„რიგი აუდიტორიაში“ „მკურნალი Community“-სა და „Medical Park“-ის ერთობლივი საღამო გაიმართა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„რიგი აუდიტორიაში“ „მკურნალი Community“-სა და „Medical Park“-ის ერთობლივი საღამო გაიმართა

სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, კლინიკების ხელმძღვანელები, პროფესიონალი ექიმები და სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექსპერტები შეიკრიბნენ.„მკურნალი Community“ უკვე 24 წელია ქმნის სივრცეს, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების. „მკურნალის“ ახალი სპეციალური ნომერი ეძღვნება სამედიცინო მენეჯმენტს - იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ პროცესს, ქმნიან გარემოს, სადაც ექიმი და პაციენტი ერთმანეთს ყველაზე ეფექტურად ხვდებიან.დღეს უკვე დროა ვიცნობდეთ მათ, ვის გამოც სისტემა ფუნქციონირებს გამართულად.

image00013-1763635218.jpg

ღონისძიება გახსნეს თამთა ასათიანმა და თიკა ფაცაციამ. ოჯახის მკურნალის“ ახალი ნომრის ყდაზე წარმოდგენილია დაკო ნესუაშვილი - საავადმყოფოების საერთაშორისო ქსელის „Medical Park“-ის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი. მისი პროფესიული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ექიმის პროფესიული გზა გადაიზარდოს სისტემურ გადაწყვეტილებებში, მენეჯმენტურ ხედვაში და რეალურ პროგრესში ჯანდაცვის სექტორში.

image00015-1763635250.jpg

საღამოს ფარგლებში სცენიდან სტუმრებს სიტყვით მიმართეს

  • სოფიო ასპანიძე- კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.
  • პროფესორი ნინო მუსერიძე- ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი და სამედიცინო დირექტორი.

image00017-1763636259.jpg

ორივე სპიკერმა სტუმრებს გაუზიარა პრაქტიკული ხედვა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეფექტური მენეჯმენტი კლინიკის ზრდაზე, პაციენტზე ორიენტირებული სერვისების ხარისხზე, ექიმების მოტივაციაზე და სისტემის გამართულობაზე.

image00019-1763636286.jpg

ღონისძიება ასევე მოიცავდა ფურშეტსა და საზეიმო გათამაშებას. მთავარი პრიზი - სრული ჩექაფის პაკეტი სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკაში Medical Park (მგზავრობით, სასტუმროში განთავსებით, კვლევებითა და პირადი ასისტენტით) - სტუმრებს თავად დაკო ნესუაშვილმა გადასცა. სპეციალური საჩუქრები დააწესეს სააფთიაქო ქსელებმა „ავერსი“, „იმპექსი“, „პსპ“, ასევე ბრენდებმა „ბიოქსინი“, და „Uriage“.

statiashi-chasadebi-shewebebuli-surati-1763636328.jpg

R