გავრცელებული მითები და რეალობა პრობიოტიკებზე - ინტერვიუ ოჯახის ექიმ-ენდოკრინოლოგ თამარ გოდერიძესთან
დღეს ჯანმრთელობაზე საუბარი უკვე წარმოუდგენელია ნაწლავის მიკრობიომის ხსენების გარეშე. ის პატარა, მაგრამ ძლიერი სამყაროა ჩვენს სხეულში, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მონელებაზე, არამედ იმუნიტეტზე, კანის მდგომარეობაზე, მეტაბოლიზმზე და ჩვენს განწყობაზეც კი.
მიუხედავად იმისა, რომ პრობიოტიკების გამოყენება სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება, მათ შესახებ ჯერ კიდევ უამრავი მცდარი წარმოდგენა არსებობს. სწორად შერჩეული პრობიოტიკი კი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
რა გავრცელებული მითები გვხვდება პრობიოტიკებზე და რა არის რეალობა, რომელი პრობიოტიკული ბრენდია გამორჩეული დღეს სამედიცინო პრაქტიკაში? კითხვებზე პასუხობს ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების ხარისხის ექსპერტი თამარ გოდერიძე:
- მითია, თუ რეალობა, რომ პრობიოტიკები მხოლოდ საკვების მონელებისთვისაა?
მითია, რადგან ჩვენი წვრილი და მსხვილი ნაწლავი შეიცავს მილიარდობით „კარგ“ ბაქტერიას, რომელსაც პრობიოტიკებს ვუწოდებთ. მეცნიერებამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ეს ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ფუნქციებში, მათ შორის: მონელებაში, საკვები ნივთიერებების ათვისებაში, იმუნიტეტის გაჯანსაღებაში, მეტაბოლიზმში, კანის ჯანმრთელობაში, კოგნიტურ ფუნქციებში თუ სხვა. მსოფლიოს სხვადასხვა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში ქვეყნდება მრავალი კლინიკური კვლევა, რომელიც ადასტურებს ჯანსაღი მიკრობიომის მნიშვნელობას და პრობიოტიკების როლს მის აღდგენაში.
როდესაც ნაწლავის ბაქტერიების ბალანსი ირღვევა, პირველ რიგში, ჩნდება მონელების პრობლემები - აირები, შებერილობა, დიარეა ან შეკრულობა. თუ ეს მდგომარეობა დროულად არ გამოსწორდა, დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს: საკვების აუტანლობა და სხვა ალერგიული გამოვლინებები, კანის პრობლემები, განწყობის დარღვევები (მაგ. დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა), წონის მატება და მეტაბოლიზმის დარღვევა და სხვა.
- მითია, თუ რეალობა, რომ ჯანმრთელ ადამიანს დამატებით პრობიოტიკები არ სჭირდება?
თანამედროვე ცხოვრების წესი ხშირად აზიანებს მიკრობიომს. ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ტიპის და ხშირად გადამუშავებულ საკვებს, ბევრ შაქარსა და მარტივ ნახშირწყლებს, ვართ სტრესის ქვეშ, ხშირად ვიღებთ ანტიბიოტიკებს, ტოქსინებს წყლიდან და ჰაერიდან. ეს ყველაფერი ანადგურებს კარგ ბაქტერიებს და მავნე მიკროორგანიზმების ზრდას უწყობს ხელს.
მაღალი ხარისხისა და სწორად შერჩეული პრობიოტიკი კი ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის აღდგენასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
- მითია თუ რეალობა, რომ პრობიოტიკები მხოლოდ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება?
მართლაც მნიშვნელოვანია პრობიოტიკების ჩართვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, რადგან ანტიბიოტიკები ანადგურებენ როგორც ცუდ, ისე კარგ ბაქტერიებს. ამ დროს პრობიოტიკის მიღება ამცირებს დისბიოზისა და დიარეის რისკს, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, ეხმარება ბალანსის აღდგენას. ანტიბიოტიკოთერაპიისას პრობიოტიკით მხარდაჭერა მმნიშვნელოვანია, მაგრამ მიკრობიოტას მხოლოდ ანტიბიოტიკი არ აზიანებს. მასზე ასევე მოქმედებს სხვა მედიკამენტებიც, სტრესი, დაუბალანსებელი კვება, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. ამიტომ პრობიოტიკული მხარდაჭერა მხოლოდ ანტიბიოტიკებით დაზიანებული ფლორის დროს არ გამოიყენება.
