შარდის ანალიზის რომელი მაჩვენებელი მიუთითებს დემენციის გაზრდილ რისკზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის ანალიზით დემენციის პროგნოზირებაა შესაძლებელი - კვლევის შედეგი

ამ დასკვნამდე მივიდნენ შვედეთიდან ჩამოსული მკვლევარები. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Internal Medicine (JIM).

მეცნიერებმა გააანალიზეს 132 000-ზე მეტი 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანის მონაცემები „სტოკჰოლმში კრეატინინის მასობრივი გაზომვის პროექტის“ (SCREAM) ფარგლებში, რომელიც მოიცავდა სტოკჰოლმის პრაქტიკულად მთელ მოსახლეობას. კვლევის დასაწყისში მონაწილეთაგან არცერთს არ ჰქონდა დასმული დემენციის დიაგნოზი. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეთა დაახლოებით 7%-ს განუვითარდა კოგნიტური დაქვეითება.

როდესაც მკვლევარებმა მონაწილეები შარდში ალბუმინის დონის მიხედვით დაყვეს, მათ აღმოაჩინეს, რომ ზომიერად მომატებული დონეც კი (30-299 მგ/გ) ზრდიდა დემენციის რისკს 25%-ით, ხოლო მაღალი დონე (≥300 მგ/გ) რისკს თითქმის 40%-ით ზრდიდა. „ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთა ალბუმინის დონე შარდში 300 მგ/გ-ზე მეტია, დემენციის განვითარების დაახლოებით 40%-ით მაღალი რისკი აქვთ“, - თქვა კვლევის ავტორმა, გრონინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის დოქტორმა ლი ლუომ. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან დიაბეტი, რადგან ისინი უკვე რეგულარულად იტარებენ ალბუმინურიის ტესტს. ახლა, ამ ტესტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ტვინის ჯანმრთელობის შესახებ“.

ალბუმინი ჩვეულებრივ სისხლში ცირკულირებს და არ უნდა გამოიყოს შარდში. მისი არსებობა მიუთითებს წვრილი სისხლძარღვების დაზიანებაზე - არა მხოლოდ თირკმელებში, არამედ მთელ სხეულში. როგორც კაროლინსკას ინსტიტუტის პროფესორმა ჰონგ სიუმ აღნიშნა, „ტვინსა და თირკმელებს, მათი განსხვავებების მიუხედავად, აქვთ მსგავსი მიკროვასკულური სტრუქტურები, ამიტომ თირკმელებში სისხლძარღვოვან დაზიანებას ხშირად თან ახლავს მსგავსი ცვლილებები ტვინში“. ყველაზე გამოხატული კავშირი დაფიქსირდა შარდის ალბუმინსა და სისხლძარღვოვან დემენციას შორის, ასევე შერეულ ფორმებს შორის, სადაც არსებობს როგორც სისხლძარღვოვანი, ასევე ალცჰაიმერის მსგავსი ცვლილებები. თუმცა, ალბუმინურიასა და სუფთა ალცჰაიმერის დაავადებას შორის პირდაპირი კავშირი არ აღმოჩნდა, რაც ადასტურებს იდენტიფიცირებული მექანიზმის სისხლძარღვოვან ბუნებას.

ასევე წაიკითხეთ:

მეცნიერებმა დაასახელეს დაავადება, რომელიც საგრძნობლად ზრდის დემენციის განვითარების რისკს

JAMA: ADHD-ის მქონე მოზრდილები თითქმის სამჯერ უფრო ხშირად განიცდიან დემენციას.

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) დიაგნოზის მქონე მოზრდილებში თითქმის სამჯერ უფრო მაღალია დემენციის განვითარების ალბათობა, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც ეს დიაგნოზი არ აღენიშნება. ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი. 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკვლევარები აკვირდებოდნენ 100000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობას დააღმოაჩინეს თანმიმდევრული კავშირი ADHD-სა და დემენციის შემდგომ განვითარებას შორის. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Network Open.

კვლევა მოიცავდა 1933 წლიდან 1952 წლამდე დაბადებულთა მონაცემებს. დაკვირვების დასაწყისში მონაწილეთა საშუალო ასაკი დაახლოებით 58 წელი იყო. არც ერთ მათგანს 2003 წლამდე, ADHD-ის და დემენციის ნიშნები და დაიგნოზი არ ჰქონია. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ექიმები თვალყურს ადევნებდნენ, თუ ვის დაუსვეს ADHD-ის დიაგნოზი და შემდეგ ვის განუვითარდა დემენცია. შედეგებმა აჩვენა, რომ ADHD-ის დიაგნოზის მქონე 13.2%-ს განუვითარდა დემენცია, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს შორის ეს მაჩვენებელი 7%-ს შეადგენდა.

შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, როგორიცაა ასაკი, მავნე ჩვევები, თანმხლები დაავადებები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ADHD-ის მქონე ადამიანებში დემენციის განვითარების შანსები რჩებოდა მნიშვნელოვნად - თითქმის 2,8-ჯერ მაღალი. ამავდროულად, კავშირი შენარჩუნდა ქვეჯგუფების უფრო დეტალური ანალიზითაც კი: სქესის, ასაკისა და მედიკამენტების გამოყენების მიხედვით.

საინტერესოა, რომ იმ მასტიმულირებელი მედიკამენტების მიღება, რომლებიც ჩვეულებრივ ინიშნება ADHD-ისთვის, არ იყო დაკავშირებული დემენციის გაზრდილ რისკთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ წამლებს ან არ აქვთ გავლენა კოგნიტური დაქვეითების ალბათობაზე, ან, პირიქით, აქვთ დამცავი ეფექტი, თუმცა ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მონაცემები არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად.

მეცნიერებმა ასევე განიხილეს ჰიპოთეზა, რომ ADHD ზრდასრულ ასაკში შეიძლება იყოს არასწორად დიაგნოზირებული ადრეული სტადიის დემენცია. თუმცა, დიაგნოზსა და დემენციის განვითარებას შორის დროის ინტერვალების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს არ ხსნის გამოვლენილ ასოციაციას.

ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ ADHD შეიძლება იყოს ტვინის გრძელვადიანი მახასიათებლების სიმპტომი, რომელიც დროთა განმავლობაში ამცირებს მის უნარს გაუმკლავდეს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და დაზიანებებს. ასევე შესაძლებელია, რომ ADHD-ის მქონე მოზრდილებს უფრო მეტად აღენიშნებოდეთ დეპრესია, ფიზიკური პასიურობა, მოწევა და სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დემენციის განვითარებას, თუმცა ისინი კონტროლდებოდა კვლევაში.

  • მიუხედავად კვლევის შეზღუდულობისა, მათ შორის მსუბუქი ან არადიაგნოსტირებული შემთხვევების აღრიცხვის შეუძლებლობისა და სიმპტომების სიმძიმისა და მკურნალობის გავლენის შესახებ მონაცემების ნაკლებობისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ ADHD-ზე მეტი ყურადღების მიქცევის აუცილებლობას მოზრდილებში და ხანდაზმულებში. ამ აშლილობას შეიძლება ჰქონდეს შორს მიმავალი გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე და დროულმა დიაგნოზმა და მკურნალობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კოგნიტური დაქვეითების თავიდან აცილებაში.