისა და მცირე დეველოპერებისთვისაც.

უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ფორმალობები ახლა უფრო მარტივი სამართავია. შაბლონები უკვე ხელმისაწვდომია MyHome-ის ვებგვერდზე.

R