არის თუ არა მუნით დაინფიცირების საფრთხე საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუნით დაინფიცირდეთ

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუ საქართველოს რამდენ სკოლაში დაფიქსირდა მუნის შემთხვევა ამ დრომდე, მშობლები განგაშის სიგნალს გზავნიან განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიმართულებით, რადგან მათი თქმით, სკოლებსა და ბაღებში მუნით ავადობამ იმატა.

"სიტუაცია ისეთია, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც წლის განმავლობაში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით ასეთი მონაცემები გვაქვს და საქართველოშიც 1%-ზე ნაკლებია. მთავარია, პროფილაქტიკისთვის მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს. თუ ადამიანს ქავილი აწუხებს, ის ექიმს აუცილებლად უნდა გაესინჯოს", — განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნის განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება, ის ყოველ წელს ფიქსირდება და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მუნი არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი. მუნი, როგორც წესი, ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტის გზით ვრცელდება. დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ, სხეულზე დაავადების ერთეული გამომწვევია (ტკიპი).

"მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით. დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით. პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკ-ფაქტორს", — წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორ ამოვიცნოთ მუნი და როგორ ვუმკურნალოთ, ნახეთ შემდეგ ვიდეოში: