რატომ ირჩევენ ექსპერტები Alcon IQ ბროლს: „ოფთალმიჯის“ 30-წლიანი გამოცდილება და ხარისხის სტანდარტი
ექსპერტული ხედვა: რატომ Alcon-ის პრემიუმ ბროლი?
ხშირად პაციენტები გვეკითხებიან: „თუ ყველა ბროლი მხედველობას აბრუნებს, რატომ არის Alcon IQ უალტერნატივო?“ პასუხი მის სახელშივეა IQ Image Quality - რაც, გამოსახულების უმაღლეს ხარისხს ნიშნავს.
- მხედველობა ნებისმიერ განათებაზე: სტანდარტული ბროლებისგან განსხვავებით, IQ ბროლი „ჭკვიანი“ დიზაინისაა. ის პაციენტს საშუალებას აძლევს, მკაფიოდ დაინახოს არა მხოლოდ მზის შუქზე, არამედ შებინდებისას ან ხელოვნურ განათებაზეც. ეს ნიშნავს, რომ საღამოს ტელევიზორის ყურება თუ ქუჩაში სიარული ისეთივე უსაფრთხო და კომფორტული ხდება, როგორც დღისით.
- „ბუნებრივი ფილტრი“ თქვენი თვალისთვის: ამ ბროლს აქვს სპეციალური ყვითელი ფილტრი, რომელიც ზუსტად იმეორებს ადამიანის ჯანსაღი, ახალგაზრდა ბროლის თვისებებს. ის იცავს თვალის ფსკერს მავნე ლურჯი სხივებისგან (ტელეფონი, კომპიუტერი) და მზის რადიაციისგან, რაც ასაკოვან ადამიანებში მხედველობის შენარჩუნების გარანტიაა.
- Alcon-ის ბროლი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც იდეალურად ეგუება ორგანიზმს. ის არ იბინდება და არ იცვლის თვისებებს ათწლეულების მანძილზე.
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“ კატარაქტით დაავადებული პაციენტებისთვის პირველადი უფასო კონსულტაცია დაიწყო. ეს ინიციატივა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველგვარი ფინანსური ბარიერის გარეშე მიიღონ ზუსტი დიაგნოსტიკა და დარგის წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციები.
კლინიკა „ოფთალმიჯმა“ ბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა, როდესაც მსოფლიო წამყვან ბრენდ Alcon-თან პარტნიორობით, პაციენტებს შესთავაზა ალკონის პრემიუმ IQ ბროლები სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფ. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის როლი, რომლის დაფინანსებითაც ალკონის ბროლების გამოყენება კიდევ უფრო ფართო მასებისთვის გახდა შესაძლებელი. ფონდი აქტიურად ეხმარება იმ ასაკოვან პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ დაზღვევა ან შესაბამისი ფინანსური სახსრები. ფონდის დახმარებით ხდება ოპერაციის სრული დაფინანსება ან სხვაობის დაფარვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
„ჩვენ შევძელით შეგვექმნა მოდელი, სადაც უმაღლესი ხარისხი ყველასთვის ხელმისაწვდომია, Alcon-ის პრემიუმ ბროლი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში - ეს არის ჩვენი პასუხი პაციენტების საჭიროებებზე,“ - განმარტავენ კლინიკაში.

ინოვაციების ეკოსისტემა
“ოფთალმიჯი” დღეს მულტიფუნქციური ცენტრია, სადაც:
- გამოიყენება Zeiss, Alcon და Bausch & Lomb-ის ბოლო თაობის აპარატურა.
- ხელმისაწვდომია Smile Pro - მხედველობის ლაზერული კორექციის უსწრაფესი და უმტკივნეულო მეთოდი.
- ხორციელდება ბადურის, გლაუკომისა და რქოვანის რთული ოპერაციები, მათ შორის რქოვანის ტრანსპლანტაცია, საერთაშორისო პროტოკოლებით.
„დააბრუნე ცხოვრება ფოკუსში“ - ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს არის დაპირება, რომელსაც „ოფთალმიჯი“ ყოველდღიურად ასრულებს.
კლინიკა „ოფთალმიჯის“ შესახებ:
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ 1996 წელს პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის მიერ დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ოფთალმოლოგიური ცენტრია. სამი ათწლეულის მანძილზე კლინიკა ინოვაციების სათავეში დგას - სწორედ აქ დაინერგა პირველად რქოვანის გადანერგვა და კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია. კლინიკა აღჭურვილია ISO-სტანდარტის ინფრასტრუქტურით და პაციენტებს სთავაზობს მკურნალობის სრულ სპექტრს: Smile Pro ლაზერული კორექციიდან, კატარაქტის პრემიუმ იმპლანტაციამდე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სრულად ფინანსდება.
R