შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები სმენით ჰალუცინაციებს განიცდიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიზოფრენიით დაავადებულებს ხმები მართლაც ესმით — 50-წლიანი თეორია დადასტურდა

ამ დაავადების დროს ცნობიერება, ისევე როგორც ბევრი ინტელექტუალური პროცესი, არ არის დარღვეული, მაგრამ ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში ირღვევა აღქმის, ყურადღების კონცენტრირებისა და მახსოვრობის უნარი.

ახალი კვლევის შედეგად მიღებული მტკიცებულებები ადასტურებს დიდი ხნის განმავლობაში არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები სმენით ჰალუცინაციებს განიცდიან, რადგან ისინი საკუთარ შინაგან მეტყველებას გარე ხმებად აღიქვამენ. "ეს იდეა 50 წელია არსებობს, მაგრამ მისი გამოცდა ძალიან რთული იყო, რადგან შინაგანი მეტყველება არსებითად პრივატულია", — ამბობს თომას უიტფორდი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მკვლევარი.

ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) გამოყენები უიტფორდმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს თუ როგორ რეაგირებს ტვინი შინაგან მეტყველებაზე. ხოლო შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, უიტფორდი დააკვირდა როგორ რეაგირებს მათი ტვინი სმენით ჰალუცინაციებზე.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუნდაც გონებაში, ტვინის ის ნაწილი, რომელიც გარედან შემომავალ ხმებს ამუშავებს, ნაკლებად აქტიურია. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინი წინასწარ პროგნოზირებს საკუთარი ხმის ჟღერადობას. როგორც ჩანს, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ეს პროგნოზი ირღვევა და საკუთარ ხმაზე ტვინი რეაგირებს ისე, თითქოს ხმა სხვას ეკუთვნის", — განმარტავს უიტფორდი.

კვლევის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს:

  1. შიზოფრენიის მქონე 55 ადამიანი ახლახან განცდილი სმენითი ჰალუცინაციებით;
  2. შიზოფრენიის მქონე 44 ადამიანი, რომლებსაც ბოლო პერიოდში სმენითი ჰალუცინაციები არ ჰქონიათ;
  3. 43 ადამიანი, რომელთაც შიზოფრენიის ისტორია არ ჰქონდათ;
მონაწილეებს სთხოვეს ყურსასმენებით მოესმინათ ხმები და ამავე დროს თავში წარმოეთქვათ ან "ბაჰ", ან "ბიჰ". ყურსასმენებით გასაგონი ხმაც ან "ბაჰ" იყო, ან "ბიჰ", თუმცა მონაწილეებმა არ იცოდნენ, დაემთხვეოდა თუ არა მათ გონებაში წარმოთქმული სიტყვა ყურსასმენებით მოსმენილს. როდესაც შინაგანი მეტყველება ემთხვეოდა გარე ხმას, იმ მონაწილეების ტვინმა, რომლებმაც ბოლო დროს განიცადეს სმენითი ჰალუცინაციები, გაცილებით ძლიერი რეაქცია აჩვენა.