დაჯილდოვება
დაჯილდოების ოფიციალურმა გალა ცერემონიამ ერთ სივრცეში გააერთიანა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკები, ექიმები, ჯანდაცვის სექტორის პროფესიონალები და დარგის ლიდერები.
„Med Award“ წლის შემაჯამებელი სამედიცინო დაჯილდოებაა, რომლის მთავარი მიზანია ჯანდაცვის სფეროში მაღალი ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების წარმოჩენა, წარმატებული სამედიცინო სერვისებისა და ინოვაციური პრაქტიკების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ჯანდაცვის სისტემის როლის ხაზგასმა.
დაჯილდოება საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული სანდოობა და მაღალი ღირებულება შესძინა.

ხმის მიცემის პროცესი 18 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. გამარჯვებულები 21 თებერვალს, ოფიციალურ გალა ცერემონიაზე გამოვლინდნენ.
ხმის მიცემა თითოეული ნომინანტისთვის მინიჭებულ უნიკალურ ნომერზე დარეკვით იყო შესაძლებელი. ნომინაციებში გაიმარჯვეს იმ სამედიცინო დაწესებულებებმა და ექიმებმა, რომლებმაც საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

ხმის მიცემის პროცესი სრულად გამჭვირვალედ წარიმართა, რაც შედეგების ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობას უზრუნველყოფდა.
სამედიცინო დაჯილდოება „Med Award“ პლატფორმა Georgian Awards-ის ორგანიზებით ჩატარდა და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
Georgian Awards-ის დამფუძნებელმა, ნატალია დოლიძე-მ, ღონისძიების დასასრულს აღნიშნა, რომ „Med Award“-ის მესამედ ჩატარება ადასტურებს მის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ქვეყნისთვის. მისი განცხადებით, მსგავსი მასშტაბის დაჯილდოება არა მხოლოდ პროფესიონალების აღიარებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს სამედიცინო სექტორის განვითარებაში, მოტივაციას აძლევს ექიმებსა და კლინიკებს, დანერგონ ინოვაციური მიდგომები და მუდმივად იზრუნონ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

როგორც ნატალია დოლიძემ აღნიშნა, „Med Award“ უკვე იქცა პლატფორმად, რომელიც აერთიანებს სფეროს ლიდერებს, ამყარებს პროფესიულ სოლიდარობას და ხელს უწყობს საზოგადოების ნდობის გაძლიერებას ჯანდაცვის სისტემის მიმართ. მისი თქმით, ღონისძიების ყოველწლიური ჩატარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის.
R