არის თუ არა კავშირში ბედნიერების განცდა ფინანსურ მდგომარეობასთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბედნიერება ფულშია? - რას ადასტურებს კვლევა

ეს შედეგები აჩვენა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერის, მეთიუ კილინგსვორტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც ადამიანის ბედნიერების ბუნება და მიზეზები თავისი კვლევის საგნად აქცია.

მეცნიერმა გადაწყვიტა გაემეორებინა კვლევა, რომლის შედეგები 2018 წელს ჟურნალ Nature Human Behavior-ში გამოჩნდა. მაშინ მკვლევარებმა გააანალიზეს 164 ქვეყნის 1,7 მილიონი ადამიანის გამოკითხვის შედეგები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფული ადამიანებს აბედნიერებს, თუმცა გარკვეულ ზღვრამდე.

  • როდესაც წლიური შემოსავალი მიაღწევს $60,000-დან $75,000 ბარიერს, ბედნიერების დონე გადადის პლატოში და უფრო მაღალი შემოსავალი აღარ აუმჯობესებს ემოციურ კეთილდღეობას.

ახლა კილინგსვორთმა შეცვალა კვლევის მეთოდოლოგია, რათა ენახა, როგორ იმოქმედა ამან შედეგებზე.

თავდაპირველ კვლევაში ადამიანებს უნდა გამოეყენებინათ სპეციალური აპლიკაცია, რათა შეეფასებინათ თავიანთი ბედნიერების დონე, გაეხსენებინათ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს წარსულში, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია კვლევის ძალიან არაზუსტი შედეგები.

ახალ კვლევაში მონაწილეებს არაფრის დამახსოვრება არ სჭირდებოდათ - მთელი დღის განმავლობაში ისინი იმავე აპლიკაციაში აფიქსირებდნენ, თუ როგორი იყო მათი ემოციური მდგომარეობა ახლა.

გარდა ამისა, მონაწილეებმა უპასუხეს კითხვას: ”საერთოდ, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?” - „საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“-დან „უკიდურესად კმაყოფილამდე“ მასშტაბით.

საერთო ჯამში, კილინგსვორთმა გააანალიზა 33000-ზე მეტი პროდუქტიული ასაკის ამერიკელის დაახლოებით ორი მილიონი პასუხი.

შედეგად, აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ფინანსური „ბედნიერების ბარიერი“ - რაც უფრო მაღალია შემოსავალი, მით უფრო ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობენ თავს ადამიანები თავიანთი ცხოვრებით.