ტუალეტში დიდხანს ყოფნა ბუასილის რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნიტაზზე ჯდომისას ტელეფონის სქროლვა ბუასილის განვითარების რისკს ზრდის

ახალი კვლევის ფარგლებში 125 ადამიანის ჩვევები შეისწავლეს, რომელთაგან 2/3-მა განაცხადა, რომ ტუალეტში ყოფნისას ტელეფონს დიდხანს სქროლავდა. ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ კი აღმონჩდა, რომ ტელეფონის სქროლვის მოყვარულებს ბუასილის განვითარების 46%-ით მეტი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ტუალეტში ყოფნისას დროს არ წელავდა.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ტელეფონის მომხმარებლები ტუალეტში ბევრად მეტ ხანს ჩერდებოდნენ — თითო შესვლაზე ხშირად ხუთ წუთზე მეტხანს. გარდა ამისა, ტუალეტში ტელეფონის აქტიური მომხმარებლები, საერთო ჯამში, ფიზიკურად ნაკლებად აქტიურებიც იყვნენ. ეს მიუთითებს, რომ როგორც ტუალეტის, ისე ცხოვრების სტილთან დაკავშირებულმა ჩვევებმა ბუასილის განვითარების რისკი შესაძლოა ერთობლივად გაზარდოს.

ექიმების განმარტებით, ტუალეტში დიდი ხნის განმავლობაში ჯდომამ შეიძლება სწორი ნაწლავის ვენებზე ზეწოლა მოახდინოს. ასევე, ხანგრძლივი ჯდომისა და წინ გადახრილი პოზის კომბინაციამ, რაც ხშირად თან ახლავს ტელეფონის გამოყენებას, შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და შეშუპება. ბუასილის მთავარ გამომწვევ ფაქტორებად კი ითვლება ყველაფერი, რაც სწორი ნაწლავის არეში წნევას ზრდის.

სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ადამიანების უმეტესობა ბუასილს არაკომფორტულ და ხშირად უხერხულობის გამომწვევ მდგომარეობად მიიჩნევს. თუმცა არსებობს უფრო სერიოზული სიმპტომები, რომლებიც შეშფოთების მიზეზი შეხება გახდეს. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღგენიშნებათ:

  • მუდმივი ან ძლიერი სისხლდენა;
  • ტკივილი, რომელსაც ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები ვერ შველის;
  • სიმპტომები ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება;
  • განავალი მუქი ან შავია.

როგორ შევამციროთ ბუასილის განვითარების რისკი?

პირველ რიგში, ტუალეტში ტელეფონის გარეშე შესვლა ბუასილის რისკის შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა. ტუალეტის გარეთ კი რისკებს ამცირებს ისეთი საკვების მიღება, რომელიც ყაბზობას არ იწვევს. ამისთვის უნდა მიიღოთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები და მეტი სითხე, რათა დეჰიდრატაცია თავიდან აირიდოთ. ასევე, ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ნაწლავის მუშაობის დარეგულირებას, ამცირებს ყაბზობისა და, შესაბამისად, ბუასილის რისკს. თან დატვირთული ვარჯიშები აუცილებელი არ არის, რადგან ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მსუბუქი სიარულიც კი დაგეხმარებათ.

როგორ ხდება ბუასილის დიაგნოსტიკა?

დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება ანალური არხის ვიზუალურ დათვალიერებას და სწორი ნაწლავის გამოკვლევას. გარდა ამისა, ტარდება სპეციალური გამოკვლევა — რექტოსკოპია ან სიგმოიდოსკოპია, რაც გულისხმობს სპეციალური ხელსაწყოთი სწორი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დათვალიერებას. მნიშვნელოვანი სისხლდენის ან შემაწუხებელი ტკივილის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არსებობს ორგვარი ბუასილი — გარეგანი და შინაგანი. გარეგანი ბუასილის დროს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები საკმაოდ კარგად ჩანს ანალურ არხთან, მის გარეთ. ისინი კვანძების მსგავსია, შეფერილობა კი ისეთივე აქვს, როგორიც ამ არის კანს. შინაგანი ბუასილის დროს გაგანიერებულია სწორი ნაწლავის ის ვენები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ვერ ვხედავთ, თუმცა შინაგანი ბუასილის კვანძების გადიდებისას მოსალოდნელია მათი პროლაბირება (გამოვარდნა) ანალური არხიდან. ამ შემთხვევაში კვანძები კარგად ჩანს. ბუასილის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მცირე რაოდენობის სისხლის გამოყოფა ანალური არხიდან ნაწლავთა მოქმედების (დეფეკაციის) შემდეგ, ზოგჯერ კი საკმაოდ შესამჩნევი სისხლდენა. რიგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ვენების თრომბოზი, რაც იწვევს მტკივნეულ წვას, ზეწოლას ან ინტენსიურ ტკივილს. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.