რამდენ ხანს შეიძლება გაძლო ძილის გარეშე
მხოლოდ 3 ან 4 ღამის უძილობის შემდეგ უკვე შესაძლებელია ჰალუცინაციების დაწყება. ხანგრძლივმა უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს:
- კოგნიტიური დარღვევები;
- გაღიზიანებადობა;
- რეალობის დამახინჯებული აღქმა;
- პარანოია;
- ფსიქოზი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი, უძილობამ შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. სტატიაში განხილულია როგორ მოქმედებს 24 საათით ან უფრო ხანგრძლივად გამოუძინებლად ყოფნა ორგანიზმზე.
რას უნდა ელოდო 24-საათიანი უძილობის შემდეგ?
- ძილიანობა;
- გაღიზიანებადობა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება;
- განსჯის უნარის დაქვეითება;
- მეხსიერების გაუარესება;
- მხედველობისა და სმენის დარღვევა;
- თვალისა და ხელის კოორდინაციის დაქვეითება;
- კუნთების დაძაბულობა;
- კანკალი.
როგორც წესი, 24-საათიანი უძილობის სიმპტომები ქრება მას შემდეგ, როგორც კი გამოიძინებ.
რას უნდა ელოდო 36-საათიანი უძილობის შემდეგ?
- მადა;
- მეტაბოლიზმი;
- სხეულის ტემპერატურა;
- განწყობა;
- სტრესის დონე.
36-საათიანი უძილობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- უკიდურესი დაღლილობა;
- ჰორმონალური დისბალანსი;
- მოტივაციის დაქვეითება;
- გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც შეიძლება ზიანი მოჰყვეს;
- ყურადღების დაქვეითება;
- მეტყველების პრობლემები.
რას უნდა ელოდო 48-საათიანი უძილობის შემდეგ?
ორი ღამის უძილობის შემდეგ ჩნდება შემდეგი პრობლემები: საყურადღებო ამოცანების შესრულების სირთულე, განწყობის ცვლილებები და დაძაბულობის მომატებული შეგრძნება. უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს მცირეხნიანი მსუბუქი ძილის ეპიზოდები, რომლებიც 30 წამამდეც კი გრძელდება. ამ დროს ტვინი ძილის მსგავს მდგომარეობაშია. ასეთი ეპიზოდების შემდეგ შეიძლება იგრძნო დაბნეულობა ან დეზორიენტაცია.
48 საათის განმავლობაში უძილობა ასევე არღვევს იმუნურ სისტემას. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი მკვლელი (NK) უჯრედების აქტივობა უძილობის დროს იკლებს. NK უჯრედები სისხლის უჯრედებია, რომლებიც ჯანმრთელობის დაუყოვნებელ საფრთხეებზე, მაგალითად, ვირუსებზე ან ბაქტერიებზე რეაგირებენ.
რას უნდა ელოდო 72-საათიანი უძილობის შემდეგ?
სამი დღე უძილოდ ყოფნა სერიოზულად ზღუდავს ნათლად აზროვნების უნარს. კომპლექსური ამოცანების შესრულება, დეტალების დამახსოვრება და ყურადღების კონცენტრაცია ძალიან რთულდება. ამ დონის ძილის უკმარისობა ხელს უშლის ადამიანებს იმაში, რომ მარტივი ამოცანებიც კი ბოლომდე მიიყვანონ. ასეთ დროს ემოციებიც დიდი სტრესის ქვეშაა. 3-დღიანმა უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანებადობა, დეპრესიული განწყობა, შფოთვა ან პარანოია. ძილის უკმარისობა ართულებს სხვისი ემოციების აღქმასაც. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს, რომლებიც 30 საათი არ დაეძინათ, უჭირდათ სიბრაზისა და სიხარულის გამომხატველი სახის ამოცნობა.
ასევე, რამდენიმედღიანი უძილობა მნიშვნელოვნად ცვლის აღქმას. შეიძლება განიცადო ჰალუცინაციები — როდესაც ხედავ რაღაცას, რაც რეალურად არ არსებობს. ხშირია ილუზიებიც — რეალური საგნის არასწორი ინტერპრეტაცია. მაგალითად, შეიძლება საგზაო ნიშანი არასწორად აღიქვა და საპირისპიროდ იმოქმედო.
რა მოხდება, თუ უძილობა ქრონიკულ ფაზაში გადავა?
- შფოთვა;
- არასტაბილური განწყობა;
- ძილიანობა;
- მეხსიერების გაუარესება;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- გამოფხიზლების გაძნელება;
- კოგნიტიური დარღვევები;
- პროდუქტიულობის შემცირება სამსახურის ან სწავლის დროს;
- ავადმყოფობის ან ტრავმის რისკის ზრდა.
- მაღალი არტერიული წნევა;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- ინსულტი;
- სიმსუქნე;
- დიაბეტი;
- ფსიქიკური აშლილობები.