რა მოხდება თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქორწინების წყალობით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს ქორწინება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე: 4 ფაქტი, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდით

კვლევის თანახმად, ეს გავლენა, სავარაუდოდ, დადებითი იქნება.

მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეუღლე ნამდვილად გიყვართ და მხარს გიჭერთ, დაგეხმარებათ ცხოვრებისეული გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევაში და არა ახალი გამოწვევებისსა და პრობლემების დამატებაში.

ასე რომ, აი, რა მოხდება თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქორწინების წყალობით.

1. თქვენი სისხლძარღვები და გული უკეთ იმუშავებს.

ბრიგემ იანგის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბედნიერად და სიყვარულით დაქორწინებულ ადამიანებს უფრო დაბალი არტერიული წნევა აქვთ, ვიდრე დაუქორწინებელ მათ თანატოლებს.

რაც შეეხება გულის დაავადებებს, მაშინაც კი, თუ ის ხდება (და ბედნიერ ქორწინებაში მყოფ ქალებს გულის შეტევის უფრო დაბალი რისკი აქვთ), გამოჯანმრთელების პროცესი უკეთესია და შედარებით სწრაფად მიმდინარეობს.

2. ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადი გახდებით

ბედნიერ და წარმატებულ ქორწინებაში მყოფი ადამიანები ნაკლებად განიცდიან სტრესს და უფრო სწრაფად უმკლავდებიან მას: საკუთარ პრობლემებზე საუბრის და უპირობო მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელს უწყობს ნებისმიერი სტრესის შემსუბუქებას და ფსიქოლოგიურად გაძლიერებას.

დაქორწინებულ ქალებს, მარტოხელა ქალებთან შედარებით, ნაკლებად აქვთ დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის განვითარების ალბათობა — მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკუთარ ქორწინებას ბედნიერად და წარმატებულად მიიჩნევენ.

3. დაქორწინებულ წყვილებში ალცჰაიმერის დაავადების რისკი შემცირდება

ნევროლოგები გვაფრთხილებენ: ხანდაზმული ადამიანების მესამედს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი ემუქრება. გსურთ შეამციროთ თქვენი შანსები? მაშინ დაქორწინდით: სტატისტიკურად, ეს 43%-ით შეამცირებს დაავადების განვითარების თქვენს პირად რისკს.

4. ონკოლოგიური დაავადებების განვითარების შემთხვევაში, რემისიის უფრო მაღალი შანსი გექნებათ.

სამწუხაროდ, ქორწინება არ მოქმედებს ონკოლოგიური დაავადების განვითარების შანსებზე, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას. ბოლო პერიოდში, ჟურნალში Cancer გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქორწინება ონკოლოგიური დაავადებების გამოჯანმრთელების შანსებს მამაკაცებისთვის 27%-ით და ქალებისთვის 19%-ით ზრდის. ეს, პირველ რიგში, იმით არის განპირობებული, რომ დაკვირვებულ მეუღლეებს შეუძლიათ კიბოს პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. ამავდროულად, მზრუნველი მეუღლეები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ რომ თავიანთი ოჯახის წევრი დროულად მივიდეს ექიმთან და ჩაიტაროს ყველა საჭირო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა. რაც გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.