რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს წყალმა, თუ უხარისხო მილებიდან მოვიხმართ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს წყალმა, თუ უხარისხო მილებიდან მოვიხმართ?

ხშირ შემთხვევაში კი მისი წყარო კი უხარისხო მილებია, რომელიც რეაქციაში შედის წყალთან და იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიებისა და სოკოების გასამრავლებლად, ყველაზე მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება, მიკროპლასტიკით დააბინძუროს ის.

მიკროპლასტიკის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა დაკავშირებულია ჰორმონალურ დისბალანსთან, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან, რეპროდუქციული სისტემის დარღვევებთან და ზოგიერთი ტიპის სიმსივნეებთან. ბავშვების შემთხვევაში ორგანიზმში პლასტიკის, ტყვიისა და მსგავსი მინარევების მოხვედრა იწვევს განვითარების შეფერხებას და მათ შორის კოგნიტიური უნარების დაქვეითებას.

დეტალურად განვიხილოთ, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას უხარისხო მილებიდან მოხმარებულმა წყალმა, რა ტიპის მილებია ყველაზე უსაფრთხო და რა ვითარებაა საქართველოში ამ კუთხით:

  • 1980-იან წლებამდე მსოფლიოს მასშტაბით ძირითადად იყენებდნენ ტყვიის მასალისგან დამზადებულ მილებს, რომელსაც სასმელი წყლის ტოქსიკური მეტალებით დაბინძურება შეუძლია. მისი სულ მცირე დოზით მოხვედრაც კი საფრთხისშემცველია ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რადგან ნევროლოგიური დაზიანებისა და განვითარების შეფერხების გამოწვევა შეუძლია.
  • ათეულობით წელი ასევე აქტიურად გამოიყენებოდა სპილენძის მილები, რომლებიც ტყვიის მსგავსად, რეაქციაში შედის წყალთან, აბინძურებს მას. ასეთი წყლის მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში თირკმლის დაზიანებას იწვევს.
  • PVC და პლასტიკის სხვა მასალებისგან დამზადებული მილები - დროთა განმავლობაში პრაქტიკამ და კვლევებმა დაადასტურა, რომ სასმელი წყლისთვის მაღალი ხარისხის პლასტიკის მილები ყველაზე უსაფრთხო და გამძლეა. აღსანიშნავია, რომ სასმელი წყალი ტოქსიკური მინარევებით პლასტიკის მილმაც შეიძლება დააბინძუროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გამოყენებამდე ლაბორატორიულად შემოწმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დამონტაჟდეს ქსელში.
  • გალვანიზებული ფოლადი - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალისგან დამზადებული მილები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის მიწოდებისთვის, წყლის გასატარებლად საფრთხისშემცველია. გალვანიზებული ფოლადი დროთა განმავლობაში ჟანგდება, შედეგად კი წყალს აბინძურებს რკინითა და ბაქტერიებით, რაც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ჯანმრთელობას საფრთხე შეიძლება შეუქმნას როგორც უხარისხო ქსელიდან მიწოდებულმა წყალმა, ასევე სახლში, ჩვენ მიერ დამონტაჟებულმა მილებმა, მით უფრო, რომ ექსპერტების განმარტებით, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პლასტმასის მილების 80% დაბალი ხარისხისაა და საეჭვო მინარევებს შეიცავს. სახელმწიფო კი არც იმპორტიორებს და არც მომხმარებლებს ლაბორატორიულ შემოწმებას არ ავალდებულებს.

უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით მეტ დეტალზე საუბრობენ პოლიეთილენის მილების ქართული საწარმო „პოლიმერი 1-ში“, სადაც განმარტავენ, რომ წყლის მილები მხოლოდ P100 მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ის შეუცვლელია როგორც უსაფრთხოებით, ისე გამძლეობით.

589660587-945378167816634-8483485582270540702-n-1768560621.jpg

P100 მასალისგან დამზადებული მილები

P100-ისგან დამზადებული მილების გამოყენებით მომხმარებლები იღებენ ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო პროდუქტს, კომპანიები კი გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგავენ თანხას, რადგან მისი დაზიანების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. მილი უძლებს სხვადასხვა გარემო პირობებს, წყლის მაღალ წნევას, მისი ექსპლუატაციის ვადა 55 წელია.

„პოლიმერი 1-ში“ განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, კომპანიამ ქვეყანაში უკვე წლებია, დანერგა ხარისხის მაღალი სტანდარტი და სრულ შესაბამისობაში ევრორეგულაციებთან, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოში არც მომხმარებელია ინფორმირებული დაბალი ხარისხის მილების საფრთხეებთან დაკავშირებით და არც სახელმწიფოს მხრიდან არ იკვეთება მზაობა, რომ პროდუქცია გადამოწმდეს. მათივე თქმით, ქსელის ნაწილში კვლავ გამოიყენება გადაუმოწმებელი შემადგენლობის მილები, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

4d70926c-1943-45b4-9101-557b56455060-1768560635.jpg

P100 მასალისგან დამზადებული მილები

რომ შევაჯამოთ, თუ წყლის მილს თავად ვარჩევთ, რეკომენდებულია გადავამოწმოთ, არის თუ არა ის მხოლოდ P100 მასალისგან დამზადებული, ქსელების შემოწმება და უსაფრთხო მასალებით ჩანაცვლება კი უკვე დიდი კომპანიების კეთილი ნებაა. ამასთან მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხი სახელმწიფო დონეზეც განიხილებოდეს.