მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

დიდი ხანია ცნობილია, რომ ვაშლი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი უჯრედისის ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ ეს არ არის ამ ხილის ერთადერთი ღირსება. ფლორიდის უნივერსიტეტში ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვაშლის დიეტა ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას და მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას, რაც საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.

გამოკვლევის მონაწილე 45-დან 65 წლამდე ასაკის 80 ქალს შესთავაზეს, ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ეჭამათ 75 გ შავი ქლიავი, 80-ს კი - 75 გ ანტონოვკის ჩირი. ყველა ქალს ჯერ ექსპერიმენტის დაწყების წინ, მერე კი 3, 6 და 12 თვის თავზე სისხლი აუღეს. ანალიზის საბოლოო შედეგებმა სპეციალისტები ცოტა არ იყოს გააკვირვა. აღმოჩნდა, რომ ქალებმა, რომლებიც ვაშლს მიირთმევდნენ, ნახევარ წელიწადში 1,5 კგ დაიკლეს, შესამჩნევად დაუქვეითდათ ცუდი ქოლესტერინისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული ბიოლოგიური მარკერის დონე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვაშლში შემავალი პექტინი და პოლიფენოლების ნაერთი, რომლებსაც მოცვი, ჩაი და მწარე შოკოლადიც შეიცავს, ასტიმულირებს სისხლში ცხიმების დაშლას და აქრობს სისხლძარღვთა კედლის ანთებას, რის შედეგადაც მცირდება სწორედ გულის დაავადებების განვითარების რისკი.

შეიქმნა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო ახალი მოწყობილობა

ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდი მცირე ზომის ტექნოლოგიურ მოწყობილობას ეფუძნება. ხელსაწყო ზომით არ აღემატება ასანთის კოლოფს. ის გამოსცემს ინფრაწითელ სხივებს, რომლებიც ადუნებენ და აფართოებენ გულიდან თავის ტვინისკენ მიმავალ საძილე არტერიებს. სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის გაზრდა კი დაავადების განვითარებას აფერხებს. მოწყობილობის გამოყენებისას ორგანიზმში იზრდება აზოტის ოქსიდის დონე, რაც თავის მხრივ სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს.

კანიდან ორგანიზმში შეჭრილი ინფრაწითელი სხივები აპროვოცირებენ განსაკუთრებული ფერმენტის - მიტოქონდრიული ციტოქრომა - ოქსიდაზის - გამომუშავებას. სწორედ ეს ნივთიერება უწყობს ხელს აზოტის ოქსიდის წარმოქმნას. მოწყობილობა გამოდის პლასტირის სახით, რომელშიც გამოსხივების მიკროსკოპული წყაროა ჩამონტაჟებული. პლასტირი ეწებება კისრის მიდამოში, სადაც საძილე არტერიები კანის ზედაპირთან ახლოს გაივლის. ახალი მეთოდის ხანგრძლივი ეფექტი ჯერჯერობით შეუსწავლელია.

ცნობილი გახდა ჩვილთა უეცარი სიკვდილის მიზეზი

მეცნიერები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ ახალშობილთა უეცარი სიკვდილის მიზეზი ყლაპვის რეფლექსის მოშლა და ამით გამოწვეული სუნთქვის შეწყვეტაა. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში უეცარი სიკვდილის სინდრომით ყოველწლიურად სამასამდე ბავშვი იღუპება.

მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან დღენაკლული ახალშობილები, მუცელზე მწოლიარე და თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვები, თუმცა საბოლოოდ მაინც დაუდგენელია, რა იწვევს პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვის სიკვდილს ძილის დროს.

ახლახან ჩატარებული გამოკვლევა საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის პროვოცირებას ახდენს კავშირის დარღვევა თავის ტვინის ორ უბანს შორის. ტვინის ეს ორი უბანი, ჩვეულებრივ, კოორდინირებულად მუშაობს და სუნთქვით და ყლაპვით რეფლექსებს აკონტროლებს. ამ რეფლექსებს დიდი მნიშვნელობა აქვს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ვინაიდან მათ საკვების ამოქაფება ახასიათებთ. როდესაც მოზრდილ ადამიანს აღებინებს და სასუნთქი გზები ეხშობა, ამ დროს სუნთქვა სულ რამდენიმე წამით წყდება, რაც მოზრდილი ადამიანისთვის საშიში არ არის, ახალშობილისთვის კი ეს რეფლექსი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით - სუნთქვის ხანგრძლივი შეწყვეტის შემთხვევაში.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ რეფლექსთან დაკავშირებული ნერვული აქტივობის განსაზღვრის გზით გაიგებენ, რა აიძულებს ბავშვის ტვინს, ხანგრძლივად შეაჩეროს სუნთქვა.