მეცნიერებმა ტვინში მადის „გამომრთველი“ აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ტვინში მადის „გამომრთველი“ აღმოაჩინეს

მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა თაგვებში აღმოაჩინეს ნეირონების ქსელი, რომელიც ფაქტობრივად „აქრობს“ შიმშილის გრძნობას მას შემდეგ, რაც ცხოველი საკვების სუნს იგრძნობს. მაგრამ ეს მექანიზმი არ მუშაობს მსუქან თაგვებში. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature Metabolism“.

  • მკვლევარებმა აღმოაჩინეს ნერვული უჯრედების ახალი ჯგუფი თავის ტვინის მედიალურ ძგიდეში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ყნოსვის ბოლქვს - სუნის დამუშავების პირველ კვანძს. როგორც კი თაგვი საკვების არომატს იჭერს, ნეირონები აქტიურდებიან და იწვევენ გაჯერების შეგრძნებას. ამავდროულად, გემო და სუნი, რომელიც არ ასოცირდება საკვებთან, თავისთავად არ იწვევს ამ რეაქციას.

„სავარაუდოდ, ეს არის ევოლუციური მექანიზმი“, - განმარტა კვლევის ავტორმა ჯენის ბალკმა. „თაგვს, რომელიც სწრაფად ჭამს და გარბის, ველურ ბუნებაში მეტი შანსი აქვს, მტაცებელმა არ დაიჭიროს“.

მაგრამ მსუქან თაგვებს შორის ეს მექანიზმი გამორთულია: საკვების სუნი არ ააქტიურებს ნეირონებს და ისინი აგრძელებენ ნორმალური რაოდენობით ჭამას. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სიმსუქნემ შეიძლება დაარღვიოს ყნოსვის სისტემა - ნეირონების ახალი ჯგუფის ჩათვლით.

ადამიანებსაც აქვთ ეს ნეირონები. უფრო მეტიც, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ გარკვეული სუნი ჭამამდე ამცირებს მადას - მაგრამ მხოლოდ გამხდარი ადამიანების შემთხვევაში. მსუქან ადამიანებში სუნი, პირიქით, ზრდის შიმშილის გრძნობას. ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა ახსნას რატომ.

„ახლა ვიცით, რომ ყნოსვა მთავარ როლს თამაშობს მადის რეგულირებაში. და თუ საკვების სუნი ზოგიერთ ადამიანში დანაყრებას იწვევს, ზოგში კი არა, ეს ნიშნავს, რომ ჭარბად ჭამისგან თავის არიდებასთან დაკავშირებული მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს“, - დასძინა კვლევის ხელმძღვანელმა, სოფი სტეკულორუმმა.

რა პროცესები ხდება ორგანიზმში შიმშილობის დროს

შიმშილობა ადამიანისთვის სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს. ამ დროს ძლიერდება ადრენოკორტიკო-ტროპული ჰორმონის, კატექოლამინების, გლუკაგონის,

გლუკოკორტიკოიდებისა და ვაზოპრესინის სეკრეცია. ჩამოთვლილი ჰორმონები ააქტიურებენ ლიპაზას - ცხიმების დამშლელ ფერმენტს - და ხელს უწყობენ ცხიმოვანი ქსოვილიდან ცხიმების მობილიზებას. ამ დროს სისხლში ცხიმები გადადის ძირითადად თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების სახით, რომელთაც შეუძლიათ, ორგანიზმი რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმარისი ენერგიით უზრუნველყონ. ნორმალური წონის ადამიანს "ენერგეტიკული ცხიმის" დაახლოებით 9 კგ-მდე მარაგი აქვს.

შიმშილობის დროს სისხლში ქვეითდება გლუკოზის შემცველობა, რაც იწვევს ინსულინის გამოყოფის შემცირებას და გლუკაგონის სეკრეციის გაძლიერებას. გლუკაგონის გავლენით ღვიძლში გლიკოგენი იშლება, წარმოიქმნება გლუკოზა და, როგორც ამბობენ, ცხიმები ნახშირწყლების ალში იწვის.

შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობის ერთ-ერთი მიზეზია. შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება. იშვიათდება სუნთქვა. შიმშილობის მეორე პერიოდში რესურსების ეკონომია სითბოს გაბნევის შემცირებას განაპირობებს, ვითარდება კანის შედარებითი იშემია (სისხლნაკლებობა) და კანთან ერთად ეცემა მთელი სხეულის ტემპერატურა.

შიმშილობის პირველ დღე-ღამეს ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიის 80%-ით უზრუნველყოფს. მხოლოდ 10-15% მოდის ცხიმების წილად. 12-24 საათის შემდეგ ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის მარაგი ილევა და ამ ხნის შემდეგ ღვიძლისა და კუნთების ენერგეტიკულ მოთხოვნილებას თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს. შიმშილობის მესამე დღე-ღამეს ორგანიზმი ენერგიის 30-40%-ს ცხიმების ჟანგვით იღებს, 40-60%-ს კი - ნახშირწყლების ჟანგვით. ლიპოლიზი, ცხიმების დაჟანგვის პროცესი, უმთავრესად შიმშილობის მე-2-მე-7 დღეებში დომინირებს. ტვინი ამ პერიოდში, ისევე როგორც შიმშილობამდე, ენერგეტიკული დანახარჯებისათვის ისევ გლუკოზას ან გლიკოგენურ ამინომჟავებს იყენებს.

თემის გაგრძელებას გაეცნით ბმულზე

https://mkurnali.ge/dietologia/5959-ra-procesebi-khdeba-organizmshi-shimshilobis-dros.html