„ნიშნავს თუ არა ჯანმოს გადაწყვეტილება ახალ პანდემიას?“ - ყველაფერი ებოლას ახალი აფეთქების შესახებ
„ებოლას ახალი ქვეტიპი, 134 გარდაცვლილი და აშშ-ის მოქალაქე ბერლინის კლინიკაში“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ებოლას ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რამაც საზოგადოებაში ახალი პანდემიის შიში გააჩინა. თუმცა, სპეციალისტები გვამშვიდებენ, რომ განგაში ნაადრევია - ვირუსი ამ ეტაპზე აფრიკის ორ ქვეყანას არ გასცდენია. მიუხედავად ამისა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საყურადღებო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას: მიმდინარე ეპიდაფეთქებას ებოლას ისეთი ქვეტიპი იწვევს, რომლის წინააღმდეგაც არსებული ვაქცინები და მედიკამენტები უძლურია. რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება, როგორ გადადის და რა მასშტაბებს მიაღწია მან კონგოსა და უგანდაში, წაიკითხეთ ინფექციონისტის საგანგებო მიმოხილვაში
- ებოლა ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს. რამდენიმე დღის წინ ჯანმომ ებოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რამაც ბევრი შეაშფოთა. თუმცა, ცხადია, ჯანმოს ეს განცხადება არ ნიშნავს პანდემიას, ვირუსის გავრცელება აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანას არ გასცდენია.
- სიმპტომებია:
- ცხელება,
- ძლიერი საერთო სისუსტე,
- კუნთების და თავის ტკივილი,
- გულისრევა და ღებინება,
- გამონაყარი,
- მძიმე შემთხვევებში სისხლდენა სხვადასხვა ორგანოდან,
- თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.