ეთიოპიაში 35 წლის ქალმა ერთდროულად ხუთ ჯანმრთელ ჩვილს მისცა სიცოცხლე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

1 შანსი 55 მილიონიდან: 12-წლიანი უშვილობის შემდეგ ქალმა ერთდროულად ხუთი შვილი გააჩინა

12-წლიანი დამღლელი და უშედეგო მცდელობების შემდეგ, ის სრულიად ბუნებრივი გზით დაორსულდა.

მაისის დასაწყისში ეთიოპიაში, „ჰივოტ ფანას“ სპეციალიზებულ საავადმყოფოში, უნიკალური სამედიცინო შემთხვევა დაფიქსირდა: ადგილობრივმა ქალმა, ნანატრი დედობის 12-წლიანი მოლოდინის შემდეგ, რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური განაყოფიერების (ინ-ვიტრო) გარეშე, ხუთი ტყუპისცალი გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სასწაულებრივი ორსულობა და ჩვილების მდგომარეობა

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, მუჰამედ ნურ აბდულაჰის თქმით, ბუნებრივი გზით ხუთი ნაყოფის ჩასახვის შანსი დაახლოებით 1-ია 55 მილიონიდან.

ახალშობილები ქვეყნიერებას გეგმური საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინნენ. თითოეულის წონა 1,3-დან 1,4 კილოგრამამდე მერყეობს, რაც, ექიმების შეფასებით, სრულფასოვანი და ჯანსაღი განვითარების ძალიან მაღალ შანსს იძლევა.

თავად 35 წლის ბედრია იხსენებს, რომ ექოსკოპიურ გამოკვლევებზე ექიმები მხოლოდ ოთხ ნაყოფს ხედავდნენ. შესაბამისად, მეხუთე ბავშვის დაბადება ოჯახისთვის მოულოდნელი, თუმცა უზომოდ სასიხარულო შოკი აღმოჩნდა. პატარებს ნაიფი, ამარი, მუნზირი, ნაზირა და ანსარი დაარქვეს.

სასოწარკვეთის წლები და მომავლის იმედი

ამ ბედნიერ წუთებამდე ქალი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა, რადგან თანასოფლელები მის უშვილობას გამუდმებით განიხილავდნენ. მართალია, ბედრიას მეუღლე — რომელსაც წინა ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს — ცდილობდა მის გამხნევებას, მაგრამ საზოგადოების გაკიცხვით გამოწვეული ტკივილის გამო, ქალი წლების განმავლობაში გაურბოდა ხალხთან ურთიერთობას.

ვინაიდან ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო ნატურალური მეურნეობაა, ბედრიას უჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეძლებენ ამხელა ოჯახის გამოკვებას, თუმცა ადგილობრივი თემისა და მთავრობის დახმარების დიდი იმედი აქვს.

„12 წელი ტანჯვაში გავატარე, ხალხს ვემალებოდი და გამუდმებით ვლოცულობდი. მხოლოდ ერთ ბავშვს ვითხოვდი, ღმერთმა კი ხუთი მაჩუქა. ის, რაც წარსულში გადავიტანე, ახლა შორეულ სიზმრად მეჩვენება, რომლის გახსენებაც აღარ მსურს“, - ამბობს მრავალშვილიანი დედა.