მკვლევრებმა ახალი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ახალი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს

ნაერთი, სახელად პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი, ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკი აქამდე ჯერ არასდროს შეუმჩნევიათ, მას გამოყოფს ბაქტერია, რომელსაც მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ. პოტენციურად, ამ ნაერთს შეუძლია დაგვეხმაროს იმ ბაქტერიებთან ბრძოლაში, რომლებიც თანამედროვე მედიკამენტების მიმართ უფრო და უფრო რეზისტენტული ხდება. საინტერესოა ისიც, რომ აღმოჩენილი ნაერთი შუალედური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვა ანტიბიოტიკის, მეთილენომიცინ A-ს წარმოების პროცესში წარმოიქმნება.

"აღსანიშნავია, რომ ბაქტერია, სახელად Streptomyces coelicolor, რომელიც გამოიმუშავებს მეთილენომიცინ A-ს და პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონს, არის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მოდელის სახეობა, რომელიც ფართოდ არის შესწავლილი 1950-იანი წლებიდან. ასეთი ნაცნობი ორგანიზმიდან ახალი ანტიბიოტიკის აღმოჩენა ნამდვილად სიურპრიზი იყო", — ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლონა ალხალაფი.

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მეთილენომიცინ A გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ — იმ სახეობების, რომლებიც სულ უფრო ჭკვიანურად ახერხებენ ამჟამინდელი ანტიბიოტიკების "მოტყუებას". აღმოჩენის ავტორებმა გადაწყვიტეს უფრო ახლოს შეესწავლათ მეთილენომიცინ A და ამისთვის ანტიბიოტიკის წარმოების პროცესში ჩართული გენების მოდიფიცირება გადაწყვიტეს იმის გასაგებად, თუ რა ფუნქცია ჰქონდა თითოეულ მათგანს. შედეგად მიღებული ნაერთები, რომლებსაც ბიოსინთეზურ შუალედურ პროდუქტებს უწოდებენ, ანტიბიოტიკურ აქტივობაზე დატესტეს.

"მეთილენომიცინ A თავდაპირველად 50 წლის წინ აღმოაჩინეს და მიუხედავად იმისა, რომ მისი სინთეზირება რამდენჯერმე მოახდინეს, როგორც ჩანს, სინთეზური შუალედური პროდუქტები ანტიმიკრობულ აქტივობაზე არასდროს შეუმოწმებიათ", — ამბობს ქიმიკოსი გრეგ ჩელისი უორვიკის უნივერსიტეტიდან.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი ეფექტურია იმ ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ მეთილიცინისადმი რეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკს (Staphylococcus aureus) და ვანკომიცინისადმი რეზისტენტულ ენტეროკოკს (VRE) — ორ ინფექციას, რომლებიც დღეს არსებული ანტიბიოტიკებისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ 28 დღის განმავლობაში პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ენტეროკოკის ბაქტერიები მის მიმართ რეზისტენტულები არ გამხდარან. ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ნაერთი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც ეფექტურია.

მაშინ, როცა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ზრდის გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება, ინფექციებთან საბრძოლველად ახალი და გამძლე პრეპარატების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ბაქტერიებიც უფრო და უფრო გამძლეები ხდებიან. მკვლევრები ასევე პოტენციალს ხედავენ სხვა ანტიბიოტიკების შუალედური ნაერთების შესწავლაში, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა კიდევ ახალი ანტიბიოტიკებს აღმოჩენა.