გვეხმარება თუ არა მწვანე ჩაი წონის კლებაში - კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ჩაი წონაში კლებისთვის ისევე ეფექტურია, როგორც ოზემპიკი? - რეალობა თუ მითი

სტატიები და ვიდეოები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივი მწვანე ჩაი მოქმედებს ისევე, როგორც უახლესი პოპულარული წონის დაკლების საშუალებები, როგორიცაა ოზემპიკი და მისი ანალოგები, ბოლო დროს პოპულარობას იძენს ინტერნეტში. რამდენად მართალია ეს მტკიცებები?

მწვანე ჩაი დიდი ხანია ითვლება წონის დაკლების ეფექტურ საშუალებად. მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2000 წლის წინ უძველეს ჩინურ ტრაქტატებში გვხვდება. დღეს ეს მატონიზირებელი სასმელი ასევე ხშირად რეკომენდებულია წონის დაკლების სხვადასხვა სახელმძღვანელოებში და შედის მრავალ დიეტურ გეგმაში.

სოციალურ მედიაში ბოლო დროს პოპულარულ ვირუსულ ვიდეოებში მწვანე ჩაის „ბუნების ოზემპიკს“ უწოდებენ. ზოგიერთი ვლოგერი ამ სასმელის დღეში ხუთი ჭიქასაც კი გირჩევთ. რამდენად ვალიდურია ეს რჩევა?

როგორ მოქმედებს მწვანე ჩაი შიმშილის ჰორმონებზე?

ბოლო დროს ვირუსულ ვიდეოებში ამტკიცებენ, რომ მწვანე ჩაი ზრდის ჰორმონ GLP-1-ის გამომუშავებას, რაც თავის მხრივ ჭამის შემდეგ ასტიმულირებს პანკრეასს ინსულინის გამომუშავებისკენ. შემდეგ ინსულინი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. GLP-1 ასევე ხელს უწყობს საკვების კუჭში უფრო დიდხანს დარჩენას და გავლენას ახდენს ტვინის გარკვეულ უბნებზე, თრგუნავს შიმშილს.

ოზემპიკი და მსგავსი მედიკამენტები ორგანიზმში GLP-1-ის მსგავსად მოქმედებენ, რაც პაციენტებს უფრო სწრაფად დანაყრების შეგრძნებაში ეხმარება.

ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ ბევრ ადამიანს მნიშვნელოვნად უქვეითდება შიმშილის გრძნობა და არაჯანსაღი საკვებისადმი ლტოლვა.

ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მწვანე ჩაი ასევე შეიძლება ასტიმულირებდეს GLP-1-ის გამომუშავებას. მაგალითად, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს თაგვებში. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, ხდება თუ არა მსგავსი ეფექტი ადამიანის ორგანიზმში. მაგალითად, ერთმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 92 ადამიანი, არ აჩვენა სისხლში შაქრის დონის მაჩვენებლებს შორის განსხვავება მწვანე ჩაის ექსტრაქტის ან პლაცებოს მიღების შემდეგ.

„თუ მწვანე ჩაი მართლაც მოქმედებს GLP-1-ის გამომუშავებაზე, ეს მხოლოდ უმნიშვნელოდ ხდება. ნებისმიერი საკვების ან სასმელის მიღების შემდეგ, ორგანიზმში GLP-1-ის დონე ოდნავ იზრდება, მაგრამ რამდენიმე წუთში ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ ვგრძნობთ შიმშილს ჭამიდან გარკვეული დროის შემდეგ. ამ ჰორმონის ხანმოკლე მატება დიდად არ უწყობს ხელს წონის დაკლებას“, - ამბობს დოქტორი გიოტსნა გოში, სიმსუქნის სპეციალისტი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან (აშშ).

ოზემპიკი და მსგავსი მედიკამენტები ისევე მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი GLP-1, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერად და უფრო დიდხანს (რამდენიმე დღემდე), რის გამოც ისინი ასე ეფექტურად ახდენენ მადის დათრგუნვას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მაშ, შეუძლია თუ არა მწვანე ჩაის წონის დაკლებაში დახმარება?

მწვანე ჩაის GLP-1 ჰორმონზე შესაძლო ზემოქმედების გარდა, ხშირად ამტკიცებენ, რომ ამ სასმელში შემავალი კოფეინი და ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ წონის დაკლებას.

„კოფეინის მოხმარებამ, თეორიულად, შეიძლება ოდნავ დააჩქაროს თქვენი მეტაბოლიზმი. მაგრამ ეს ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ წონის მნიშვნელოვან დაკლებას გამოიწვევს“, - ხაზს უსვამს ჟოტსნა გოში.

მწვანე ჩაი ასევე შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები - მათ შეუძლიათ დაიცვან ორგანიზმის უჯრედები დაზიანებისგან და დაეხმარონ ანთებასთან ბრძოლაში. სამეცნიერო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიფენოლებმა შეიძლება გააძლიერონ მეტაბოლიზმი და შეანელონ ცხიმების შეწოვა კუჭში, მაგრამ წონის საერთო კლება საკმაოდ მოკრძალებულია.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს წონის ზომიერ კლებას - საშუალოდ 1,5-დან 2 კილოგრამამდე.

„წონის დასაკლებად მწვანე ჩაის დალევისას არ უნდა ელოდოთ მნიშვნელოვან შედეგებს და ის ნამდვილად არ შეიძლება შევადაროთ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა ოზემპიკი და მისი ანალოგები“, - ამბობს ნუტრიციოლოგი რობ ვან დამი.

„როდესაც საქმე წონის დაკლებას ეხება, მხოლოდ ერთ საკვებზე ან სასმელზე ფოკუსირება აზრს მოკლებულია. წონაზე გავლენას ახდენს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი - ჩვენი ზოგადი დიეტა, ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, გენეტიკა, სტრესის დონე, მეტაბოლური ჯანმრთელობა, ძილის ხარისხი და ბევრი სხვა“, - ხაზს უსვამს ნუტრიციოლოგი ჯულია ზუმპანო.

ნუტრიციოლოგები ხაზს უსვამენ, რომ თუ ნამდვილად გსურთ წონის დაკლება და მისი შენარჩუნება, ვერცერთი საკვები, სასმელი, მედიკამენტი ან დანამატი ვერ შეცვლის ჯანსაღი ცხოვრების წესს.

კვლევები:

https://www.nature.com/articles/ijo2009135

https://aacrjournals.org/cancerpreventionresearch/article/10/12/710/46547/A-Randomized-Controlled-Trial-of-Green-Tea-Extract

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2214750019306596?via%3Dihub