რა კავშირია კბილების დაკარგვასა და ნაადრევი სიკვდილის რისკს შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოვლინდა ნაადრევი სიკვდილის უჩვეულო მარკერი

ხანდაზმულებში კბილების დაკარგვის მაჩვენებელი შესაძლოა ნაადრევი სიკვდილის რისკზე მიუთითებდეს. ამ დასკვნამდე მივიდნენ სიჩუანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) მეცნიერები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ BMC Geriatrics-ში.

კვლევაში 8073 ხანდაზმული ადამიანი მონაწილეობდა. სუბიექტების ჯანმრთელობა საშუალოდ 3.5 წლის განმავლობაში კონტროლდებოდა. ანალიზმა აჩვენა, რომ რაც უფრო სწრაფად კარგავს ადამიანი კბილებს, მით უფრო მაღალია სიკვდილის რისკი - მაშინაც კი, თუ კვლევის დასაწყისში უკვე ჰქონდათ კბილების დანაკარგი. კავშირი სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის ასაკის, სქესის, განათლების, ფიზიკური აქტივობის, მოწევის და ალკოჰოლის მოხმარების გათვალისწინებითაც შენარჩუნდა.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კბილების დაკარგვა თავისთავად სიკვდილის მიზეზი არ არის. თუმცა, ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული ძირითადი პრობლემების ნიშანი - როგორიცაა ქრონიკული ანთება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან მეტაბოლური დარღვევები. გარდა ამისა, კბილების დაკარგვა ხელს უშლის კვებას, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვას და შეიძლება ხელი შეუწყოს ორგანიზმის ზოგად დასუსტებას.

მკვლევრები გვირჩევენ, არ უგულებელვყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა. ისინი თვლიან, რომ სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები, კარგი ჰიგიენა და მოწევისთვის თავის დანებება არა მხოლოდ კბილების შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივებასაც განაპირობებს. კბილების დაკარგვის ტემპის მონიტორინგი შეიძლება იყოს მარტივი საშუალება ხანდაზმული ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად და რისკების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

რომელი საკვები გვიფუჭებს კბილებს

ახალგამოწურული ციტრუსის წვენი კარგია ორგანიზმისთვის, მაგრამ ვნებს კბილების სილამაზეს და ჯანმრთელობას.

ყველა ვიტამინიზირებული პროდუქტი არ არის სასარგებლო. ეს განსაკუთრებით ეხება ვიტამინიზრებულ სპორტულ სასმელებს და საღეჭ ტაბლეტებს. საქმე, ისაა, რომ სპორტულ სასმელებს ვიტამინების გარდა შაქარს და მჟავებს უმატებენ.

ალკოჰოლმა და ფსიქოტროპულმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს სიმშრალე ნერწყვის გამომუშავების შემცირებით, ეს საზიანოა კბილებისთვის, ამიტომ ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს პირის ღრუს ფტორის შემცველი სავლების ან სულ მცირე წყლის გამოვლებით.

ციტრუსები და ახალგამოწურული წვენები ძალიან ჯანსაღია, მაგრამ შეიცავს დიდი რაოდენობით ლიმონმჟავას. ამიტომ მიზანშეწონილია მათი ჭამის ან წვენის დალევის შემდეგ გამოივლეთ პირში წყალი. ასევე სახლის პირობებში გათეთრებისთვის აბსოლუტურად არ არის აუცილებელი კბილების ლიმონით გახეხვა.

ქიშმიში, გარგარის და სხვა ჩირი, თუმცა სასარგებლოა, მაგრამ საზიანოა კბილებისთვის, რადგან ტკბილი წელვადი კანფეტების ანალოგია.

აუცილებელია უარი თქვან საწუწნ კარამელებზე, ირისზე, პროდუქტებზე, რომლებიც კბილებზე ეწებება და ძნელად შორდება. ტკბილეულის ჭამისას უნდა დაიცვათ მთავარი პრინციპი: ასეთი პროდუქტები უნდა იყოს პირში რაც შეიძლება ნაკლები დრო.