ალერგოლოგი და ბავშვთა კარდიოქირურგი თქვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ - პროექტი „მკურნალი“ განახლებული ფორმატით ბრუნდება
გადაცემაში ექსკლუზიური სტუმრები, წამყვანი ექიმები და სამედიცინო სფეროს სიახლეები .
"მკურნალი"პალიტრაზე - თქვენი ჯანმრთელობის გზამკვლევი საშუალება გაქვთ, დაუსვათ შეკითხვა სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს, როგორც mkurnali.ge-ს საიტზე კომენტარების ველში, ასევე ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე პოსტის კომენტარებში.
თქვენს შეკითხვებს პასუხები "პალიტრანიუსის“ სატელევიზიო ეთერით გადაცემა “მკურნალში” გაეცემა, პასუხები ასევე განთავსდება mkurnali.ge-ზე. იაქტიურეთ, საინტერესო ადამიანთან შეკითხვის დასმის საშუალება გეძლევათ. პირველი ეთერისთვის ორი ძალიან აქტუალური მიმართულება შევარჩიეთ. თქვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს ორი სპეციალისტი:
ალერგოლოგი - ბიძინა კულუმბეგოვი და თორნიკე სოლოღაშვილი ბრიუსელიდან - ბავშვთა კარდიოქირურგი