საშიშია თუ არა ბოთლში ჩამოსხმული წყალი ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის ბოთლში ჩამოსხმული წყალი საშიში ჯანმრთელობისთვის

მონრეალის კონკორდიის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, ბოთლში ჩამოსხმული წყალი, მასში შემავალი მიკროპლასტმასის გამო, უფრო საშიშია, ვიდრე ონკანის წყალი. მათი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Hazardous Materials.

„ამ ნაწილაკებს შეუძლიათ ბიოლოგიური ბარიერების გავლა, სისხლში მოხვედრა და შემდეგ სასიცოცხლო ორგანოებამდე მიღწევა“, - ნათქვამია კვლევაში.

მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ საშუალოდ ადამიანი წელიწადში 39 000-დან 52 000-მდე მიკროპლასტიკის ნაწილაკს იღებს, მაგრამ მათ, ვინც რეგულარულად სვამს ბოთლში ჩამოსხმულ წყალს, ეს ნაწილაკები შეიძლება 90 000-ით მეტი მიიღონ, ვიდრე მათ, ვინც ონკანის წყალს სვამს.

მიკროსკოპული ნაწილაკები ბოთლებიდან ტემპერატურის რყევების ზემოქმედების შედეგად გამოიყოფა მზის სხივების ზემოქმედებისას ან წარმოების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.

„ხალხმა უნდა გაიგოს, რომ პრობლემა მაშინვე არ ვლინდება; მიკროპლასტმასი ნელა და მზაკვრულად წამლავს ჩვენს სხეულს“, - ხაზგასმით აღნიშნა კვლევის ავტორმა სარა საჯედიმ.

მისი თქმით, მიკროპლასტმასს შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული ანთება ორგანიზმში, ჰორმონალური დისბალანსი და ნერვული სისტემის პრობლემები.