რა იწვევს თმის ცხიმიანობას და როგორ დავარეგულიროთ ის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს თმის ცხიმიანობას და როგორ დავარეგულიროთ ის?

თმის ცხიმიანობას იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკური განწყობა, ჰორმონალური დარღვევები ორგანიზმში, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებები, დაბანის არასწორი მეთოდი, სტრესი და გარემო პირობები.

სკალპის ცხიმიანობას იწვევს ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებს ცხიმს და ატენიანებს კანსა და თმას. მისი გადაჭარბებით წარმოქმნა კი იწვევს ცხიმიანობას და ბევრი ჩვენგანისთვის დისკომფორტთან არის დაკავშირებული.

ფორების დახშობა და ცხიმის დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს არასათანადოდ დაბანამაც. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ შამპუნი, რომელიც არ შეიცავს სილიკონს, რომელიც მარტივად აკუმულირდება ხოლმე სკალპზე და განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის. ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი მოვლის საშუალებები ჯირკვლების ფუნქციონირებას აბალანსებს და ჩვეულებრივი მოვლის საშუალებებისგან განსხვავებით, საფუძვლიანად წმენდს სკალპსა და თმას.

tma-shampuni-1761029303.png

გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მოვლის საშუალებებს, რომელიც ყოველდღიურად გაგიმარტივებთ ცხიმიანი თმის მოვლას და ჯანსაღ იერს შეუნარჩუნებს მას:

lepetitolivie-3-1761029339.jpg

ფრანგული ბრენდის Le Petit Olivier-ის ცხიმიანი თმის მოვლის ხაზი ცნობილია ერთი მხრივ, ეკომეგობრული, უსაფრთხო შემადგენლობით, რადგან არ შეიცავს სილიკონს, სულფატებსა და პარაბენებს და მეორე მხრივ, მაღალი ეფექტიანობით.

შამპუნი შექმნილია ალოე ვერასა და მწვანე ჩაის ექსტრაქტზე, მიცელების ხარჯზე საფუძვლიანად ასუფთავებს სკალპს და თმას აძლევს ჯანსაღ, ბზინვარე იერს. მწვანე ჩაის ექსტრაქტი ამცირებს ცხიმის გამოყოფას, ალოე ვერა კი ნაზად ასუფთავებს კანს, მისი დამცავი ბარიერის დარღვევის გარეშე.

lepetitolivie3-1761029416.jpg

lepetitolivie-2-1761029435.jpg

კონდიციონერი ცხიმიან თმასაც სჭირდება, თუმცა იმისათვის, რომ ის პრობლემად არ იქცეს, სწორად უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია, კონდიციონერი მხოლოდ თმის ძირებში, დაბანის ბოლო ეტაპად გამოვიყენოთ და ცხიმიანობის თავიდან ასაცილებლად მოვარიდოთ სკალპს. ამასთან მნიშვნელოვანია, საფუძვლიანად ჩამოვიბანოთ ის.

Le Petit Olivier-ის გამწმენდი კონდიციონერი ალოე ვერასა და მწვანე ჩაის ექსტრაქტით, ასუფთავებს და მატებს ბზინვარებას ნორმალურ და ცხიმიან თმას, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის შემცირებას.

keipro-1761029471.png

„კეიპრო“ თმის მოვლის პროფესიონალური ბრენდია იტალიიდან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაითქვა ეფექტიანობითა და ხელმისაწვდომობით. ცხიმიანი თმის შამპუნი ეფექტურად ასუფთავებს სკალპს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და აღადგენს დარღვეულ ბარიერს.

მისი სებომარეგულირებელი ფორმულა დაფუძნებულია არყის ხის ექსტრაქტზე, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და ხასიათდება დელიკატური წმენდით. იდეალურია სპეციალურად ცხიმიანი თმისთვის შექმნილ ნიღაბთან ერთად.

გასათვალისწინებელია, რომ ცხიმიანი სკალპის მოვლისას მისმა გამოშრობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ცხიმის წარმოქმნა გამოიწვიოს, ამიტომ უნდა მოვერიდოთ არასწორი პროდუქტების გამოყენებას და რეკომენდებულია, ყველა დაბანისას საფუძვლიანად მოვიშოროთ პროდუქტები თმიდან.

R