ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა გახშირდა" — ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სკო­ლებ­ში ბავ­შვებს შო­რის ახლო კონ­ტაქ­ტის გამო, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი მა­ღა­ლია. ექი­მე­ბი მშობ­ლებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და ურჩევენ, რომ გა­მო­ნა­ყა­რის ან ძლი­ე­რი ქა­ვი­ლის შემ­ჩნე­ვის­თა­ნა­ვე, ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში არ გა­უშ­ვან და დერ­მა­ტო­ლოგს მი­მარ­თონ. სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის N 136 სა­ჯა­რო სკო­ლამ 12 ოქ­ტომ­ბერს, 18:35 სა­ათ­ზე, გა­ავ­რცე­ლა ინფორმაცია, რომ სკო­ლა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის — მუ­ნის ორი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

„სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის N 136 სა­ჯა­რო სკო­ლა გაც­ნო­ბებთ, რომ სკო­ლა­ში და­ფიქ­სირ­და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის — მუ­ნის ორი შემ­თხვე­ვა და ორი­ვე ჯერ­ზე მოხ­და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის მიერ სკო­ლის სრუ­ლი დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა. აქვე, გა­ტყო­ბი­ნებთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას სკო­ლა თა­ნამ­შრომ­ლობს სპე­ცი­ა­ლის­ტთან, იღებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და შემ­დგომ ას­რუ­ლებს. ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იქ­ნე­ბა ეს სას­წავ­ლო რე­ჟიმ­თან თუ სკო­ლის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მი­ი­ღე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აქვე, გი­ზი­ა­რებთ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ებს“, — აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო სკო­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მუნი არ არის "სი­ბინ­ძუ­რის და­ა­ვა­დე­ბა", რო­გორც მას ადრე ეძახ­დნენ, ის კონ­ტაქ­ტით გა­დამ­დე­ბი პა­რა­ზი­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მელ­საც ტკი­პა Sarcoptes scabiei იწ­ვევს.

რა უნდა ვი­ცო­დეთ მუნ­ზე?

პე­დი­ატ­რი, დერ­მა­ტო­ლო­გი და დერ­მა­ტოზ-ვე­ნე­რო­ლო­გი ვრცლად გან­მარ­ტა­ვენ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს, მკურ­ნა­ლო­ბა­სა და პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს. "დრე სრუ­ლი­ად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო ეს და­ა­ვა­დე­ბა, ახლა კი გახ­შირ­და", — განაცხადა პე­დი­ატ­რმა ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლმა. მისივე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას ეპი­დე­მია არ ეთ­ქმის, ის მა­ინც ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს:

"მუნს იწ­ვევს ტკი­პა სკა­ბი­ე­სი, რო­მე­ლიც კა­ნის ქვეშ შე­დის და ძი­რი­თა­დად უყ­ვარს ისე­თი ად­გი­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა მუ­ცე­ლი, ხე­ლე­ბი, მტევ­ნე­ბი, თი­თებს შო­რის არე. ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი ქა­ვი­ლი და დის­კომ­ფორ­ტი. ახა­სი­ა­თებს წვრი­ლი ნა­ჩხვლე­ტი­ვით გა­მო­ნა­ყა­რი და ზოგ­ჯერ ხა­ზე­ბი — ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა მუ­ნის გა­მომ­წვე­ვი ტკი­პა ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა და ტო­ვებს ხაზს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა, კონ­ტრო­ლი. ადრე მუნს ბინ­ძურ­თა და­ა­ვა­დე­ბას ეძახ­დნენ და ეს ასე არ არის. ეს არ არის აირწვე­თო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია, გა­და­დის კონ­ტაქ­ტით. ადრე სრუ­ლი­ად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო ეს და­ა­ვა­დე­ბა, ახლა კი გახ­შირ­და".

ექი­მის თქმით, დაც­ვა მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და თუ მშობ­ლე­ბი შე­ამ­ჩნე­ვენ სპე­ცი­ფი­კურ გა­მო­ნა­ყარს ხე­ლებ­ზე, მუ­ცელ­ზე ან ძლი­ერ ქა­ვილს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლისტს. სხვა სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რიებიცაა სი­ცხე ან ტკი­ვი­ლი, და­ა­ვა­დე­ბას არ ახა­სი­ა­თებს.

