პრაღაში A ტიპის ჰეპატიტი შემაშფოთებელი ტემპით იზრდება. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩეხეთში A ჰეპატიტის ეპიდემიაა — შემთხვევათა რაოდენობა შემაშფოთებელი ტემპით იზრდება

მხოლოდ გასულ კვირაში, ჩეხეთის დედაქალაქის ექიმებმა დაავადების 60-ზე მეტი ახალი შემთხვევა დააფიქსირეს — დაახლოებით იმდენი, რამდენიც წინა სამ წელიწადში საერთო ჯამში აღირიცხა. ახლა ვირუსი ქალაქის ფარგლებს სცდება და სხვა რეგიონებშიც ვრცელდება. ჩეხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 5 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში A ტიპის ჰეპატიტის 1,842 შემთხვევა დაფიქსირდა — ეს 1989 წლის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ დროისთვის დაავადების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა.

რა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტზე

A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც კი მოიხსენიება. A ჰეპატიტი უმეტესად შემოდგომაზე და ზამთარში აღინიშნება. ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით. ეს ვირუსის გავრცელების კლასიკური გზაა.

ვარაუდობენ, რომ ვირუსის გამრავლების პირველი ადგილია პირ-ხახა, შესაძლოა, სანერწყვე ჯირკვლები და მათ ახლოს მდებარე ლიმფური კვანძები. არაიმუნიზებულ ორგანიზმში ვირუსი აქტიურად მრავლდება ღვიძლის უჯრედებში, საიდანაც ლიმფური გზებისა და სისხლძარღვების გავლით ხვდება ნაღვლის სადინარსა და სანაღვლე გზებში, საბოლოოდ კი ნაწლავის სანათურში მკვიდრდება. დაავადება თითქმის არასდროს გადადის ქრონიკულ ფორმაში. სიკვდილიანობა 0,1%-ზე დაბალია და აღინიშნება ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში.

ინკუბაციის პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება?

A ჰეპატიტის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი საშუალოდ 3-4 კვირას შეადგენს (ზოგჯერ უფრო ნაკლებ ან მეტ ხანს – 1-დან 7 კვირამდე გრძელდება). დაკვირვებამ აჩვენა, რომ საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა, როცა დაავადების წყარო წყალი და საკვებია, და ხანგრძლივი, როცა გადაცემა კონტაქტური გზით ხდება - ვირუსი ადამიანისგან უშუალოდ ადამიანს გადაედება.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

დიაგნოზს სვამენ სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე. ინფორმაციულია შარდის ტესტი ბილირუბინზე, შრატში საერთო და პირდაპირი ბილირუბინის, ალანინამინოტრანსფერაზის და ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა (ეს ფერმენტები ღვიძლის დაშლილი უჯრედებიდან გამოდის), მაგრამ ვინაიდან მწვავე პერიოდში ყველა ვირუსული ჰეპატიტის კლინიკური სურათი მსგავსია, საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სპეციალური იმუნოდიაგნოსტიკური მეთოდით.

გაციებითი დაავადების დროს, როდესაც სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს, ავადმყოფის თვითშეგრძნება უმჯობესდება. A ჰეპატიტის დროს ეს არ ხდება. ტემპერატურა მომატებული არ არის, მაგრამ სიმპტომები მაინც აღინიშნება: ავადმყოფი მოთენთილია, დღეში რამდენჯერმე იძინებს. ავადმყოფს ცალკე ოთახი უნდა ჰქონდეს. შეძლებისდაგვარად ერიდეთ მასთან კონტაქტს, განსაკუთრებით გაუფრთხილდით ბავშვებს. ნაკლები კონტაქტის დროს დაავადების გადადების ალბათობა მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს.

როგორ ვიკვებოთ?

თუ ორგანიზმი ძლიერია, ის ვირუსს აქტიური მკურნალობის გარეშეც უმკლავდება, თუმცა სრულფასოვანი კვება მაინც აუცილებელია.

ნებადართულია: რძე და რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო; მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საქონლის ან ქათმის ხორცი, მოხარშული თევზი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, უმი და დამწნილებული კომბოსტო, ახალი კიტრი, ცოტაოდენი პომიდორი; ფაფები და მაკარონის ნაწარმი, მსხვილად დაფქული ხორბლის პური, მწვანე ბარდა, ტკბილი ხილი, კენკრა, მურაბა, თაფლი, ბურღული, ბოსტნეულის სუპი.

იზღუდება: ნაღების კარაქი (დღეში 30-40 გრამამდე), არაჟანი (მხოლოდ სადილზე დასამატებლად), კვერცხის გული — კვირაში არა უმეტეს 1-2-ჯერ (ცილა უფრო ხშირად შეიძლება), ყველი, საქონლის ხორცის სოსისი, დიეტური ძეხვი.

აკრძალულია: შემწვარი, შებოლილი, ცხარე, მლაშე, ასევე მარინადი, კონსერვი, ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი, ხახვი, ბოლოკი, სოკო, ლობიო, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი, ძმარი, ტორტი, ღეზელი, შოკოლადი, კაკაო, ნატურალური ყავა, ნაყინი, ხორცის, ქათმის, სოკოს ბულიონი.

რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი და კალორიული, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების საკმარისი შემცველობით. კვება საჭიროა დღეში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით.