ფაგოთერაპია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ფაგოთერაპია და რატომაა მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან საბრძოლველად

თუმცა, ბოლო წლებში გამოიკვეთა სერიოზული პრობლემა - ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები ხდებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ის წამლები და პრეპარატები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად წარმატებულად გამოიყენებოდა, დღეს ნაკლებად ეფექტური ან სრულიად უშედეგოა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მიჩნეულია, რომ 2019 წელს მსოფლიოში 1.27 მილიონი ადამიანის სიკვდილი სწორედ ანტიმიკრობული რეზისტენტობით იყო გამოწვეული.

საბედნიეროდ, არსებობს გზა ამ გამოწვევასთან საბრძოლველად. ეს არის ფაგოთერაპია, ანუ ბატქერიოფაგების გამოყენება ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ.

რა არის ფაგოთერაპია

ფაგოთერაპია გულისხმობს ფაგების გამოყენებას ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად.

ბაქტერიოფაგები, ასევე ცნობილი როგორც ფაგები, მიეკუთვნებიან ვირუსებს. ჩნდება კითხვა, თუ ფაგები ვირუსებია, როგორ შეიძლება მათი გამოყენება ადამიანების ჯანმრთელობის სასარგებლოდ? ბაქტერიოფაგები წარმოადგენენ ისეთ ვირუსებს, რომელთა ერთადერთი სამიზნე ბაქტერიებია. ამასთან ერთად, კონკრეტულ ფაგს შესაბამისი ბაქტერული სამიზნე აქვს (მოქმედებს გარკვეული სახეობის ან შტამის ბაქტერიაზე).

ანტიბიოტიკებს არასპეციფიკური მოქმედება ახასიათებთ, რის შედეგადაც მავნე ბაქტერებთან ერთად ზიანდება ადამიანის ნაწლავებში ბინადარი “მეგობარი ბაქტერიებიც“ (ნაწლავების მიკრობიოტა), ამას კი ახალი პრობლემები მოჰყვება. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგები სპეციფიკურად მოქმედებენ - თითოეული ფაგი ვითარდება კონკრეტული ბაქტერიული საეხობის ან შტამის გასანადგურებლად. სწორედ ამ თვისების გამო, ფაგები მიმზიდველი ალტერნატიული გზაა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საკმურნალოდ.

ფაგები ეფექტურად ებრძვიან მრავალი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებს - მაშინ, როცა ყველა ანტიბიოტიკი უშედეგოა, ფაგებს შეუძლიათ ბაქტერიის განადგურება.

როგორ ხდება პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის შერჩევა

ფაგოთერაპია მრავალსაფეხურიანი პროცესია. იქიდან გამომდინარე, რომ ფაგები კონკრეტულ ბაქტერიებზე მოქმედებენ, პაციენტის ინფექციის მიხედვით უნდა შეირჩეს შესაბამისი ფაგი ან ფაგების კოქტეილი.

ფაგები სასიცოცხლო ციკლის მიხედვით 2 განსხვავებულ ტიპად იყოფა: ლიზური და ლიზოგენური ფაგები.

  • ლიზურ ფაგებს შეუძლიათ ბაქტერიის ინფიცირება და მათი უჯრედების „გახეთქვა“, რასაც ბაქტერიის სიკვდილი მოსდევს.

  • ლიზოგენურ ფაგებს შეუძლიათ ბაქტერიის ინფიცირება და საკუთარი დნმ-ის ბაქტერიულ დნმ-ში ინტეგრირება. გარკვეულ ეტაპზე, ფაგმა შეიძლება დაშალოს ბაქტერიის უჯრედი. იქიდან გამომდინარე, რომ ფაგისა და ბაქტერიის მემკვიდრული ინფორმაცია ინტეგრირებულია, ლიზოგენური ფაგით ინფიცირებული ბაქტერიის სიკვდილი შეიძლება არ იყოს საკმარისი ინფექციის შესაწყვეტად და უფრო მეტიც, შეიძლება ბაქტერიის ანტიმიკრობული რეზისტენტობის გენები უფრო მეტად გავრცელდეს.

სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, ფაგოთერაპიაში მხოლოდ ლიზური ფაგები გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ შესაბამისი ფაგის შერჩევის პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს.

მკურნალობის შერჩევისათვის საჭირო საფეხურები:

  1. კლინიცისტები შესაბამის დაწესებულებაში აგზავნიან პაციენტის ისტორიას, ინფექციის დეტალებსა და ინფექციის ადგილიდან ახლად იზოლირებული ბაქტერიის ნიმუშს.
  2. იზოლირებულ ბაქტერიას აიდენტიფიცირებენ და ახასიათებენ (ირკვევა რომელი ანტიბიოტიკების მიმართ არის რეზისტენტული).
  3. იზოლირებულ ბაქტერიაზე იტესტება ფაგების ბანკიდან ან გარემოს ნიმუშებიდან აღებული ფაგები, ფაგის ლიზური აქტივობის შემოწმების მიზნით.
  4. პროდუქტიული ფაგები იზოლირდება, სუფთავდება, გადაიტანება შესაბამის სითხეში მათი კონცენტრაციის გასაზრდელად და კიდევ ერთხელ მოწმდება მათი სისუფთავე.
  5. შერჩეული ფაგები გადიან შემოწმების რამდენიმე საფეხურს, მათ ეფექტურ მოქმედებაში დასარწმუნებლად.
  6. შერჩეული ფაგი ან ფაგების კოქტეილი მიეწოდება პაციენტს და იწყება მკურნალობა. მკურნალობის განმავლობაში მნიშვნელოვანია მუდმივი მონიტორინგი ფაგების მოქმედების შესამოწმებლად. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ფაგი/ფაგების კოქტეილი ვერ უმკლავდება ინფექციას, უნდა შეირჩეს განსხვავებული ფაგები.

დღეს ფაგოთერაპიით შესაძლებელია ისეთი ინფექციების განკურნება, როგორიცაა:

  • საშარდე გზების ინფექციები (UTI)
  • ფილტვის ინფექციები
  • დამწვრობით გამოწვეული ჭრილობები
  • ბაქტერიემია
  • ცისტური ფიბროზის სასუნთქი გზების ინფექციები

საქართველოს როლი ფაგოთერაპიის განვითარებაში

ფაგების ტექნოლოგიისა და თერაპიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს. ამ სფეროში კვლევა და აღმოჩენები საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო. ამ მიმართულების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართველი და კანადელი მეცნიერების, გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის თანამშრომლობა. მათ ერთად დააფუძნეს ბაქტერიოფაგის პირველი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც აშენდა 1934 წელს და ის დღესაც ფუნქციონირებს. დღეს საქართველო აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

რაც შეეხება ფაგების საწარმოს, რომელიც ასევე ცნობილია ბიოქიმფარმის სახელით, მან 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ფუნქციონირება. ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა და მისმა კოლეგებმა დააარსეს მსოფლიოში პირველი, ბაქტერიოფაგებზე ორიენტირებული, ფარმაცევტული საწარმო. ამჟამად, ბიოქიმფარმი არის მსოფლიოში ფაგების პრეპარატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელი. მათი წარმოებული მედიკამენტები შეიცავენ სპეციალურად შერჩეულ ფაგებს, რომლებიც ანადგურებენ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებს.

ბაქტერიოფაგები და ადამიანები დიდი ხანია ერთად თანაცხოვრობენ, თუმცა დღეს, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პერიოდში, მათი გამოყენება სამეცნიერო და სამედიცინო მიზნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფაგოთერაპია გვაძლევს ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლის ბუნებრივად, მიზანმიმართულად და უფრო ეფექტურად გაგრძელების საშუალებას.

მარიამ ღვინეფაძე