ეპიდაფეთქება ბორდოში: რა საფრთხეს წარმოადგენს ნოროვირუსი და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა საქართველოში?
1700-ზე მეტი ადამიანი იზოლაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გემზე მწვავე გასტროენტერიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მასობრივად გავრცელდა. რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსზე, რომელიც ასე ადვილად გადამდებია და ხშირად ხდება ეპიდაფეთქებების მიზეზი დახურულ სივრცეებში.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, რომ ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი.
ისევ კრუიზი და ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელება - ამჟამად ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით. . ვირუსი დაფიქსირდა 49 ადამიანში. გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული მგზავრი. დანარჩენი მგზავრები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ახლახან იმათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, გემის დატოვების უფლება მისცეს.
ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი. გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისათვის.
ეს არ არის ახალი ვირუსი. გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში.