რა ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა გულის შეტევისა და ინსულტის რისკის ახალი მარკერი აღმოაჩინეს

რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს ადამიანი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, მით უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების რისკი, აცხადებენ კაროლინსკას ინსტიტუტის მეცნიერები. ერითროციტების, ანუ სისხლის წითელი უჯრედების ცვლილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Diabetes.

ცნობილია, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აქვთ გულის შეტევისა და ინსულტის მომატებული რისკი და ეს რისკი იზრდება ავადმყოფობის ყოველი წლის განმავლობაში. მეცნიერებმა ადრე აჩვენეს, რომ ერითროციტებს - სისხლის წითელ უჯრედებს - შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სისხლძარღვთა ფუნქციონირებაზე დიაბეტის დროს. ახლა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადების ხანგრძლივობა გადამწყვეტია.

კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც ცხოველური მოდელები, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები. მათ აღმოაჩინეს, რომ ხანგრძლივი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსა და თაგვებში ერიტროციტები იწყებენ სისხლძარღვების ფუნქციის პირდაპირ დაზიანებას. ეს ეფექტი ახლად დიაგნოზირებულ პაციენტებში არ დაფიქსირებულა. თუმცა, შვიდი წლის დაკვირვების შემდეგ, მათმა სისხლის წითელმა უჯრედებმა (ერითროციტებმა) იგივე მავნე თვისებები შეიძინეს.

დამატებითმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ერითროციტებში მიკროRNA-210 დონის აღდგენამ გამოიწვია სისხლძარღვთა ფუნქციის გაუმჯობესება.

  • ეს მიუთითებს შესაძლო მექანიზმზე, რომელიც აკავშირებს ხანგრძლივ დიაბეტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვიტარების რისკის ზრდასთან.

„ჩვენს კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საყურადღებოა არა მხოლოდ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის არსებობა, არამედ ის, თუ რამდენ ხანს ცხოვრობს ადამიანი ამ დაავადებით. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იწყებენ ერითროციტები სისხლძარღვებზე დამაზიანებელი ეფექტის მოხდენას“, - განმარტა კვლევის ხელმძღვანელმა და კაროლინსკას ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა რიჩაო ჟოუმ.

ავტორები თვლიან, რომ სისხლის წითელ უჯრედებში (ერითროციტებში) მიკროRNA-210 შეიძლება გახდეს პერსპექტიული ბიომარკერი გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტების ადრეული გამოვლენისთვის. გუნდი ამჟამად მუშაობს ამ ინდიკატორის უფრო ფართო პოპულაციურ კვლევებში ტესტირებაზე. „თუ ჩვენ შევძლებთ მაღალი რისკის მქონე პაციენტების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას - სანამ სისხლძარღვთა დაზიანება შეუქცევადი გახდება - ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს გართულებების პრევენციისთვის“, - აღნიშნა თანაავტორმა და ასპირანტმა ეფტიჰია კონტიდუმ.

მკვლევარების თქმით, შედეგები ხაზს უსვამს არა მხოლოდ სისხლში შაქრის დონის მონიტორინგის, არამედ შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობის გათვალისწინების მნიშვნელობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასებისა და პაციენტის მონიტორინგის სტრატეგიების არჩევისას.