"და­უშ­ვე­ბე­ლია თვით­მკურ­ნა­ლო­ბა ში­ნა­უ­რი და სა­ხალ­ხო მე­თო­დე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად ექიმ­მა უნდა და­ნიშ­ნოს პრე­პა­რა­ტი, ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა ამ პრე­პა­რა­ტის თვით­ნე­ბუ­რად მოხ­მა­რე­ბა. სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა, რომ არ გა­და­ვი­დეს მუნი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­ზე. თეთ­რე­უ­ლი უნდა და­მუ­შავ­დეს, გა­ი­რე­ცხოს მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და იზო­ლი­რე­ბა სჭირ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტებს. გარ­თუ­ლე­ბა არ ახა­სი­ა­თებს, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ად­გი­ლობ­რი­ვად გარ­თულ­და ნა­კაწ­რე­ბი, მაგ­რამ კარ­გი მოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში გარ­თუ­ლე­ბა არ ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩამ­თავ­რდეს სამ დღე­ში, ზო­გის კი რამ­დე­ნი­მე კვი­რა გაგ­რძელ­დეს", — ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

"ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა და სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა", — აღნიშნავს დერ­მა­ტო­ლო­გი ნინო მო­საშ­ვილი. მისი თქმით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ასაკს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს და სა­ჭი­რო­ებს დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას.

"ღა­მით ქა­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ­დე­ბა", — ამბობს დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ლიკა ბა­რე­ლა­ძე და გან­მარ­ტავს, რომ მუნი ხში­რად ეშ­ლე­ბათ ალერ­გი­ულ დერ­მა­ტი­ტში და პა­ცი­ენ­ტე­ბი ცოტა გვი­ან მი­დი­ან ექიმ­თან:

"ამ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი ქა­ვი­ლი, დღი­სით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ღა­მით, იმი­ტომ რომ ტკი­პა ღა­მით აქ­ტი­ურ­დე­ბა და კა­ნის ქვეშ გა­დას­ვლას იწ­ვევს. ასე­ვე ახა­სი­ა­თებს წვრი­ლი გა­მო­ნა­ყა­რი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი, ორ-ორი ერ­თად. სამ­კურ­ნა­ლოდ ამ დროს პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­მარ­თოს დერ­მა­ტო­ლოგს, გა­დამ­დე­ბია იქამ­დე, სა­ნამ ქა­ვი­ლია. მუნი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით, ერთი და იგი­ვე ნივ­თებ­ზე შე­ხე­ბით გა­და­დის. კან­ზე მოხ­ვედ­რით, ლორ­წო­ვა­ნი არ სჭირ­დე­ბა".

მკურ­ნა­ლო­ბა და პრე­ვენ­ცია:

"ან­ტი­ბი­ო­ტი­კით მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა, ამ დროს ინიშ­ნე­ბა გო­გირ­დის მა­ლა­მო სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტე­ბით, გან­სხვა­ვე­ბულ ასაკ­ში და ამ მკურ­ნა­ლო­ბას აქვს თა­ვი­სი სქე­მა, ამი­ტომ და­უშ­ვე­ბე­ლია ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე თვით­მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა... დერ­მა­ტო­ლო­გი და­ა­ვა­დე­ბას ად­გენს სიმპტო­მა­ტი­კით, ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით. ბავ­შვებ­ში ძა­ლი­ან ხში­რია ტერ­ფე­ბი­სა და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის არე­ში, ბავ­შვებს ახა­სი­ა­თებთ ასე­ვე ჯირ­კვლე­ბი. თუ მა­ინც ეჭვი გვე­პა­რე­ბა, არ­სე­ბობს დერ­მა­ტოს­კო­პია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვად­გენთ და ასე­ვე ანა­ფხე­კის მე­თო­დი. სრულ კურსს სჭირ­დე­ბა შვი­დი დღე."

რა ხდე­ბა სკო­ლა­ში მუ­ნის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში?

"და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი ვი­საც ჰქონ­და, უნდა ჩა­ი­ტა­რონ საპ­რე­ვენ­ციო მკურ­ნა­ლო­ბა. და­სა­ლე­ვი ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი არ არის, მხო­ლოდ მა­ლა­მო ინიშ­ნე­ბა. ორი კვი­რა სჭირ­დე­ბა, რომ გა­მოვ­ლინ­დეს და ამი­ტომ ყვე­ლა ის­ვამს ერთჯე­რა­დად სპე­ცი­ა­ლურ მა­ლა­მოს.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­თუ­ლე­ბას, შე­საძ­ლოა გა­მო­ნა­ყარ­მა მო­ი­მა­ტოს, და­ი­ფა­როს სხე­უ­ლის 80 პრო­ცენ­ტი, ასე­ვე და­ერ­თოს ინ­ფექ­ცია. თუმ­ცა, მარ­ტი­ვი სამ­კურ­ნა­ლოა."

დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თვის არის, მაგ­რამ შარ­შან, ზამ­თრის პე­რი­ო­დი­დან და­წყე­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის ჩათ­ვლით, "ამ­დე­ნი მუნი არ მი­ნა­ხავს, უამ­რა­ვი იყო." ის კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს: "ეს არ არის სი­ბინ­ძუ­რის და­ა­ვა­დე­ბა, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მკბე­ნა­რი, პა­რა­ზი­ტი".

ავტორი: ნინო გიგიშვილი

წყარო: ამბები.ge