ზაფხულის ჩანთა ბავშვებისთვის - ექიმის პრაქტიკული გზამკვლევი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის ჩანთა ბავშვებისთვის - ექიმის პრაქტიკული გზამკვლევი

აქტიური თამაში კი ხშირად უკავშირდება მცირე ტრავმებს, ნაკაწრებს, კანის გაღიზიანებას, რის გამოც წინასწარი თადარიგის დაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

წლის ეს დრო იდეალურია ბავშვებთან ერთად პიკნიკზე წასასვლელად. სუფთა ჰაერი, მოძრაობა და ბუნებასთან კონტაქტი დადებითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე.

გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე.

რა წავიღოთ პიკნიკზე, როცა ბავშვებთან ერთად მივდივართ

ექიმის პრაქტიკული სია

  • საკვები და წყალი:

აუცილებელია სუფთა სასმელი წყალი, მსუბუქი, ადვილად მოსანლებელი საკვები, გარეცხილი ხილი; არ წაიღოთ მალფუჭებდი პროდუქტები!

  • ჰიგიენა და სამოსი:

გამოგადგებათ ჰიგიენური ხელსახოცები ან ხელის სადეზინფექციო ხსნარი.

სამოსი უმჯობესია ფარავდეს ბავშვის სხეულსა და კიდურებსა, რათა დაიცვათ ტკიპებისა და მწერებისაგან, რომლებიც წლის თბილ დროს აქტიურდებიან.

  • დაცვა გარემოსგან:

არ დაივიწყოთ მზის ქუდი და მზისგან დამცავი კრემი, მაღალი დაცვის ფაქტორით (SPF) 30-50, რომელსაც ყოველ 2 საათში ერთხელ განაახლებთ.

მზისგან დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტისთვის, არამედ კანის დაზიანების პრევენციისთვისაც.

საპიკნიკე ჩანთაში აუცილებლად დატოვეთ ადგილი მინი-აფთიაქისთვის, რომელიც ძირითადად გათვლილია მცირე ტრავმების დროს, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის.

1000035813-1780562376.jpg

მინი აფთიაქი - აუცილებელი ელემენტი

პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპების მიხედვით, ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს მცირე სამედიცინო ნაკრები: ბამბა, ბინტი, ერთჯერადი პლასტირები, ანტისეპტიკური ხსნარი, რომელსაც მცირე ჭრილობის, ნაკაწრის ან მწერის ნაკბენის შემთხვევაში, გამოიყენებთ კანის დასამუშავებლად.

კანის დაზიანებისას, მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება ინფიცირების ასარიდებლად. ამისთვის კი, საუკეთესო არჩევანია ბისილვალოე - უნიკალური შემადგენლობის კომბინირებული სპრეი, რომელიც გამოიყენება მცირე ჭრილობებისა და ნაკაწრების დროს.

ბისილვალოეს მოქმედება ეფუძნება სამ კომპონენტს:

  • ვერცხლის იონები - უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ მოქმედებას, ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგ;
  • ცეოლითი - შთანთქავს ჭრილობიდან გამოყოფილ სითხეს და ქმნის არახელსაყრელ გარემოს მიკრობების გასამრავლებლად, ეხმარება შეხორცების პროცესს;
  • ალოე ვერა - ანტიანთებით მოქმედებასთან ერთად, ამშვიდებს კანს.

სპრეის ფორმა უზრუნველყოფს მარტივ და ჰიგიენურ გამოყენებას, ჭრილობასთაან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში.

ბისილვალოე - სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო დახმარება, კანის დაზიანებების დროს!

R