რობოტული ქირურგია – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინოვაციური მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რობოტული ქირურგია – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინოვაციური მეთოდები

ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან არ ყოფილა, ის კონსოლიდან მართავდა სისტემას, ხედავდა ქსოვილებს ათჯერ გადიდებით და მოქმედებდა მილიმეტრული სიზუსტით. ამ დღიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ ის შესაძლებლობა, რაც ადრე მხოლოდ ევროპული ან ამერიკული კლინიკების შემთხვევაში იყო ხელმისაწვდომი.

ცვლილება მოულოდნელად არ განხორციელებულა. ათობით წლიანი პროფესიული მუშაობა, ათასობით ოპერაცია, საერთაშორისო კვლევები, და სტიპენდიები – ამ ყველაფრის უკან საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოში აღიარეული უროლოგი და ონკოუროლოგი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი დგას.

წლების განმავლობაში, ქართველი პაციენტებისთვის ისეთი რთული ონკოლოგიური ჩარევა, როგორებიცაა, პროსტატის, თირკმლის ან შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევაში, ავტომატურად საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ მკურნალობას ნიშნავდა. ამასთან ერთად, ენობრივ ბარიერს, სახლიდან მოშორებით ყოფნას, ფსიქოლოგიურ სტრესსა და ხარჯებსაც, რომლებიც ოპერაციის ფასს ხშირად სამჯერ-ოთხჯერ აჭარბებდა.

არსებობდა ამგვარი ტექნოლოგიის ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორი და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი – ჯილდო, რომელიც მას პროსტატის კიბოს კვლევის მიმართულებით გამორჩეული მიღწევებისთვის გადაეცა. 30 წელზე მეტია, გერმანიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ავსტრიის, აშშ-ის წამყვანი კლინიკების გამოცდილებით მუშაობს.

ის ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია 1996 წლიდან, ამერიკის – 2010 წლიდან, ხოლო მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კი – 2018 წლიდან. ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიანტი, ჟურნალ European Urology-ს ყოფილი რეცენზენტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ორჯერ გამარჯვებული.

2017 წელს დააარსა “საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია” და დღემდე მისი პრეზიდენტია. ათ წელზე მეტი გაატარა მსოფლიოს ლიდერ კლინიკებში ბონში, მალმოში, ბერლინში, ვენაში, ნაიმეგენში, ფლორიდაში, ჩინეთში. სწორედ ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად იმ პროექტს, რომელსაც დღეს „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" ჰქვია.

რობოტული ქირურგიის დანერგვა არ ნიშნავდა მხოლოდ ძვირადღირებული სისტემის შეძენას. ამას წინ უძღოდა სისტემატური, ეტაპობრივი მომზადება. კლინიკაში ჯერ დაინერგა მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი – უახლესი ტექნოლოგია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენს კლინიკაში. ის ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით 300%-ით გაუმჯობესებულ გამოსახულებას უზრუნველყოფს. პროცედურა არის სწრაფი და ხელმმისაწვდომი. შემდეგ – Focal One, პროსტატის კიბოს ფოკალური თერაპია, რომელიც სიმსივნურ კერებს ანადგურებს ორგანოს შენახვით. შემდეგ ტრანსპერინეული ფიუჟენ-ბიოფსია, შტორცის კენჭის დაშლის ცენტრი და ა.შ. ყოველი ეტაპი ლოგიკური ნაბიჯი იყო ბოლო, ყველაზე მასშტაბური გარდატეხის მიმართულებით.

9 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, Toumai – მეოთხე თაობის რობოტული სისტემა, რომელიც 2025 წლის ლიდერია ტელეოპერაციების მიმართულებით, და ექიმთა გუნდი, რომელიც სპეციალურად მომზადდა ჩინეთის ტრენინგ-ცენტრებში, კოლეგ-ქირურგების მხარდაჭერით შვედეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან.

ორ წელიწადში, ევროპის ბევრ ცენტრში „წარმატებულ პროგრამად" მიჩნეული 100-ოპერაციანი ზღვარი კვარტალში გადაილახა. დღეს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი საქართველოსა და კავკასიაში ერთადერთი ადგილია, სადაც რობოტული ქირურგია სრულფასოვნად ფუნქციონირებს პაციენტებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან და შეერთებული შტატებიდანაც კი.

ქირურგი კონსოლიდან ყველა მოძრაობას მართავს, რობოტი კი მის ბრძანებას ახორციელებს ისე, როგორც ამას ადამიანის ხელი ვერ შეძლებდა: კანკალის გარეშე, 360-გრადუსიანი ბრუნვით, 3D ხედვით, იქ, სადაც ლაპარასკოპია ფიზიკურად ვეღარ შეაღწევს.

Toumai-ს სისტემას ემატება ტაქტილური უკუკავშირი – ქირურგი არა მხოლოდ ხედავს, არამედ „გრძნობს" ქსოვილის წინააღმდეგობას. ეს დეტალი პრაქტიკაში გადამწყვეტია: ის ნიშნავს, რომ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ოპერაციის შემდეგ პაციენტის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, მაქსიმალურად დაცულია.

პრაქტიკული შედეგი პაციენტისთვის ნაკლები ტკივილი და სისხლის თითქმის ნულოვანი დანაკარგია. ოპერაცია, რომელიც ღია მეთოდით ორთვიანი რეაბილიტაციას საჭიროებდა, ამ მეთოდის შემთხვევაში აღარაა რელევანტური.

ცენტრის სპეციალიზაცია ფართოა. ონკოუროლოგია – პროსტატის, თირკმლისა და შარდის ბუშტის სიმსივნეები ძირითადი მიმართულებაა, სადაც რობოტული ქირურგია განსაკუთრებით ეფექტიანია: ონკოლოგიური სიზუსტე და ფუნქციური ორგანოს შენარჩუნება ერთ ოპერაციაში.

განსაკუთრებით საყურადღებოა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა – ოპერაცია, სადაც ნაწლავის ფრაგმენტისგან სხეულის შიგნით, ყოველგვარი გარე განაკვეთის გარეშე, ახალი ორგანო ყალიბდება. ამ ოპერაციას ამერიკელი ონკოუროლოგების მხოლოდ 9% ახორციელებს. ქარაზანაშვილის ცენტრი მას კავკასიაში პირველად და ახლა უკვე რეგულარულად ნერგავს.

ამასთან, ტარდება თირკმლის შემანარჩუნებელი ოპერაციები (7 სანტიმეტრამდე ზომის სიმსივნეების ჩათვლით), გინეკოლოგიური ჩარევები საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მიომების დროს, კოლორექტალური ქირურგია – ყველა ის მიმართულება, სადაც სიზუსტესა და მინიმალურ ტრავმას პაციენტის მომავლის ხარისხზე უდიდესი გავლენა აქვს.

300-ზე მეტი ოპერაცია 2 წელიწადში, უცხოელი პაციენტების 10–15%-იანი წილი მზარდი ტენდენციით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან და აშშ-დან, მოხსენებები ევროპის, ამერიკის, ლონდონის, ედინბურგის, მადრიდის, სტრასბურგის, ერევნისა და ბაქოს კონგრესებზე, სადაც საქართველოს გამოცდილებას საერთაშორისო კოლეგებიც ეზიარებიან. – ეს კლინიკის სანდოობას ადასტურებს.

R