როგორია საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული ნიშნები
ბევრ ქალს მათი უგულებელყოფა ურჩევნია და, როგორც წესი, მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს მიაწერენ.
საშვილოსნოს ყელის კიბო ახალგაზრდა ქალებში კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ორი ქალი იღუპება მისგან. დაავადებას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან მისი სიმპტომები შეიძლება აგვერიოს ნაკლებად სერიოზულ პრობლემებში, როგორიცაა ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა ან დაღლილობა.
სისხლდენის გარდა, დაავადების ნიშნებია:
- უჩვეულო გამონადენი,
- სისხლი სქესობრივი კავშირის დროს,
- ტკივილი მუცლის არეში ან ბარძაყებს შორის.
ის ასევე შეიძლება გავრცელდეს ზურგის მიდამოში.
თუ ნიშნები ადრეულ სტადიაზეა ამოცნობილი, 5 წელზე მეტი ხნის გადარჩენის შანსი 95%-ია. ეს მაჩვენებელი 15%-მდე ეცემა, თუ კიბო გვიან სტადიაზე გამოვლინდება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება მარტივია. ექიმთან ვიზიტის დროს საკმარისია პაპ-ტესტის ჩატარება. ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა გოგონებს, როდესაც ისინი სექსუალურად აქტიურები ხდებიან, პირველად უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება.
ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არ გადადონ. დროულად მიმართონ ექიმს. არანაირმა საბაბმა არ უნდა შეაფერხოს ტესტირება.
და, რა თქმა უნდა, ღირს თქვენს ჯანმრთელობაზე ადრეულ ეტაპზე ზრუნვა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებით, რომელიც კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.