რას ნიშნავს საზოგადოებრივი იმუნიტეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის საზოგადოებრივი იმუნიტეტი და რატომაა მნიშვნელოვანი

საზოგადოებრივი იმუნიტეტი, ფაქტობრივად, არის ინდივიდუალური იმუნიტეტის "გაგრძელება" და ის მოიცავს კოოპერატიულ, თანამშრომლურ ქმედებებს, ორგანიზებულ სტრუქტურებსა და ქცევით სტრატეგიებს პათოგენის გავრცელებისა და საზოგადოების წევრებს შორის ინფექციის რისკის შესამცირებლად.

საზოგადოებრივ იმუნიტეტში ბიოლოგიურ თავდაცვის მექანიზმთან ერთად, ინტეგრირებულია ბიჰევიორული, ესე იგი, ქცევითი იმუნური სისტემის კომპონენტები. ეს გულისხმობს ისეთ ფიზიოლოგიურ და ქცევით პასუხებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ინფექციის პოტენციური წყაროს ამოცნობა სხვადასხვა მანიშნებლით, იქნება ეს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუ არაჰიგიენური პირობები და შემდგომ, მათი თავიდან არიდება.

საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიძლება გამოიხატოს ისეთი ქცევებით, როგორებიცაა სოციალური დისტანცია, მზრუნველობა დაავადებულებზე, შესაბამისი ჰიგიენური ზომების მიღება და ვაქცინაცია. ამ ქცევების საბოლოო მიზანი პოპულაციაში პათოგენის გავრცელების შეზღუდვაა. საინტერესოა ისიც, რომ დაავადებული ადამიანების იზოლირებისა და სოციალური დისტანციის საპირისპიროდ, მჭიდრო სოციალური ურთიერთობებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში. კერძოდ, რაც უფრო ფართო და განსხვავებული სოციალური ურთიერთობები აქვს ადამიანს, მით უფრო გაძლიერებულია მისი ანტივირუსული იმუნური პასუხი. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მრავალი განსხვავებული სოციალური კავშირი უფრო ძლიერ იმუნურ სისტემას გვიყალიბებს. ეს არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის ფიზიოლოგიური ფორმა, რომელიც შესაბამისად არის ადაპტირებული და სოციალურ გარემოში სხვადასხვა პათოგენის მიმართ კონკრეტული იმუნური პასუხი შეუძლია აღძრას.

რატომ არის საზოგადოებრივი იმუნიტეტი მნიშვნელოვანი?

საზოგადოებრივი იმუნიტეტი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის წარმოადგენს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს, რომელსაც შეუძლია სოციალურ გარემოში მცხოვრები ინდივიდების ჯანმრთელობისა და გადარჩენის შანსების გაუმჯობესება.

ევოლუციური გადმოსახედიდან, საზოგადოებრივი იმუნიტეტი გვეხმარება დავაბალანსოთ ანთებითი და ანტივირუსული იმუნური პასუხები სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე. ანთებითი და ანტივირუსული პასუხები, თავის მხრივ, იმუნური პასუხის სხვადასხვა ტიპებს წარმოადგენენ და მოქმედებენ კონკრეტული დაავადების გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ სოციალური დისტანცირება და იზოლაცია ხელს უწყობს ანთებითი იმუნური პასუხის განვითარებას ფიზიკური საფრთხეების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადობის გამო. სოციალური ინტეგრაცია და ფართო ურთიერთობები კი ხელს უწყობს ანტივირუსული იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს თავის დაცვა მრავალი განსხვავებული ტიპის პათოგენის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივ იმუნიტეტზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ "ჯოგური იმუნიტეტი", რომელიც ადამიანებში წარმოადგენს ინფექციური დაავადებისგან არაპირდაპირი დაცვის საშუალებას. "ჯოგური იმუნიტეტი" ვითარდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კონკრეტული დაავადების მიმართ გამოიმუშავებს იმუნიტეტს, იქნება ეს ვაქცინაციის გზით თუ უშუალოდ დაავადების გადატანის შედეგად. როდესაც დაავადების მიმართ იმუნიტეტის მქონე მოსახლეობის რაოდენობა მიაღწევს გარკვეულ ზღვარს, დაავადების გავრცელება საგრძნობლად მცირდება ან სრულიად წყდება, რადგან პოპულაციაში ნაკლებად ვხვდებით სუსტ იმუნიტეტიან ადამიანებს. შესაბამისად, იქმნება ერთგვარი დამცველი ბარიერი ისეთი ინდივიდებისათვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებიათ იმუნიტეტი დაავადების მიმართ. ეს ზღვარი იცვლება დაავადების მიხედვით, მაგალითად, იმისათვის, რომ მოხდეს წითელას პრევენცია, მოსახლეობის 95% პროცენტს მის მიმართ უნდა გამოუმუშავეს იმუნიტეტი.

