პაციენტის სასწრაფო მანქანაში გადმოყვანიდან ძალიან მალე, ტკივილების ინტენსივობამ პიკს მიაღწია - მშობიარობა სასწრაფოს ბრიგადამ წარმატებულად მიიღო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წამებში მიღებული გადაწყვეტილება და მაქსიმალური ქულა ახალშობილს: როგორ მიიღო გორის მე-4 ბრიგადამ მშობიარობა მანქანაში

გორის მე-4 ბრიგადის მორიგეობა მოულოდნელი გამოწვევით დაიწყო: დაუზუსტებელი მისამართის გამო, ექიმი ნინო მეტრეველი თავად დაუკავშირდა პაციენტის ახლობლებს.

როგორც გაირკვა, ქალაქის მიმდებარე დასახლებიდან სამშობიარო ბლოკისკენ მიმავალ გზაზე, ორსული ქალბატონის მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტის სასწრაფო მანქანაში გადმოყვანიდან ძალიან მალე, ტკივილების ინტენსივობამ პიკს მიაღწია. ექიმის თქმით, ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, ბავშვი კლინიკამდე მისვლამდე არ მოიცდიდა, ამიტომ ბრიგადამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო: მშობიარობა პირდაპირ მანქანაში დაეწყოთ

- საღამო იყო, როდესაც გორის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადა გამოძახებაზე გავიდა.ვინაიდან მისამართი დაზუსტებული არ იყო, ექიმი ნინო მეტრეველი თავად დაუკავშირდა ზარის ინიციატორს და როგორც გაირკვა, პაციენტი, ორსული ქალბატონი ქალაქის მიმდებარე დასახლებიდან ოჯახის წევრს საკუთარი მანქანით მოჰყავდა.

saswrafo-daxmareba-1779099304.jpg

ბრიგადის წევრების მიერ სწრაფად მოხდა პაციენტის სასწრაფოს მანქანაში გადმოყვანა. ჰოსპიტალიზაციის პროცესის დაწყებიდან ძალიან მალე მშობიარეს ტკივილი მოემატა და როგორც ექიმი ნინო მეტრეველი იხსენებს, ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ქალი მალე იმშობიარებდა და გზის გაგრძელებას და კლინიკამდე მისვლას ვეღარ შეძლებდნენ.

ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს - მანქანაში მშობიარობის მიღება.რამდენიმე წუთში, ბრიგადის დახმარებით, ფიზიოლოგიურად დაიბადა ჯანმრთელი ბიჭუნა. ახალშობილი მაქსიმალური ქულით შეფასდა. ახალგაზრდა დედისთვის ეს მეორე შვილია.ექიმი ნინო მეტრეველი, ექთანი ნანა იჩქითი, მძღოლი მამუკა(უჩა) ხალიშვილი - FB „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.