მეცნიერებმა მხედველობისა და სმენის გამააქტიურებელი ტვინის იმპლანტი შექმნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ნაწილობრივ აღუდგინეს მხედველობა უსინათლო პაციენტს - ამბები ტვინის იმპლანტებზე

ესპანეთის მიგელ ერნანდესის უნივერსიტეტის მეცნიერის ედუარდო ფერნანდესის ხელმძღვანელობით მეცნიერებმა ნაწილობრივ აღუდგინეს მხედველობა უსინათლო პაციენტს. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Brain Communications

მკვლევარებმა 65 წლის უსინათლო მამაკაცს გაუკეთეს 4x4 მმ მასივის იმპლანტი, რომელიც შეიცავდა 100 მიკროელექტროდს. ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ, წინასწარი გამოკვლევების შედეგების მიხედვით, პაციენტმა აღნიშნა მხედველობის მნიშვნელოვანი აღდგენა. მან შეძლო სინათლისა და მოძრაობის გარჩევა. მამაკაცის მხედველობის ფუნქცია და სიმახვილე თანდათან გაუმჯობესდა მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში. ეს ყველაფერი მოხერხდა ელექტროსტიმულაციის ინტენსიური კურსის წყალობით.

ექვსი თვის შემდეგ, მამაკაცის ბინოკულარული მხედველობა 23-ჯერ გაიზარდა. მარცხენა თვალში მხედველობა 19-ჯერ, ხოლო მარჯვენაში - 15-ჯერ გაუმჯობესდა. პაციენტმა შეძლო ფორმების, დიდი ასოების და სიტყვების გარჩევა და დანახვა. როგორც ამბობენ, მან უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სიმყარე მოიპოვა თავის მოძრაობებში და მისი აღდგენილი მხედველობა საკმარისი იქნება ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

თუმცა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა მიმდინარე კლინიკური კვლევის ნაწილია. მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, დასძინეს მეცნიერებმა.

მეცნიერებმა მხედველობისა და სმენის გამააქტიურებელი ტვინის იმპლანტი შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ტვინის იმპლანტი, რომელსაც შეუძლია გრძნობის სხვადასხვა ორგანოს, მაგალითად, მხედველობის ან სმენის გააქტიურება.

რამდენადაც ცნობილია, შეიქმნა სამი ნეიროჩიპი, რომლებიც საჭიროა მხედველობის, სმენის ან ნევროლოგიური დარღვევების აღსადგენად.

უსინათლოებისათვის მოამზადეს ორი მოწყობილობისგან შექმნილი სისტემა: შიდა ნაწილი (იმპლანტი) და გარეთა (კამერა და მიკროკომპიუტერი ტვინში გამოსახულების გადასაცემად). მოწყობილობა გარესამყაროს დანახვის საშუალებას მისცემს როგორც სრულად უსინათლო პაციენტებს (მათ შორის მათაც, ვისაც თვალები არ აქვს), ისე იმ ადამიანებსაც, რომელთაც ნაწილობრივ აქვთ მხედველობა შენარჩუნებული.

სმენადაქვეითებულებისა და სმენის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის მიკროჩიპი ტვინს ეხორცება. მოწყობილობის მეორე მცირე ზომის მიკროფონიანი მოწყობილობა თავსდება უშუალოდ ყურის შიგნითა ნაწილში (ლოკოკინაში, სადაც ნერვული დაბოლოებებია განთავსებული).

მესამე ნეიროიმპლანტი დაეხმარება სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის მქონე ადამიანებს, როგორებიცაა ტურეტის სინდრომი, პარკინსონის დაავადება – ტრემორით ან ქრონიკული ტკივილის სინდრომით.

მოცემული მომენტისათვის მოწყობილობა ცხოვ­ელებზე კვლევის ბოლო სტადიას გადის (ის დატესტეს მაიმუნებზე). ყველა ექსპერიმენტი წარმატებული იყო და 2024 წლისთვის მეცნიერები მოწყობილობის მოხალისეებზე გამოცდას გეგმავენ.