მოქმედებს თუ არა ინტერვალურ შიმშილი აზროვნებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქვს თუ არა ინტერვალურ შიმშილს უარყოფითი გავლენა აზროვნებაზე

უფრო კონკრეტულად, 24 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ინტერვალური შიმშილი ზრდასრულთა გონებრივ პროდუქტიულობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

"ხალხს ეშინია, რომ თუ იშიმშილებენ, მუშაობისას ან სწავლისას ვერ შეძლებენ კონცენტრაციას. ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ზრდასრულთა უმრავლესობისთვის მოკლევადიანი შიმშილი, სავარაუდოდ, გონებრივ სიმახვილეზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს", — ამბობს დევიდ მორო, ნეირომეცნიერი ოკლენდის უნივერსიტეტიდან და კვლევის უფროსი ავტორი.

მკვლევრებმა აღნიშნეს ისიც, რომ ბავშვებსა და მოზარდებში შიმშილისას შეინიშნებოდა გონებრივი შესაძლებლობების გარკვეული დაქვეითება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სრულფასოვანი საუზმის მნიშვნელობას სკოლაში წასვლამდე.

"ადამიანები განვითარდნენ ისეთ პირობებში, როცა საკვების დეფიციტი ხშირი იყო, ამიტომ ლოგიკურია, რომ ჩვენი კოგნიტიური სისტემა კარგად ფუნქციონირებს მუდმივი კვების გარეშე. თუმცა ბავშვები და მოზარდები უფრო მოწყვლადნი არიან, ეს კი შეესაბამება იმას, რაც ჩვენ უკვე ვიცით მათი მაღალი ენერგეტიკული მოთხოვნილებების შესახებ", — აღნიშნა მორომ.

რა ხდება ინტერვალური შიმშილის დროს?

მეტაანალიზის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ 63 კვლევას და 3400-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს, ინტერვალური შიმშილის შედეგებს დააკვირდნენ. მონაწილეთა უმეტესობა რეგულარულად შიმშილობდა 8-დან 24 საათამდე, შიმშილის საშუალო ხანგრძლივობა კი 12 საათი იყო.
მკვლევართა დასკვნით, შიმშილი "არც აძლიერებს და არც ამცირებს გონებრივ პროდუქტიულობას". მათ აღნიშნეს ისიც, რომ გონებრივ სიმახვილეზე გავლენას შეიძლება ახდენდეს შიმშილის ხანგრძლივობა და ინდივიდუალური მახასიათებლები. გლიკოგენი წარმოადგენს მთავარ ენერგიის წყაროს ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად იკვებებიან დღის განმავლობაში. მკვლევართა განცხადებით, შიმშილისას გლიკოგენის დონე იკლებს, მაგრამ ორგანიზმი ენერგიას სხვა წყაროებიდან იღებს — მაგალითად, ცხიმოვანი ქსოვილიდან წარმოქმნილი კეტონური სხეულებიდან.
"ეს მეტაბოლური მოქნილობა, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა გადარჩენას იმ პერიოდში, როდესაც საკვები რთულად მოიპოვებოდა — განსაკუთრებით საკვების შენახვის ეფექტური მეთოდების გამოგონებამდე. შედარებითი ბიოლოგიური მტკიცებულებები და ევოლუციური თეორიები მიუთითებს, რომ ადამიანებმა განივითარეს ცხიმის დაგროვების გაძლიერებული უნარი, როგორც ადაპტაციური პასუხი არასტაბილური რესურსების მიმართ. ეს ენერგიის მარაგი არა მხოლოდ ორგანიზმის ყოველდღიურ მეტაბოლურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, არამედ შესაძლებელს ხდიდა ადამიანის ტვინის ხანგრძლივ განვითარებასა და გაფართოებას, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს", — განმარტეს მკვლევრებმა.

რა სარგებელი აქვს ინტერვალურ შიმშილს?

ინტერვალური შიმშილი აღწერილია, როგორც კვების რეჟიმი, რომელიც მონაცვლეობით მოიცავს კვების პერიოდებსა და შიმშილის პერიოდებს. რამდენიმე პოპულარული მეთოდი ასეთია:
  • 16/8: გულისხმობს 8-საათიან კვების და 16-საათიან შიმშილის პერიოდს. ამ მეთოდის დაცვისას ზოგი საუზმეს ტოვებს, ზოგი კი — ვახშამს.
  • 5:2: კვირაში ორ დღეს (არა მიყოლებით) მხოლოდ 500–600 კალორიის მიღება, დანარჩენ ხუთ დღეს კი ჩვეულებრივი კვება.
  • შიმშილი 24 საათის განმავლობაში კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

შიმშილი ეფექტურია იმ მიზეზით, რომ ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს საკვების უქონლობის ხანგრძლივ პერიოდში. მაგალითად, შიმშილი აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას და ამცირებს ინსულინის დონეს, რაც ორგანიზმს აძლევს საშუალებას უფრო მარტივად გამოიყენოს დაგროვილი ცხიმი ენერგიისთვის. ინტერვალური შიმშილი ხელს უწყობს წონის კლებას იმ მთავარი მიზეზით, რომ შიმშილის დროს ადამიანი საერთო ჯამში უფრო ნაკლებ კალორიას იღებს.

გაითვალისწინეთ, რომ ინტერვალური შიმშილი ყველასთვის შესაფერისი არ არის: ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, კვებათა შორის ხანგრძლივმა შესვენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას. დიეტის ეს ფორმა აბსოლუტურად არ არის რეკომენდებული ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.