მეცნიერებმა შეიმუშავეს იმპლანტი, რომელიც უსინათლო პაციენტებს კითხვის საშუალებას აძლევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსინათლო პაციენტებმა ჭკვიანი სათვალისა და იმპლანტის მეშვეობით წაკითხვა შეძლეს

ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია არის მხედველობის დაქვეითების გავრცელებული მიზეზი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. მდგომარეობა, პირველ რიგში, გავლენას ახდენს მაკულაზე, რომელიც ბადურას რეგიონია და პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე. დაავადების შემთხვევაში ადამიანს უჭირს ისეთი აქტივობების შესრულება, როგორებიცაა კითხვა ან მანქანის მართვა, თუმცა შენარჩუნებულია პერიფერიული მხედველობა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით პაციენტებმა კროსვორდების ამოხსნა და ჩვეულებრივი წიგნების კითხვაც კი შეძლეს. კვლევის მონაწილეები 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ორივე თვალში ADM ჰქონდათ დიაგნოზირებული. AMD-ს განკურნება შეუძლებელია, რადგან პაციენტების ბადურას ცენტრში მდებარე უჯრედები დროთა განმავლობაში ნადგურდება. კვლევა მიზნად ისახავდა დაკარგული მხედველობის ნაწილის აღდგენას მოწყობილობით, რომელიც ქირურგიული გზით პაციენტების ბადურას ქვეშ მოათავსეს. პაციენტების ჭკვიანი სათვალე აღჭურვილი იყო კამერით, რომელიც გადიდებულ გამოსახულებებს ინფრაწითელი სინათლის საშუალებით ბადურას იმპლანტს გადასცემს. შემდეგ კი ბადურას იმპლანტი მცირე ელექტრულ იმპულსებს მხედველობის ნერვში აგზავნის, რითაც ბადურას შემადგენელი უჯრედების ბუნებრივი რეაქციის იმიტაცია ხდება.

კვლევაში თავიდან 38 პაციენტი ჩაერთო, რომლებმაც ბადურას იმპლანტი მიიღეს, მათგან 32-მა კი ერთწლიანი კლინიკური ტესტირება სრულად გაიარა. ერთი წლის შემდეგ 32 მონაწილიდან 26-ს მხედველობა გაუუმჯობესდა იმასთან შედარებით, რაც კვლევის დასაწყისში ჰქონდათ, ეს კი კვლევისთვის 80%-იან წარმატების მაჩვენებელს ნიშნავს.

რაც შეეხება აქამდე არსებულ სამედიცინო პრაქტიკას, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის ადრეულმა გამოვლენამ და დროულმა მკურნალობამ მხედველობის შენარჩუნებას შეიძლება შეუწყოს ხელი. არსებობს მშრალი და სველი მაკულარული დეგენერაცია. მშრალი მაკულარული დეგენერაციის დროს ყვითელი ხალი თხელდება მისი უჯრედების განლევასთან ერთად. ამ შემთხვევაში დაავადებამ შეიძლება ორივე თვალი დააზიანოს. ბადურაზე არ აღინიშნება ნაწიბუროვანი ქსოვილი, სისხლდენა ან სითხის ჟონვა.სველი მაკულარული დეგენერაცია თავდაპირველად მშრალი ფორმით ვლინდება. ამ დროს ყვითელი ხალის ქვეშ ახალი სისხლძარღვები ვითარდება. მათგან შესაძლოა სისხლი და სითხე გამოიჟონოს და ბადურას ქვეშ დაგროვდეს. მისგან საბოლოოდ ამობურცული, ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება. სველი ფორმა თავდაპირველად ერთ თვალს აზიანებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ორივე შეიძლება მოიცვას. მშრალი მაკულარული დეგენერაციის დროს ცენტრალური მხედველობა ნელა და უმტკივნეულოდ ქვეითდება. საგნები გახუნებული ჩანს, მათი წვრილი დეტალები კი აღარ განირჩევა.

მძიმე მშრალი დეგენერაციის ან ცალ თვალში სველი დეგენერაციის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოა დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ბეტა-კაროტინი და თუთია. ვინც თამბაქოს მოიხმარდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, არ უნდა მიიღოს ბეტა-კაროტინი, რადგან ეს დანამატები ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. დაავადების პროგრესირება შესაძლოა შეანელოს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობამ და უფრო დიდი რაოდენობით ომეგა-3 -ის შემცველი საკვებისა და ფოთლოვანი ბოსტნეულის მიღებამ.