5 შეცდომა, რომელიც კაპტოპრილის მიღებისას არ უნდა დაუშვათ
არტერიული ჰიპერტენზიის მართვა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, თუმცა საქართველოში პაციენტები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, განსაკუთრებით კი ისეთი პრეპარატის გამოყენებით, როგორიცაა კაპტოპრილი.
მიუხედავად მისი სწრაფი მოქმედებისა, არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა არა მხოლოდ შეამციროს თერაპიული ეფექტი, არამედ ორგანიზმს დამატებითი ზიანიც მიაყენოს.
რატომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად, როგორ იწვევს ის გემოვნების შეცვლას და რა კავშირი აქვს კაპტოპრილს გახანგრძლივებულ ხველასთან? ექიმი გიორგი ღოღობერიძე იმ 5 კრიტიკულ შეცდომაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისთვის, ვინც ამ მედიკამენტს წნევის მოსაწესრიგებლად იყენებს.

„საქართველოში კაპტოპრილს სვამს თვითნებურად ძალიან ბევრი ადამიანი და უშვებს ამ 5 ძალიან შეცდომას“ - ამ სიტყვებით იწყებს საუბარს კლინიკური ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე თავის ვიდეომიმართვაში და იმ 5 შეცდომაზე საუბრობს, რომელიც ამ პრეპარატის მიღებისას არ უნდა დაუშვათ
- კაპტოპრილი არასოდეს უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. როცა თქვენ საკვებს მიიღებთ და ამ დროს დალევთ კაპტოპრილს, არტერიული წნევის დასაქვეითებლად, საკვების მიღება მის შეწოვას შეამცირებს 40%-ით. რაც ნიშნავს,რ ომ წამალს დალევთ და გექნებათ მოლოდინი წნევა დაიწევს, მაგრამ არ დაიწევს. კაპტოპრილი უნდა დალიოთ საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ორი საათის შემდეგ.
- კაპტოპრილი მოქმედებას იწყებს ძალიან სწრაფად, მაგრამ მისი მოქმედება ხანმოკლეა, გრძელდება 4-6 საათი. ამიტომ არის რომ ექიმებს არ გვიყვარს, რადგან მისი მიღება პაციენტს უწევს დღეში ორჯერ-სამჯერ. ამიტომ როცა პაციენტი თვითნებურად დალევს დილას პრეპარატს და იმედი აქვს, რომ წნევა დაუწევს მთელი დღის განმავლობაში ასე არ არის.
- კაპტოპრილი ჩვენს ორგანიზმში კალიუმის დაგროვებას იწვევს. როდესაც ადამიანი სვამს კაპტოპრილს, სისხლში კალიუმის შემცველობა იზრდება. ამ პერ5იოდში კალიუმით მდიდარი პროდუქტების მიღება კარგი არ არის. უნდა მოერიდოს ბანანის, ისპანახის და ავოკადოს მირთმევას, რადგან ამ პროდუქტებში ისედაც ბევრია კალიუმი.
- როდესაც ადამიანი კაპტოპრილს სვამს, ჩვენს ორგანიზმში როგორც მაგნიტი, ისე მუშაობს თუთიის წინააღმდეგ, მას იკრავს, ამიტომ გემოვნების რეცეპტორებს თუთია აკლდება და ადამიანებს გემოს აღქმა ერღვევა. უჩნდება მეტალის გემოს შეგრძნება. დილის ყავას მისთვის მწარე გემო ექნება და ეს კაპტოპრილის დამსახურება იქნება.
- კაპტოპრილის ფონზე, პაციენტების 10-15 პროცენტს ეწყება ხველა. ზოგს ჰგონია, რომ ქრონიკული ბრონქიტი აქვს, სინამდვილეში ეს კაპტოპრილის დამსახურებაა. მისი მიღებისას ფილტვებში გროვდება ბრადიკინინი და სუბსტანცია P. ესენი აღიზიანებენ მგრძნობიარე ნეიორონებს და ადამიანს ეწყება ხველა. ეს ხველა არ გაივლის თუ ექიმს არ ეტყვით და მედიკამენტს არ შეგიცვლით.