რომელი ფრენები გაუქმდა და როდემდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფორმაცია გაუქმებული ფრენების შესახებ

ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე, ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ დაბისა და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებებიდან 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით.

ამასთანავე, პრევენციის მიზნით, Wizz Air 72 საათის განმავლობაში აუქმებს საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით.

ავიაკომპანია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ კავშირშია ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, მათ შორის – საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან, უსაფრთხოების ორგანოებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ოპერაციული გადაწყვეტილებები რეგულარულად გადაიხედება, ხოლო ფრენების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ვითარების შემდგომი განვითარების შესაბამისად.

მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება Wizz Air-ის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.ავიაკომპანია აცნობიერებს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს და მადლობას უხდის მგზავრებს გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

დაზარალებულ მგზავრებს ავიაკომპანია პირდაპირ დაუკავშირდება და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელმისაწვდომი ალტერნატივების შესახებ.

რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:

  • თელ-ავივი - 7 რეისი;
  • შარჟა - 2 რეისი;
  • დუბაი - 3 რეისი;
  • დოჰა - 3 რეისი;
  • აბუ-დაბი - 1 რეისი;
  • ქუვეითი - 1 რეისი;

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.

წყარო bpn.ge