არასრულ სიბნელეში ძილი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სრულ სიბნელეში ძილი გულისთვის სასარგებლოა — კვლევა

შედეგებმა აჩვენა, რომ სინათლის მაღალი დონის ზემოქმედების ქვეშ ძილი დაკავშირებულია სტრესთან ასოცირებულ ტვინის აქტივობასთან, რომელიც იწვევს არტერიების ანთებას მთელ სხეულში. მსგავსი ანთება კი ზრდის გულის შეტევის და ინსულტის ალბათობას. კვლევის ავტორების თქმით, ღამით ხელოვნური სინათლის ზემოქმედების ზრდასთან ერთად, იზრდებოდა გულის დაავადების რისკიც.

კვლევაში მონაწილეობდა 466 ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც 2005-2008 წლებში ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოში PET/CT ტვინის სკანირება ჩაუტარდათ. მონაწილეთა საშუალო ასაკი 55 წელს შეადგენდა, ხოლო მათგან 43% მამაკაცი იყო. სკანირების დროს არცერთ მონაწილეს არ ჰქონდა გულის დაავადება ან კიბო. 10 წლის შემდეგ, კვლევის მონაწილეთა 17%-ს განუვითარდა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.

იმ სახლებში არსებული განათების პირობების შესაფასებლად, რომლებშიც მონაწილეები ცხოვრობდნენ, კვლევის ავტორებმა გამოიყენეს Suomi NPP თანამგზავრზე განთავსებული ხილული და ინფრაწითელი გამოსახულების რადიომეტრების კომპლექტის (VIIRS) მონაცემები. მონაწილეები, რომლებიც იმ რეგიონებში ცხოვრობდნენ, სადაც გარემო ან სოციალური სტრესორების დონე მაღალი იყო (მათ შორის ტრანსპორტის ხმაური), ღამის ხელოვნური განათებით გამოწვეული ზემოქმედების კიდევ უფრო მაღალი რისკის წინაშე იდგნენ.

"ახალი კვლევა ემატება მტკიცებულებების მზარდ ერთობლიობას, რომელიც მიუთითებს, რომ ბნელ გარემოში ძილი ორგანიზმისთვის ყველაზე ჯანსაღი გზაა. როგორც ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამის ხელოვნურ განათებას შეუძლია მრავალი ნეიროფიზიოლოგიური სისტემის დარღვევა", — განაცხადა ჯონათან სედერნესმა, შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის დოქტორმა და ძილის ექსპერტმა.

როგორ შევქმნათ ძილისთვის ოპტიმალურო გარემო?

  • ბოლომდე დაფარეთ ფანჯრები — თუ გაქვთ ფარდები ან ჟალუზები, მჭიდროდ დახურეთ. თუ გარე განათება ბოლომდე მაინც ვერ იბლოკება, განიხილეთ შავი ფარდების გამოყენება.
  • შეამოწმეთ ყველა ნაპრალი — საძინებლის კარისა და დანარჩენ სივრცეს შორის არსებული ნაპრალი შესაძლოა საკმაოდ ბევრ სინათლეს ატარებდეს. სცადეთ კარის მიღმა არსებული სხვა სინათლეების ჩაქრობა, რათა არასასურველი სინათლე ბოლომდე დაბლოკოთ.
  • გამოიყენეთ თვალის ნიღაბი — ზოგი ადამიანისათვის თვალის ნიღბით ძილი კომფორტულია. თუ ნიღაბი კარგად ჯდება, ეს შეიძლება იყოს სინათლის გამორიცხვის ძალიან ეფექტური გზა.
  • გამოიყენეთ სენსორული სანათები — ღამის სანათები ზრდის არასასურველ განათებას, ამიტომ, განიხილეთ მოძრაობაზე რეაგირებადი სანათების გამოყენება, რომლებიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაირთვება.

იმისათვის, რომ სწრაფად ჩაიძინოთ, მიიღეთ თბილი აბაზანა. თბილი წყალი (და არა ცხელი) დაამშვიდებს ჩვენს ყველა კუნთს, გაათბობს სხეულს და ასევე დაამშვიდებს ნერვულ სისტემას. თუ შეუძლებელია აბაზანის ან შხაპის მიღება, მაშინ სახე მაინც დაიბანეთ თბილი წყლით: ამ გზით დაისვენებს სახის კუნთები და დღის სტრესს მოიხსნით.