- მითია, თუ რეალობა - ნატურალური იოგურტი, მჟავე კომბოსტო და კომბუჩა საკმარისია ნაწლავური ბალანსისთვის?
აღნიშნული პროდუქტები კარგია, მაგრამ არსებობს რამოდენიმე პრობლემა: ხშირად, მათში გამოყენებული ბაქტერიები არ არის ადამიანური (ბუნებრივი) წარმოშობის, ისინი არ „დასახლდებიან“ ნაწლავში და ორგანიზმიდან მალევე გამოიდევნებიან. ხშირად უკვე მიღების პროცესში ბაქტერიები სიცოცხლის უუნაროა ან მათ ანადგურებს კუჭის მჟავე გარემო. მართალია, ნაწილი აღწევს ნაწლავამდე, მაგრამ მოქმედება მაინც შეზღუდულია. მაღალი ხარისხისა და სწორად შერჩეული პრობიოტიკი, დანამატის სახით, რა თქმა უნდა, თუ მის მიღებას საჭიროება მოითხოვს, ბევრად ეფექტურია.
- მითია თუ რეალობა, რომ რაც მეტია ბატქერიების რაოდენობა - CFU, მით უკეთესია ეს ორგანიზმისთვის?
დიდი რაოდენობა ავტომატურად უკეთესს არ ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანია: სწორად შერჩეული შტამები, მათი კომბინაცია/სინერგია, მიწოდების ეფექტურობა, მეცნიერული და კლინიკური მტკიცებულებები, საერთაშორისო სტანდარტები.
- მითია, თუ რეალობა, რომ ყველა პრობიოტიკი ერთნაირია?
მითია, რადგან თითოეული პრობიოტიკური შტამი განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში. საუკეთესო შედეგს იძლევა სხვადასხვა სპეციალური შტამის კომბინაცია. კვლევები აჩვენებს, რომ მრავალშტამიანი პრობიოტიკები ბევრად ეფექტურია, ვიდრე ერთშტამიანი. ასევე მნიშვნელოვანია შტამების სწორად შერჩევა, მათი ერთად ტესტირება/სინერგია, მიწოდების ტექნოლოგია. თანამედროვე ფორმულები, მაგალითად ფხვნილის ფორმა, სპეციალური ტექნოლოგიები, გააქტიურების მეთოდები, რომელიც აუმჯობესებს ცოცხალი ბაქტერიების გადარჩენას.
- რომელ პრობიოტიკულ ბრენდს გამოყოფდით ამ მიმართულებით?
დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე გამოვყოფდი ომნი-ბიოტიკს. ეს არის ავსტრიული პრობიოტიკული ბრენდი, რომელიც ევროპაში N1 პოზიციას იკავებს, ასევე მსოფლიო პრობიოტიკული ბაზრის ლიდერია.

მისი მწარმოებელი გახლავთ ავსტრიული მიკრობიომის კვლევის კომპეტენციის ცენტრი „AllergoSan”, რომელიც კვლევებსა და მეცნიერებაზეა ორიენტირებული. ომნი-ბიოტიკის პროდუქცია მისდევს თანამედროვე მიკრობიომული მედიცინის ტენდენციას, მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებზე და მიზნობრივი, თანამედროვე ფორმულებით არის წარმოდგენილი. ეს სამედიცინო საზოგადოებას გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა პაციენტს მოვარგოთ კონკრეტულად მის საჭიროებაზე მორგებული მაღალი სტანდარტის დანამატი. ომნი-ბიოტიკის პროდუქციის უკან დგას კლინიკური კვლევები, მეცნიერება, მაღალი სტანდარტები და რეპუტაცია, რაც ჩვენთვის, კლინიცისტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია.

ბოლოს ვიტყვი, რომ საკვები დანამატების მიღება ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, რაც ყველა ადამიანისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
R