როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი პირის ღრუ?
მაინც როდის იწყება პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რა არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მისი სიჯანსაღის დიდხანს შენარჩუნებაში გვეხმარება.
პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პირის ღრუზე ზრუნვა ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მშობლებსა თუ აღმზრდელებს ეკისრებათ – სწორედ მათ უნდა გვასწავლონ ჯანსაღი ჩვევები და ამასთანავე, უნდა ზრუნავდნენ სტომატოლოგების მიმართ დადებითი განწყობისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.
სასურველია, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სპეციალისტთან დაიგეგმოს არა უკვე არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, არამედ მას ჰქონდეს პროფილაქტიკური ხასიათი. სტომატოლოგისა და ბავშვის პირველ კონტაქტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული – ის არა მხოლოდ პირის ღრუს დაავადებების პრევენციას უზრუნველყოფს, არამედ ქმნის უსაფრთხოების განცდას და ემოციურად გვამზადებს მომავალი ვიზიტებისთვის.
პროფილაქტიკური ვიზიტების პერიოდულობა
აუცილებელია, გარკვეული პერიოდულობით დავგეგმოთ პროფილაქტიკური ვიზიტები. როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკში რეკომენდებულია, რომ ექიმს ყოველ 6-12 თვეში ერთხელ ვეწვიოთ. ეს საშუალებას აძლევს სპეციალისტს, დროულად დააფიქსიროს ნებისმიერი ცვლილება, შეძლოს პრობლემის ადრეული დიაგნოსტიკა და დაიწყოს მკურნალობა, შესაბამისად, თავიდან აგვაცილოს მოსალოდნელი გართულებები.
აღსანიშნავია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი რეგულარული ვიზიტებისგან ფინანსების გამო იკავებს თავს. თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ გართულებული შემთხვევების მკურნალობა, საბოლოო ჯამში, გაცილებით მეტი გვიჯდება, რასაც თან პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესებაც ერთვის.
თუკი ეძებთ პროფესიონალთა გამოცდილ გუნდს, რომელიც იზრუნებს არა მხოლოდ სტომატოლოგიური პრობლემების პროფილაქტიკაზე, არამედ ნებისმიერი სიმწვავის გართულების მკურნალობაზეც, ეწვიეთ სტომატოლოგიურ კლინიკა „პრიმეროს“. კლინიკა 12 წელია, პაციენტების დიდი ნდობით სარგებლობს და მათ მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რომელთა შორისაა ქირურგია, პაროდონტოლოგია, ორთოპედია, ორთოდონტია, იმპლანტაცია და გნათოლოგია. აგრეთვე, კოსმეტიკური ხასიათის სერვისები, როგორებიცაა კბილების გათეთრება და სხვა.
პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახლის პირობებში
ყოველდღიური ჩვევები და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა პირდაპირ აისახება არა მხოლოდ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობაზე, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზეც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული მოვლა:
- კბილების გაწმენდა – კბილები უნდა გაიწმინდოს დღეში მინიმუმ ორჯერ – დილას და საღამოს, ძილის წინ. გამოიყენეთ თქვენი საჭიროებების შესაბამისი კბილის ჯაგრისი (რბილი ან საშუალო სიმკვრივის) და ფთორის შემცველი კბილის პასტა, რომელიც იცავს ემალს და ამცირებს კარიესის განვითარების რისკს
- სწორი ტექნიკა – წმენდა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში. ჯაგრისი კბილებზე გადაატარეთ რბილი, წრიული მოძრაობებით, რათა ეფექტიანად მოაშოროთ ნადები და არ დააზიანოთ ღრძილები
- დამატებითი ჰიგიენა – ჯაგრისი სათანადოდ ვერ ასუფთავებს კბილებს შორის სივრცეებს, ამიტომ რეკომენდებულია კბილის ძაფის (floss) ან ინტერდენტალური ჯაგრისების გამოყენება
- ღრძილების მოვლა – ჯანმრთელი ღრძილები პირის ღრუს ჯანმრთელობის საფუძველია. სისხლდენის, სიწითლის ან მგრძნობელობის დროს მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში კი - სტომატოლოგთან კონსულტაცია
- კვების კონტროლი – შეზღუდეთ შაქრის შემცველი საკვები და სასმელები. სასურველია, რაციონში იყოს ბოჭკოვანი, მყარი საკვებიც (მაგ., ბოსტნეული, ხილი), რომელიც ხელს უწყობს კბილების ბუნებრივ წმენდას
- ჰიდრატაცია და ნერწყვის როლი – საკმარისი წყლის მიღება ხელს უწყობს ნერწყვის გამომუშავებას, რაც ბუნებრივად იცავს კბილებს ბაქტერიებისგან და ამცირებს კარიესის განვითარების რისკს
გახსოვდეთ, პირის ღრუს ჯანმრთელობა ყოველდღიური ზრუნვის, სწორი ჩვევებისა და რეგულარული კონტროლის შედეგია. ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებაში ასევე დაგეხმარებათ სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმერო“. ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომრებზე: 597 268 787 ან 596 268 787.
R