კატებთან ურთიერთობა არტერიულ წნევას აწესრიგებს - რამდენიმე კვლევა კატების შესახებ
კატებთან ურთიერთობა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, განაცხადა კარდიოლოგმა მარიანო ნაპოლიმ. მის სიტყვებს 20minutos ავრცელებს.
ნაპოლიმ განმარტა, რომ კატებთან ურთიერთობა ამცირებს სტრესის დონეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და გულისცემის სიხშირეს. ყველა ეს ეფექტი კარდიოპროტექტორულია, რაც ნიშნავს, რომ კატები მთლიანობაში დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, დასძინა ექიმმა.
მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევებით მსგავს დასკვნამდე მივიდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ კატების პატრონებს გულის შეტევის დაბალი რისკი აქვთ. გარდა ამისა, შინაური ცხოველები ამცირებენ გულის შეტევით სიკვდილის რისკს მათ პატრონებში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რატომ სძინავს კატების ორ მესამედს მარცხენა მხარეს
CurBio: მარცხენა მხარეს ძილი საშუალებას აძლევს კატებს უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება საფრთხეებზე.
იტალიის, გერმანიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა კატებში უცნაური ქცევითა: მათი 67% მარცხენა მხარეს ძილს ამჯობინებს. აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის, არამედ ევოლუციური უპირატესობა, რომელიც ტვინის ფუნქციასთან არის დაკავშირებული. კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Current Biology (CurBio).

გუნდმა გააანალიზა YouTube-ზე განთავსებული მძინარე კატების 408 ვიდეო. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო ცხოველის პოზიცია, რომელიც მინიმუმ 10 წამის განმავლობაში ჩანდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ კატების ორი მესამედი მარცხენა მხარეს ძილს ამჯობინებს. ეს უპირატესობა ტვინის სპეციფიკურ ფუნქციებს უკავშირდება. მარცხენა მხედველობის ველი (როდესაც კატებს მარცხენა მხარეს სძინავთ) ინფორმაციას გადასცემს მარჯვენა ნახევარსფეროს, რომელიც უკეთ ამუშავებს სივრცულ ინფორმაციას და საფრთხეებს. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება საფრთხეზე გაღვიძებისას.
„ეს პოზიცია გადარჩენის სტრატეგიაა, რომელიც ჩვენი ველური წინაპრებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ“, - განმარტა რურის უნივერსიტეტის პროფესორმა ონურ გიუნტურკუნმა.
ველურ ბუნებაში კატები განსაკუთრებით დაუცველები არიან ძილის დროს, დღეში 16 საათამდე ატარებენ ამ მდგომარეობაში. მარცხენა მხარის უპირატესობა ეხმარება მათ მტაცებლების უფრო სწრაფად ამოცნობაში, გაღვიძებისას უკეთ ორიენტირებაში და უფრო ეფექტურად კოორდინაციაში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რატომ ცოცხლობენ კატები ძაღლებზე დიდხანს
ბათის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, უფრო ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ძუძუმწოვრები უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Scientific Reports (SR).
მკვლევარებმა გააანალიზეს ძუძუმწოვრების 46 სახეობის გენომი და დაადგინეს, რომ სიცოცხლის მაქსიმალური პოტენციური ხანგრძლივობა მჭიდრო კავშირშია იმუნური დაცვისთვის პასუხისმგებელი გენების რაოდენობასთან. ეს გენები ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში, დაზიანებული უჯრედების მოცილებაში და სიმსივნის განვითარების პრევენციაში.
ავტორები აღნიშნავენ, რომ დიდხანს ცოცხლობენ ცხოველები - მაგალითად, ვეშაპები და დელფინები - არა მხოლოდ იმიტომ რომ, უფრო დიდი ტვინი აქვთ, არამედ იმუნური გენების გაფართოებული სისტემაც. თუმცა, მცირე ტვინის მქონე სახეობებიც კი, როგორიცაა ღამურები, ასევე დიდხანს ცოცხლობენ, თუ მათ ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ.
ამრიგად, არა მხოლოდ ინდივიდუალური მუტაციები, არამედ მასშტაბური გენომური ცვლილებებიც - როგორიცაა მთელი გენების ოჯახების დუბლირება - მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიცოცხლის ხანგრძლივობის ევოლუციაში.
„ადრე ცნობილი იყო, რომ ტვინის ზომა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ იმუნური სისტემა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ბენჯამინ პადილა-მორალესმა. „ეს ორი მექანიზმი ერთად განვითარდა, რაც უზრუნველყოფს გადარჩენას და დღეგრძელობას.“
მკვლევარები ამჟამად გეგმავენ კიბოსთან დაკავშირებული გენების შესწავლას, რათა გაიგონ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი სხვადასხვა სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.