ქიუენთი (QNT) - მეტი ენერგია, სწრაფი აღდგენა და მაქსიმალური ეფექტი
ენერგიის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის აღსადგენად თუ საერთო ტონუსის ასამაღლებლად გვჭირდება ადეკვატური რაოდენობის ცილა და განსაზღვრული ნუტრიენტები, რაც სრულფასოვანი და დაბალანსებული კვებით მიიღწევა.
ბევრი თანამედროვე ადამიანის რაციონი გადატვირთულია სწრაფი ნახშირწყლებითა და ცხიმებით, მაშინ როდესაც ხარისხიანი ცილის წილი მცირდება. რატომ ვერ აკმაყოფილებს ჩვენი რაციონი ცილის მოთხოვნას? ამის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და სრულფასოვანი კვებისთვის დროის უკმარისობა;
- ცილოვანი პროდუქტების ნაკლებობა ყოველდღიურ რაციონში, განსაკუთრებით – ინტენსიური ვარჯიშის ფონზე;
- დიეტური შეზღუდვები (წონის კლება, ვეგეტარიანული კვება და სხვ.);
- ცილის ათვისების ასაკობრივი შემცირება.
ამ პირობებში საუკეთესო გამოსავალი ცილოვანი დანამატებია.
როდის არის გამართლებული
ცილოვანი დანამატების მიზანი ტრადიციული კვების ჩანაცვლება არ არის. ეს დანამატები მნიშვნელოვანი დამხმარეა მათთვის, ვინც ვერ იღებს საკმარის ცილას საკვებიდან ან ვისი ფიზიოლოგიური მოთხოვნაც ჩვეულებრივზე დიდია. მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური აქტიურობისა და სპორტული დატვირთვის დროს, კუნთების აღდგენისა და რეაბილიტაციის პერიოდში, წონის კლებისას კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად, ასაკში და მაშინ, როცა სრულფასოვანი ცილოვანი კვება გაძნელებულია.
ცილოვანი დანამატები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებით გამოირჩევა - დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს, რაც გვაზღვევს ზედმეტი ჭამისგან და ამცირებს ტკბილეულის მიღების სურვილს დიეტის პერიოდში.
QNT - სწორი არჩევანი
როდესაც საუბარია კვებით დანამატებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი, შემადგენლობა და შესაბამისობა თანამედროვე ნუტრიციოლოგიურ სტანდარტებთან.
ქიუენთი (QNT – Quality Nutrition Technology) ბელგიური ბრენდია, რომელიც 1988 წელს დაარსდა და დღეს სპორტული კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ ევროპულ ლიდერად მიიჩნევა. მისი პროდუქცია 55-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და პოპულარულია როგორც პროფესიონალ ათლეტებს, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს შორისაც. QNT მკაცრად იცავს ევროკავშირის რეგულაციებს საკვები დანამატების შესახებ. პროდუქცია იწარმოება HACCP, ISO 9001 და GMP სტანდარტების შესაბამისად და ხშირად გადის ლაბორატორიულ შემოწმებას. ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ქიუენთის პროტეინის კოქტეილები სასიამოვნო დასალევიც არის.
ქიუენთის ცილოვანი პროდუქტები სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი: შრატის ცილა, იზოლატი, კაზეინი, ასევე – მცენარეული ცილები და ამინმჟავები, რომლებიც ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას, აუმჯობესებს მის ზრდას, უზრუნველყოფს კუნთების სწრაფ რეგენერაციას და ამცირებს მათ ტკივილს.
ქიუენთის სხვა პროდუქტები
ენერგია და გამძლეობა: ქიუენთის ასორტიმენტში შედის პროდუქტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგიის მომატებას და მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნებას, ვარჯიშის დროს ფიზიკური გამძლეობის გაზრდას, დაღლილობის შემცირებას და კონცენტრაციის ამაღლებას.
წონის კონტროლი და ცხიმის წვა: ეს ხაზი შექმნილია ცხიმოვანი ცვლის დასაჩქარებლად და მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი ხელს უწყობს ცხიმის მეტაბოლიზმს. ბევრი ცხიმის მწველი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც თრგუნავს შიმშილის გრძნობას, რაც დიეტის დაცვას აადვილებს.
ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი: მიზნად ისახავს იმუნური სისტემის მხარდაჭერას, ნერვული სისტემის გამართული ფუნქციობის უზრუნველყოფას, საერთო ჯანმრთელობისა და ტონუსის შენარჩუნებას.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი კვებითი დანამატის გამოყენებამდე ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება, ანამნეზის გათვალისწინება და, საჭიროებისამებრ, ექიმთან კონსულტაცია.
R

