როგორ აბედნიერებენ ძაღლები ჩვენს ცხოვრებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მიზეზი, თუ რატომ აბედნიერებენ ძაღლები ჩვენს ცხოვრებას

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს სახლში ძაღლის ყოლა ადამიანის ცხოვრებაზე, ბრაიტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა გამოკითხეს ძაღლების პატრონები.

კვლევის მონაწილეებს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში Qualitative Research in Psychology, დაუსვეს შემდეგი კითხვები:

  • „როგორ გრძნობთ თავს, როდესაც თქვენს ძაღლს ხვდებით?“
  • „ძაღლთან თქვენი ურთიერთობის რომელი ასპექტი მოგწონთ ყველაზე მეტად?“
  • „შეგიძლიათ აღწეროთ თქვენსა და თქვენს ძაღლს შორის ურთიერთობა?“

პასუხების ანალიზმა აჩვენა, რომ ძაღლის ყოლის სარგებელი შეიძლება დაიყოს ხუთ კატეგორიად.

1. ყოველდღიური რუტინა

რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ძაღლის მოვლის, სეირნობის, კვების და თამაშის ყოველდღიური რუტინა ეხმარებოდა მათ ცხოვრების სტრუქტურირებაში, რუტინის დამკვიდრებასა და დაცვაში.

დილის გასეირნება განსაკუთრებით ღირებული იყო ამ მხრივ.

გარდა ამისა, შინაური ცხოველების მოვლის რუტინა ადამიანების ცხოვრებას აზრს სძენდა, რაც მათ სრულყოფილს ხდიდა. მაგალითად, გამოკითხვის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „უზარმაზარ კმაყოფილებას მანიჭებს იმის დანახვა, რომ ძაღლმა კარგად ისეირნა, ჭამა და ბედნიერი იყო“.

2. განწყობის ამაღლება

ძაღლები პოზიტივის წყაროები არიან, სასიამოვნო გრძნობებს იწვევენ მათ პატრონებში და ამაღლებენ მათ განწყობას. გამოკითხვის მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ ძაღლები ეხმარებიან მათ მოდუნებასა და განტვირთვაში. „მხოლოდ აწმყოში ყოფნა, ძაღლთან ჯდომა და მისი მოფერება საკმარისია ყველა თქვენი პრობლემის დასავიწყებლად“.

3. უპირობო სიყვარული

გამოკითხვის მონაწილეებმა ძაღლებთან ემოციური კავშირი აღწერეს, როგორც გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ კომპანიონთან ურთიერთობა. ადამიანები თავიანთ ძაღლებს ოჯახის წევრებად, და-ძმებად ან ჩვილებად აღიქვამენ, რომლებზეც ზრუნვაა საჭირო.

ეს ემოციური როლი აჩვენებს ადამიანებსა და ძაღლებს შორის ღრმა კავშირს. პატრონებს და მათ შინაურ ცხოველებს უპირობოდ უყვართ ერთმანეთი, ისეთებად, როგორებიც არიან, სანაცვლოდ რაიმეს მოთხოვნის გარეშე.

აი, როგორ აღწერა ერთმა მონაწილემ თავისი ურთიერთობა ძაღლთან: „ჩემი ძაღლი ჩემს პატარა ბავშვს ჰგავს... საოცარია, რამდენად უკავშირდებით ცხოველს და როგორ კარგად გესმით ერთმანეთის... ძაღლმა ისწავლა ჩვენთან კომუნიკაცია, იცის, როგორ გვითხრას, რა სურს და, იცით, ზოგჯერ საკუთარი თავსაც კი უნდა შეახსენოთ: ეს ხომ ცხოველია“.

4. ახალი მეგობრების შეძენა

ძაღლის პატრონები არა მხოლოდ შინაურ ცხოველებთან ამყარებენ კავშირს - ძაღლის ყოლა ეხმარება მათ სხვა ადამიანებთან, მაგალითად, ძაღლის პატრონებთან, ურთიერთობის დამყარებაში. ძაღლები აერთიანებს ადამიანებს და აძლიერებს მათ შორის კავშირებს.

5. „ეს სტრესულია, მაგრამ ღირს“.

რესპონდენტებმა აღიარეს, რომ ძაღლის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. ლეკვების წვრთნა იქნება ეს თუ შინაური ცხოველის მოვლა ავადმყოფობისა და სიბერის დროს, ძაღლთან ცხოვრება შეიძლება ძალიან სტრესული იყოს.

თუმცა, სირთულეების მიუხედავად, მონაწილეები თანხმდებიან, რომ სარგებელი აჭარბებს ნაკლოვანებებს. როგორც ერთმა რესპონდენტმა თქვა, „ეს ზოგჯერ ემოციური ატრაქციონია, მაგრამ ღირს“.