"ჯოგური იმუნიტეტი" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ისეთი წევრების დასაცავად, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ გარკვეული დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინის მიღება. ასეთ წევრებს წარმოადგენენ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების ან ალერგიის მქონე ადამიანები. “ჯოგური იმუნიტეტი“ საგრძნობლად ამცირებს საზოგადოებაში დაავადების გავრცელებას, რასაც თან სდევს დაბალი ინფექციისა და ჰოსპიტალიზაციის დონე.

რომელი ინფექციური დაავადებების მიმართ მოქმედებს "ჯოგური იმუნიტეტი"

"ჯოგური იმუნიტეტის" საშუალებით შესაძლებელია მრავალი ტიპის დაავადების პრევენცია ან მათი უფრო მარტივად განკურნება. ამ დაავადებებს მიეკუთვნება:

  • წითელა
  • წითურა
  • ყბაყურა
  • ჩუტყვავილა
  • პოლიომიელიტი
  • პნევმოკოკური დაავადებები

როგორ შევუწყოთ ხელი საზოგადოებრივი იმუნიტეტის შენარჩუნებას?

საზოგადოებრივ იმუნიტეტს საკმაოდ დიდი როლი აქვს ადამიანების ჯანმრთელობასა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. ეს შესაძლებელია რამდენიმე გზით:

  • ვაქცინაცია — ფართომასშტაბიანი იმუნიზაცია ხელს უწყობს "ჯოგური იმუნიტეტის" წარმოქმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ეპიდემიური აფეთქებების პრევენცია. ვაქცინაცია პრევენციის საშუალებას იძლევა დაავადების მიმართ მოწყვლადი ადამიანების შემცირებითა და დაავადების გადაცემის ჯაჭვის შეჩერებით. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ძლიერი იმუნიტეტი, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება კონკრეტული დაავადება.
  • ჰიგიენურობისა და სანიტარულობის დაცვა — ხელების რეგულარულად დაბანა, საჭირო დროს პირბადის ტარება და სუფთა გარემოს შენარჩუნება ხელს უშლის მავნე მიკრობების გავრცელებას.
  • სოციალური ქცევა — დაავადებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება, ეპიდემიის ან პანდემიის დროს სოციალური დისტანციის დაცვა და დაავადებულ ინდივიდებზე ზრუნვა ხელს უშლის პათოგენების ფართო გავრცელებას.
  • ცნობიერების ამაღლება — საინფორმაციო კამპანიები ხელს უწყობს საზოგადოებაში ისეთი ქცევის გავრცელებას, რომლითაც შემცირდება ინფექციის გავრცელების რისკი და ხელს შეუწყობს საზოგადოებას დროული ვაქცინაციისა და შესაბამისი მკურნალობის მიღებაში.
  • სოციალური ურთიერთობების გაძლიერება — პოზიტიური სოციალური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეუძლიათ იმუნური ფუნქციის ხელშეწყობა.

ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის სოციალურ იმუნიტეტს, რომელიც მოიცავს როგორც ბიოლოგიურ დაცვას, ისე სოციალურ თანამშრომლობას ადამიანებში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის.

ავტორი: მარიამ ღვინეფაძე